02 ოქტომბერი, 2013
ახალგაზრდა ბიჭი საზღვარგარეთ მოხუცს ვუვლიდი და სექსუალურად ვემსახურებოდი
ექვსი თვე გავუძელი ამ ჯოჯოხეთს და ბოლოს ქვეყნიდან გამოვიქეცი ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიაში სტაჟირებაზე ჟურნალისტად მივედი და მახსოვს, ჩემზე ბედნიერი ბიჭი ამქვეყნად არავინ იყო. ვფიქრობდი, რომ მალე შემამჩნევდნენ და ხელფასსაც დამინიშნავდნენ.

მოლოდინში ერთი წელი გავიდა, მაგრამ ნანატრი დღე არ დადგა. ერთ დღეს ყელში ამომივიდა და უფროსობას დავემშვიდობე. როგორც ჩანს, არც მათ უდარდიათ ჩემი წამოსვლა, რადგან უამრავი ჰყავდათ ჩემნაირი. მეზობლისგან ფული ვისესხე და სამუშაოდ საზღვარგარეთ გავეგზავრე.

იქ ჩემი ნათესავი ცხოვრობ
და და მითხრა, რომ სამსახურში მოწყობაში დამეხმარებოდა. არაფერი გამოჩნდა და ბოლოს ერთ ძალიან მძიმე და საშინელ წინადადებას დავთანხმდი. 70 წლის ქალბატონისთვის უნდა მომევლო. თავიდან მითხრეს, რომ დღეში მაქსიმუმ ორ საათი დავჭირდებოდი, ისიც სადმე წასვლას თუ დააპირებდა.

უბრალოდ, მის სახლში უნდა მეცხოვრა და ყურადღება მიმექცია. ერთი თვის შემდეგ ქალბატონმა დამიბარა და მითხრა, რომ დამატებით 500 დოლარს გადამიხდიდა, თუ მას სექსუალურად მოვემსახურებოდი.

26 წლის ბიჭისთვის ასეთი წინადადება მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ დავთანხმდი. ექვსი თვე გავუძელი ამ ჯოჯოხეთს და ბოლოს ქვეყნიდან გამოვიქეცი, ისე, რომ ჩემი ნივთების დიდი ნაწილი იმ ქალბატონთან დავტოვე.

სამი თვე სახლში არავის ველაპარაკებოდი, ძილის წამლებს ვსვამდი და მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი. რამდენჯერმე თვითმკვლელობაც ვცადე, მაგრამ ასეთი ძლიერიც ვერ გამოვდექი. ახლა ისევ სამსახურს ვეძებ.

ისევ უფულოდ დავდივარ თბილისის ქუჩებში და თვეში 30 ლარს ბებია მაძლევს საკუთარი პენსიიდან, რომ სიგარეტი მაინც ვიყიდო.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ლალუ
საიდან იგონებთ ასეთ ისტორიებს;))
21:26 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ოღონდაცა რაა...ბოთე ხარ, სექსის გამო თავს ვინ იკლავს :
15:32 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კოტე
ვერ მიეცი ბოლომდეე......ისტორიებს იგონებ სჰენც კიდევ რაა,,
00:06 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიალია
თუ ერთი შეტოპე, ცოტაც მოგეთმინა, იქნებ ბინაც შენთვის მოეცა? თუ არა და პირი მიწისკენ უნდა წაეღო და რა სექსები აუტყდა ამ ბებერ ალქაჯს?
16:25 / 02-10-2013
გამოხმაურება / 0 /
:))
500$ არ ჯობია 30 ლარს თუ მაინც ბებია გაძლევს
15:27 / 02-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS