08 ოქტომბერი, 2013
მკითხავი დედამთილის გამო ოჯახი დამენგრა
ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ, ისე ავკრიფე ჩემი ტანსაცმელი, ტაქსიში ჩავჯექი და სახლში გამოვიქეცი მე და რეზიკომ ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანით და ისე მალე განვითარდა ჩვენი სიყვარულის ამბავი, ცოლად რომ გავყევი, მისი ოჯახის წევრები იმ დღეს გავიცანი.

ინტელიგენტი ოჯახიდან ვარ, დედა თბილისში ერთ-ერთი სკოლის დირექტორია, მამა - მეცნიერებათა კანდიდატი და ალბათ იმიტომ მივიღე შოკი, როდესაც რეზიკოს დედა დავინახე. ხელზე უამრავი ბეჭედი ეკეთა, თავზე უცნაური თავსაფარი ჰქონდა წაკრული და სახლში უჩვეულო სუნი იდგა, თითქოს მუდმივად რაღაც
ბოლავდა და მახრჩობდა.

ჩემს მშობლებს პირველი სტუმრობისთანავე არ მოეწონათ სიტუაცია, მაგრამ არაფერი მაგრძნობინეს და ბოლომდე გმირულად გაუძლეს ჩემი დედამთილის უცნაურ ქცევებს. ერთი კვირის პატარძალი ვიყავი, რომ სახლში უნივერსიტეტიდან ადრე დავბრუნდი და სახლთან რიგი შევნიშნე.

თავიდან ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, ვიღაც გარდაიცვალა, გაგიჟებული მივვარდი და უცხო ადამიანებს ვეკითხებოდი, აეხსნათ რა მოხდა. ჩემს საქციელზე ყველა გაოცდა, რა უნდა მოხდეს, აქ ყველა სამკითხაოდ ვართ მოსულიო. აქამდე სახლიდან ადრე გავდიოდი და უნივერსიტეტის შემდეგ დედასთან მივდიოდი.

გვიან კი მეუღლე მოდიოდა და სახლში მოვყავდი. ალბათ იმიტომ ვერ ვნახე აქამდე ეს უჩვეულო რიგი. მოკლედ, იმ დღეს გავიგე, რომ ჩემი დედამთილი თბილისში ერთ-ერთი ცნობილი მკითხავი ყოფილა. თავზარი დამეცა, რეზიკოს ისტერიკულად ვუყვიროდი, რატომ არ მითხრა დედის საქმიანობის შესახებ.

ჩემი ახლა უკვე ყოფილი მეუღლე გადაირია და მკითხა, რას ვხედავდი უჩვეულოს დედამისის საქმიანობაში და თუ არ მომწონდა, შემეძლო, ბარგი შემეკრა და სახლში წავსულიყავი. ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ, ისე ავკრიფე ჩემი ტანსაცმელი, ტაქსიში ჩავჯექი და სახლში გამოვიქეცი.

ჩემს მშობლებს რომ მოვუყევი, მითხრეს, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დაბრუნება იქნებოდა და იმ სახლისკენ აღარასოდეს გამეხედა. არ ვიცი, შეიძლება, სხვებისთვის სულაც არ იყოს ტრაგედია ცნობილ მკითხავთან ერთად ცხოვრება, მაგრამ არ შემეძლო და ამიტომ ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული დავთმე.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
მარიკუნა
შე იდიოტო ოჯახს რას ანგრევდი მერე.. დედამთილს გაყევი ცოლად თუ შენს ქმარსს))))) ვაი თქვენს პატრონს ან სანამ გადაეეთრეოდი მანდ საცხოვრებლად არ უნდა გეკითხა ვის მიყვებოდი და რა ოჯახის პატრონს??ინტელიგენტების კიარა უტვინოების ოჯახიდან ხარ წამოთრეული და იმიტომაც მიგათრიეს უკან :D
23:36 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
xa xa.
მკიტხავი დედამტილისგულისთვის ოჯახს რას ანგრევდი გადასულიყავი ცალკე საცხოვრებლად შენ და შენი ქმარი, მაგრამ აქედან ჩანს რომ დიდი უტვინო გოგო ყოფილხარ.
08:48 / 27-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ანიკო
ასეა როცა მარტო ორნი წყვეტავენ საქმეს სიყვარული ყველაზე მთავარია მაგრამ სად მიდიხარ და ვინ მოგყავს არ უნდა იცოდე...შეეფერება თუ არა შენს გარემოს,თუ არ მოგწონს უკიდურეს შემთხვევაში იცხოვრე ცალკე, თუნდაც ქირით....
21:22 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნელიკო
მისამართი მაინც დაწერეთ იმ მკითხავის ან საკონტაქტო ინფორმაცია როგორ დაუკავშირდე
19:47 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ან დებილია ეს გოგო, ან თავს იდებილებს.რა შუაშია დედამისის მკითხაობა თუ ბიჭი უყვარს.მერე რა.თვითონ გაეზარდა ინტელიგენტი და განათლებული შვილებიი.დაუშალა ვინმემ? მაგრამ ცანცარაა და უპასუხისმგებლო თვისი ცხოვრების წინაშე. იტიროს ეხლა.
12:38 / 24-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დოდო
შტერო გოგო, გაგეკითხა ბიჭის ოჯახი და ისე გაყოლოდი, ბრმად რომ შეეტენე და მერე აყვირდი ამით რა გინდა თქვა? რომ შენ კარგი ხარ და ის ბიჭი ცუდი?-მართლა კარგი გოგო რომ ყოფილიყავი,შენი ქმარი ასე ადვილად არ დაგთმობდა. ლექციების შემდეგ დედასთან რომ გარბოდი,სახლში საქმე არ გქონდა? თუ საღამოს ქმარს მხოლოდ სახმარად მიჰყვებოდი? ვაი,შენს პატრონს და შენს ინელიგენტ მშობლებს,რომ შენ ასეთი ყავხარ...
11:18 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ვუერთდები X-ის სინანულს,ძალიან მინდა ერთი კარგი მკითხავი, დაგეწერა მისამართი რა მოხდებოდა :D:D
07:21 / 13-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დუდუ
ძალაინ კარგად მოიქცა- ისეთ სახლში ცხოვრება სადაც მკითხაობა, საშინელებაა, სულ შიშის ქვეშ იცხოვრებდა,როგორც ჩანს ერთმანეთიც არ უყვარდათ,რატომღაც ასე მგონია ასეთი ხალხი ეშმაკისეულია, საშიშია,არ ეშინიათ ამ ხალხას ღმერთის.(არ სჯობია ეკლესიურად იცხოვრონ) უბრალოდ კარგი იქნებოდა თავიდან რომ გაეგო ამის შესახებ და მერე მიიეღო გადაწყვეტილება.ცუდია რაც მოხდა.
17:10 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
იმერელი
უტვინო ყოფილხარ, მართლა ვაი შენს პატრონს
14:45 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
იამა
მკითხავი დედამთილის კიარა შენი სიტუტუცის გამო დაგენგრა ოჯახი
17:01 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS