08 ოქტომბერი, 2013
მკითხავი დედამთილის გამო ოჯახი დამენგრა
ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ, ისე ავკრიფე ჩემი ტანსაცმელი, ტაქსიში ჩავჯექი და სახლში გამოვიქეცი მე და რეზიკომ ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანით და ისე მალე განვითარდა ჩვენი სიყვარულის ამბავი, ცოლად რომ გავყევი, მისი ოჯახის წევრები იმ დღეს გავიცანი.

ინტელიგენტი ოჯახიდან ვარ, დედა თბილისში ერთ-ერთი სკოლის დირექტორია, მამა - მეცნიერებათა კანდიდატი და ალბათ იმიტომ მივიღე შოკი, როდესაც რეზიკოს დედა დავინახე. ხელზე უამრავი ბეჭედი ეკეთა, თავზე უცნაური თავსაფარი ჰქონდა წაკრული და სახლში უჩვეულო სუნი იდგა, თითქოს მუდმივად რაღაც
ბოლავდა და მახრჩობდა.

ჩემს მშობლებს პირველი სტუმრობისთანავე არ მოეწონათ სიტუაცია, მაგრამ არაფერი მაგრძნობინეს და ბოლომდე გმირულად გაუძლეს ჩემი დედამთილის უცნაურ ქცევებს. ერთი კვირის პატარძალი ვიყავი, რომ სახლში უნივერსიტეტიდან ადრე დავბრუნდი და სახლთან რიგი შევნიშნე.

თავიდან ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, ვიღაც გარდაიცვალა, გაგიჟებული მივვარდი და უცხო ადამიანებს ვეკითხებოდი, აეხსნათ რა მოხდა. ჩემს საქციელზე ყველა გაოცდა, რა უნდა მოხდეს, აქ ყველა სამკითხაოდ ვართ მოსულიო. აქამდე სახლიდან ადრე გავდიოდი და უნივერსიტეტის შემდეგ დედასთან მივდიოდი.

გვიან კი მეუღლე მოდიოდა და სახლში მოვყავდი. ალბათ იმიტომ ვერ ვნახე აქამდე ეს უჩვეულო რიგი. მოკლედ, იმ დღეს გავიგე, რომ ჩემი დედამთილი თბილისში ერთ-ერთი ცნობილი მკითხავი ყოფილა. თავზარი დამეცა, რეზიკოს ისტერიკულად ვუყვიროდი, რატომ არ მითხრა დედის საქმიანობის შესახებ.

ჩემი ახლა უკვე ყოფილი მეუღლე გადაირია და მკითხა, რას ვხედავდი უჩვეულოს დედამისის საქმიანობაში და თუ არ მომწონდა, შემეძლო, ბარგი შემეკრა და სახლში წავსულიყავი. ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ, ისე ავკრიფე ჩემი ტანსაცმელი, ტაქსიში ჩავჯექი და სახლში გამოვიქეცი.

ჩემს მშობლებს რომ მოვუყევი, მითხრეს, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დაბრუნება იქნებოდა და იმ სახლისკენ აღარასოდეს გამეხედა. არ ვიცი, შეიძლება, სხვებისთვის სულაც არ იყოს ტრაგედია ცნობილ მკითხავთან ერთად ცხოვრება, მაგრამ არ შემეძლო და ამიტომ ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული დავთმე.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
დარია
მე მკითხავი მული მყავდა და მაძალება ყავა დამელია უნდა გავიგო ჩემზე რას ფიქრობო? :D სამწუხაროდ მეც დამენგრა ოჯახი მისი ფანტაზიის გამო ...მარა არ ვნანობ :D
17:37 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
შენი ცხოვრების აზრი რომ ყოფილიყო და ერთადერთი არ დატოვებდი..და იბრძოლებდი დედა თუ მკითხავი იყო დედას ხომ არ გაყოლილხარ ცოლად,გაყევი ადამიანს რომელსაც იძახდი რომ შენი ცხოვრება და ერთადერტი იყო..ეგრე არ კარგავ ერთადერთებს..კაცები ეგეთ რარაცეებს არ აქცევენ ყურადრებას კიდიათ..
17:04 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
X
მისამართი მაინც დაგეწერა
15:34 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS