10 ოქტომბერი, 2013
დედა ქალიშვილობის აღდგენას მთხოვს
მითხრა, ვინმემ რომ გაიგოს რა გადამხდა თავს, საყვარლობის გარდა არაფერს მაღირსებს 15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი უტვინობით მეზობლის ბიჭისგან დავფეხმძიმდი. მისი მშობლები შოკში ჩავარდნენ და გამოგვიცხადეს, რომ ფეხმძიმე გოგოს რძლად სახლში არ შეიყვანდნენ.

მართლა არ მინდოდა, მაგრამ დედაჩემმა აბორტი ძალით გამაკეთებინა. ბინა გავყიდეთ და თბილისის სხვა უბანში გადავედით საცხოვრებლად. მამა მეუბნებოდა, რომ შვილი გამეჩინა, მაგრამ დედის წინააღმდეგ ვერ წავიდა და ასე გავუბედურდი 15 წლის ასაკში.

ჩემს შეყვარებულს სულაც არ მოუკლავს თავი, პირიქით, მითხრა, მივხვდი, რომ
შეცდომა დავუშვით და ამიერიდან ორივემ ჩვენს თავს მივხედოთო. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. არასოდეს ვყოფილვარ შეყვარებული და დიდი ხანი დამჭირდა, რომ ცხოვრება თავიდან დამეწყო.

გასულ წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე და ახლა მეორე კურსის სტუდენტი ვარ. დედა მეუბნება, რომ ჩემი გათხოვების დრო მოვიდა და აუცილებლად უნდა აღვიდგინო ქალიშვილობა და ისე გავთხოვდე, თითქოს არაფერი მომხდარა.

ეს რომ მითხრა, თავზარი დამეცა, იმ ღამეს არ მეძინა. მართალია, იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ვინმემ ძალით წამიყვანოს ექიმთან, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ უნდა დედაჩემს, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში მაცხოვროს.

ვუთხარი, ვისაც შევუყვარდები, იმას ყველანაირი ვენდომები-მეთქი. მითხრა, ვინმემ რომ გაიგოს რა გადამხდა თავს, საყვარლობის გარდა არაფერს მაღირსებს. ისიც კი მითხრა, განათხოვარი მაინც იყო, უკეთესად გაგათხოვებდიო.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ნინია
ეგრეც არაის რაა როგორიც ხარ ისრთი შეუყვარდებიო ქართვრლ ბიჭს რომ ეტყვი ქალიშვილი არ ვარო ეგრრვე სხვანაირად გიყურრბენ პირადად მე მაქ ეგეთი პრობლემა მაგრამ რამდენსაც გაუმხილე ჩემი პრობლემა ეგრევე სხვანაირად დამელაპარაკეს შემდეგ მიტირია კიდეც რატო დავიბადე მეთქი ეხლა მყავს ისეთი ადამიანი რომელსაც ვუყვარვარ მაგრამ მე არ მინდა მასთან იმიტომ რომ სიმართლეს ვერ ვეუბნები მეშინია მცხვენია კიდეც როგორ მოვიქცე არც მე ვიცი ასე რომ ამ გოგოს მივმართავ როგორც სწორად ჩათვლი ისე მოიქეცი თავს მიხედე არ ინერვიულო ჩრმსავით არ დაიავანდყოფო თავი
19:53 / 03-02-2017
გამოხმაურება / 0 /
...
იდიოტობა უძახეთ თქვენ და საქართველოში ეს რეალობაა! აქ კი აფრქვევენ მამაკაცები "დემოკრატიულ" აზრებს, მაგრამ გულის სიღრმეში უმრავლესობა მაინც კავაკასიელია. ასე რომ, ჩემო კარგო, თავად გადდაწყვიტე, როგორ უნდა მოიქცე და სხვების რჩევებს ნუ აჰყვები. მართლაც არის შანსი (100-დან 2-3), რომ ზოგიერთმა ქართველმა ბიჭმა მაგას არ მიაქციოს ყურადღება, მაგრამ დამიჯერე, უმრავლესობისათვის ეგ ჯერ კიდევ ბევრს ნიშნავს.
19:59 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინააა
რამდენიც გინდა ვიძახოთ ევროპელები ვართოოოოო მაინც აზიატი ქართველები Vართ...........ჯობია დედას დაუჯერო თორე მართლა ცხვირიდან გადენს ტუნდაც უყვარდეეეეეეეე
14:47 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ილია
არ გაყვე!!! ეგ გათხოვებაში ხელს არ შეგიშლის, და თუ შეგიშლის ესეიგი არ ყოფილა ის შენი ღირსი... მართლა რა მარაზმია:))
11:54 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლინა
იცი მეც მსგავსი რამ შემემთხვა. ჩემებმა არ იციან, მუცელი თავისით მომეშალა რაზეც საშინლად ვინერვიულე. ეხლა შეყვარებული მყავს რომელსაც ვუყვარვარ და ყველაფერი იცის ჩემი წარსულსი შესახებ,მაგრამ გვერდით მიდგას და მიყურებს ისე როგორც მომავალ მეუღლეს.მე ბედნიერი ვარ და არც ტყუილში არ ვცხოვრობ.დამიჯერე, ვისაც შეუყვარდები ისეთი შეუყვარდბეი როგორიც ხარ.არ გინდა ტყუილი. თუ ვერ გაგიგო ესეიგი არ ყვარებიხარ
18:10 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
კარგი რა, კაცს სულ რომ მეძავი შეუყვარდეს, ყველას აბიჯებენ თავზე და მაინც მოყავთ ვინც უნდათ: ოჯახს, ძმაკაცებს და თავმოყვარეობასაც კი.. შენ კი 15 წლის იყავი.. დამიჯერე ტყუილში უფრო დაიტანჯები, თუ ეყვარები არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მაგ ამბავს ;))
21:11 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
mirian
მართალია,განათხოვრები უკეთ თხოვდებიან მეორედ,მესამედ და უსასრულოდ.... ;)
20:55 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკ
გირჩევ აღიდგინო ქალწულობა და ისე გათხოვდე. არ იცი რა უკუღმართები არიან, ვითომ შეგინდობენ და მერე მთელი ცხოვრება ამოგადენენ ყელში. პირადი გამოცდილებით გირჩევ. დედას დაუჯერე და როგორც გეტყვის ისე მოიქეცი.
11:03 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ashura
kai ati wuti vwerdi ragac did leqcias am uazro stereotipis uadgilobaze da usafudzvlobaze da mere mivxvdi rom... sirebi xart :dddd ar miwyinot ^_^ mara martla sirebi xart :ddd mapatiet sheuracxyofistvis :/ mara mainc sirebi xart :ddddddddddd
03:39 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თათ
მოღალატე ცოლებიც და გაბოზებულებიც ქალიშვილები იყვნენ თავის დროზე და აზრი.მთავარია შეცდომა მეორეთ არ დაუშვა და შენს ბუნებაში არ იყოს გარყვნილება.უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და რადგან ეს შეცდომა მოუხდა ესეიგი იმ ქალს აწი ბედნიერების უფლება არ აქვს?რომელმა ჭკვიანმა დაასკვნა ეგ.
18:57 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS