07 ოქტომბერი, 2013
დედას არ დავუჯერე და პროსტიტუციაში ჩავები
ერთ წელიწადში ყოფილმა მეუღლემ ხვეწნა-მუდარა შეწყვიტა და მარტო ბავშვის სანახავად მოდიოდა 13 წლის გავხდი და ერთ კვირაში გავთხოვდი. მშობლები შოკიდან რამდენიმე თვე ვერ გამოდიოდნენ. ჩემი დანახვა არ უნდოდათ და ამის მიზეზი მხოლოდ ჩემი ასაკი არ ყოფილა. ქმარი ჩემზე 20 წლით უფროსი გახლდათ.

ორი წელი ბედნიერად ვიცხოვრე, მშობლებიც შემირიგდნენ, მაგრამ მალე სახლში ჯდომა და ბავშვის მოვლა მომბეზრდა და მეუღლეს ვთხოვე, ჩემთვის სამსახური ეშოვა.

15 წლის გოგოს სად უნდა დამეწყო მუშაობა და ამიტომ საკუთარ კაფეში მიმტანების ზედამხედველად
წამიყვანა. მოგონილი სამსახური იყო, რეალურად არაფერს ვაკეთებდი და მთელი დღე სოციალურ ქსელში ვთამაშობდი, და სურათებს ვაქვეყნებდი.

კაფეში გავიგე, რომ ჩემს მეუღლეს უკვე ექვსი წელია, რაც საყვარელი ჰყავს და სანამ მე მიმიყვანდა, ამ კაფეში ცოლის სტატუსით დაჰყავდა. ამის გამო მეუღლეს სკანდალი მოვუწყვე და შვილთან ერთად მშობლებთან დავბრუნდი.

დედა მაფრთხილებდა, რომ მარტოხელა დედობას ვერ შევძლებდი და ქმრისთვის მეპატიებინა, მაგრამ თავი მოვიკალი და არ დავუჯერე. ერთ წელიწადში ყოფილმა მეუღლემ ხვეწნა-მუდარა შეწყვიტა და მარტო ბავშვის სანახავად მოდიოდა.

მალე ძველი მეგობრები მოვიკითხე და მათთან ერთად აქეთ-იქით სიარული დავიწყე. ისე ჩავები პროსტიტუციაში, რომ გონზე ვერ მოვედი. ღამღამობით ბარებში უცხოელ კლიენტებს ვემსახურებოდით და საკმაოდ დიდ თანხას ვშოულობდით.

დედ-მამამ ყველაფერი გაიგო და სახლიდან გამომაგდეს. ახლა ორ მეგობართან ერთად ქირით ვცხოვრობ და ჩემი შვილი სიგიჟემდე მენატრება.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ქოსა
შედევრია. სულ შვინ მომცრო აბზაცში ამხელა და ასე ტრაგიკული ისტორია, ასე ლამაზად არის მოთხრობილი. ბარაქალა ავტორო. შენ აშენდი და გაიხარე, შემ გეხუტუნე.
09:01 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სამსონა
მეგობრებს გაუფუჭებიათ ბავშვი. ნწ, ნწ, ნწ..
12:24 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ვანო
ჰოდა, სად უნდა დაეწყო მუშაობა?! აბა, კაცო!
22:33 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ყველაზე მაგარი აქ კომენტარია:დ:დ:დ შევხვდებით ხუთშაბათს,საღამოს 10 ზე....
16:39 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიმუნი
ძლივს ხასიათზე მოვედიიიი...............ამ ამბავს დავასრულებ რა ხალხოოოო :D:D:D...ხოდა მერე შემთხვევით კლიენტი შემიყვარდა.მომბეზრდა ნასკების ძებნა დილაობით და მიმატოვა.არადა თავიდან მეგონა მე მივატოვე,მერე ისევ ჩემებს მივადექი გამიჭირდა მიშველეთ თქო.იმათმა ისევ კარში გამომიძახეეეეს.ამასობაში შვილი გაიზარდა .მალე პროფილშიც მნახავთ და თუ მანამდე მოხდება რამე იქ გავაგრძელებ.......
15:31 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS