08 ოქტომბერი, 2013
მკითხავი დედამთილის გამო ოჯახი დამენგრა
ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ, ისე ავკრიფე ჩემი ტანსაცმელი, ტაქსიში ჩავჯექი და სახლში გამოვიქეცი მე და რეზიკომ ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანით და ისე მალე განვითარდა ჩვენი სიყვარულის ამბავი, ცოლად რომ გავყევი, მისი ოჯახის წევრები იმ დღეს გავიცანი.

ინტელიგენტი ოჯახიდან ვარ, დედა თბილისში ერთ-ერთი სკოლის დირექტორია, მამა - მეცნიერებათა კანდიდატი და ალბათ იმიტომ მივიღე შოკი, როდესაც რეზიკოს დედა დავინახე. ხელზე უამრავი ბეჭედი ეკეთა, თავზე უცნაური თავსაფარი ჰქონდა წაკრული და სახლში უჩვეულო სუნი იდგა, თითქოს მუდმივად რაღაც
ბოლავდა და მახრჩობდა.

ჩემს მშობლებს პირველი სტუმრობისთანავე არ მოეწონათ სიტუაცია, მაგრამ არაფერი მაგრძნობინეს და ბოლომდე გმირულად გაუძლეს ჩემი დედამთილის უცნაურ ქცევებს. ერთი კვირის პატარძალი ვიყავი, რომ სახლში უნივერსიტეტიდან ადრე დავბრუნდი და სახლთან რიგი შევნიშნე.

თავიდან ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, ვიღაც გარდაიცვალა, გაგიჟებული მივვარდი და უცხო ადამიანებს ვეკითხებოდი, აეხსნათ რა მოხდა. ჩემს საქციელზე ყველა გაოცდა, რა უნდა მოხდეს, აქ ყველა სამკითხაოდ ვართ მოსულიო. აქამდე სახლიდან ადრე გავდიოდი და უნივერსიტეტის შემდეგ დედასთან მივდიოდი.

გვიან კი მეუღლე მოდიოდა და სახლში მოვყავდი. ალბათ იმიტომ ვერ ვნახე აქამდე ეს უჩვეულო რიგი. მოკლედ, იმ დღეს გავიგე, რომ ჩემი დედამთილი თბილისში ერთ-ერთი ცნობილი მკითხავი ყოფილა. თავზარი დამეცა, რეზიკოს ისტერიკულად ვუყვიროდი, რატომ არ მითხრა დედის საქმიანობის შესახებ.

ჩემი ახლა უკვე ყოფილი მეუღლე გადაირია და მკითხა, რას ვხედავდი უჩვეულოს დედამისის საქმიანობაში და თუ არ მომწონდა, შემეძლო, ბარგი შემეკრა და სახლში წავსულიყავი. ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ, ისე ავკრიფე ჩემი ტანსაცმელი, ტაქსიში ჩავჯექი და სახლში გამოვიქეცი.

ჩემს მშობლებს რომ მოვუყევი, მითხრეს, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დაბრუნება იქნებოდა და იმ სახლისკენ აღარასოდეს გამეხედა. არ ვიცი, შეიძლება, სხვებისთვის სულაც არ იყოს ტრაგედია ცნობილ მკითხავთან ერთად ცხოვრება, მაგრამ არ შემეძლო და ამიტომ ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული დავთმე.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
მადონა
გოგონი უცნაური მკითხავი დედამთილი კი არა შენი დამოკიდებულებაა გათხოვებასთან და ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით.....გაყევი ცოლად კაცს რომლის მშობლებსაც არ იცნობდი და ეს ყველაფერი სააქართველოში ხდება...სადაც ყველამ ყველაფერი იცის.......დავუშვათ სოცქსელში გაიცანი ვინმე ,რა პრობლემააა????ამ ერთციცქნა ქვეყანაში ვერ უნდა გაარკვიო ვინ ვინაააა??????შენზე ასეთი აზრი გამიჩნდა მაგარი ტუტრუცანა და ხამი ტიპი იქნები...მშობლებმაც მაგიტომ გითხრეს უკან ვერ დაბრუნდებიო......იმუშავე შენს თავზე კიდევ ბევრი გიკლია საიმისოდ რომ გიყვარდეს ოჯახი გყავდეს შვილები იყოლიო და შენგან ქალი შედგეს.ანუ "ზოგადად ადამიანი გახდეეეეე"
11:46 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ლოლ. რას გარბოდი იქნება და ურიგოდ გიღებდა :D ისე კი როგორც უაზროდ გათხოვდი ისე უაზროდაც გამოტხოვდი,სანამ ნაბიჯს გადადგამთ ხოლმე აცანცარებული გათხოვებაზე დაგეშილი ქართველი მდედრები,მანამდე ჭკუაზე წიხლის მიჭერას თუ ისწავლით კარგი იქნება :))))) ისე მიმსამართი მაინც მიგეწერა იმ ქალის ან სახელი და გვარი, ლოლ
15:39 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
X მაგარი კომენტარია))))))))))))))
23:22 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიღბიანი
აჩქარებულხარ გათხოვების დროსაც და გაშორების დროსაც.ამიტომაა სიჩქარე ღუპავს ადამიანს
23:19 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ ყველა კომენტარში არის ის რისი თქმაც მინდა.
22:34 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ჰა ჰა ჰააააააააა X მომეწონა შენი კომენტარიიიიი
22:27 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
nat..........
auu es xalxi sertod gadairia reebs ceren ras ambob exla shen piradad ar yopilxar mkitxavtan magas ver davijerep tu giyvarda sheni qmari casuliyavi da calke gecxovrat,yvela ver iqneba skolis direqtori da ase shemdeg rogorc sheudzlia shen yopil dedamtils ise irchens tavs da tu giyvars qmari dedamtili aris tu muli ra saqmianobasac ar unda eceodnen pativi unda ce esea chemo kargooo ubralod dz dz dabali doneaaaaaaaaaaaaa
21:56 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ან გაგეცნო და ისე გაყოლოდი. ან თუკი მართლა გიყვარდა როგორც იძახი, შეგუებოდი და სხვანაირად მოგევლო საქმისათვის,მაგრამ შენ გეთYობა არც გიყვარდა, თორემ ყოველდგე რა დაგარბენინებდა დედასენთან სახლში?
21:26 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნ.მ.
ასე იცის აჩქარებამა და სოციალური ქსელით გათხოვებამ. თუ მართლა მასეთი ინტელიგენტური ოჯახიდან ხარ, როგორ გადადგი ასეთი ნაბიჯი?! ან შენი მშობლები რას აკეთებდნენ მაგ დროს? მომავლაში ალბათ უარეს სისულელეს ჩაიდენ და კიდევ ერთხელ ეცდები მკითხველისათვის გულის აჩუყებას. სამწუხაროდ, სწორად ვერ გაუზრდიხარ მშობლებს.
20:05 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიი
სამივე დებილები ხართ შენც,რეზიკოც(:დდდდ) და დედამთილიც:))) დებილებზე უარესი უნდა დამაწერა ,მაგრამ თავი შევიკავე
18:03 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS