27 სექტემბერი, 2013
დედამთილი ბავშვის ''დნმ'' -ის ანალიზის გაკეთებას მთხოვს
ვიფიქრე, რომ ცოტა ხანს დედასთან ვიქნებოდი, სანამ ტკივილი ოდნავ მაინც გამინელდებოდა მე და ჩემს მეუღლეს სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ სამი წლის წინ ანევრიზმით მოულოდნელად გარდაიცვალა. მეგონა, ამ ამბავს ვერ გადავიტანდი, მაგრამ ჩემი ერთადერთი შვილი, ხუთი წლის თორნიკე დამეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლაში.

ბავშვს რომ ვუყურებდი, სიცოცხლე მინდოდა და თვითმკვლელობაზე ფიქრს ვივიწყებდი. გეგას დაკრძალვის შემდეგ საცხოვრებლად ჩემს მშობლებთან გადავედი. იმ სახლში ყველაფერი მეუღლეს მახსენებდა.

ვიფიქრე, რომ ცოტა ხანს დედასთან ვიქნებოდი, სანამ ტკივილი ოდნავ მაინც გამინელდებოდა, შემდეგ კი ისევ დედამთილთან
დავბრუნდებოდი. ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვიყავი სტუმრად.

ბავშვი ბებიის სანახავად მივიყვანე, მაგრამ ყველა მისვლაზე ჩემი გათხოვილი მული შვილებით იქ მხვდებოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ დედის სანუგეშებლად ხშირად დადიოდა, მაგრამ მერე ერთმა ნათესავმა დამირეკა და მითხრა, რომ დედა-შვილი სახლში ჩემს შეშვებას აღარ აპირებდა.

ამ ზარიდან ერთ კვირაში დედამთილმა დამირეკა და მითხრა, რომ ბავშვი მის გარდაცვლილ შვილს არ ჰგავდა და თუ გენეტიკურ ანალიზს არ გავუკეთებდი, სახლში აღარ დავბრუნებულიყავი. იმის შემდეგ მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ.

ყველა მეუბნება, რომ ბავშვს ანალიზი გავუკეთო და დედამთილს თავისი არ გავატანინო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ანალიზის გაკეთებას არც საკუთარ თავს ვაკადრებ და არც გარდაცვლილი ქმრის სულს. ეს დედამთილმაც ძალიან კარგად იცის და არაჩვეულებრივი გზა მოძებნა ჩემ მოსაშორებლად.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნიკა ------ >მაკო ჩურჩუტს!- ს
ქალბატონო , ჯერ სწორი ლაპარაკი ისწავლეთ , ცენზურა დაიცავით , და მერე ასწავლეთ სხვას ჭკუა. გამომივიდა ანგელოზი მულიო , ესეა ისაო . ვაიმე რა ეშველებათ ესეთ ქალების. ქალი ეგეთ სიტყვებს არ უნდა ლაპარაკობდეს მითუმეტეს თქვენნაირი '' პატიოსანი '' :)
16:10 / 18-10-2013
გამოხმაურება / 0 /
4მაკო4მაკო4 ს ვეტამხმებიი
ზლივს გავიგე 4მაკო4მაკო4 სგან კარი რჩევა! შეგზლებია მაკო!
18:49 / 28-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰმმ
მარტალია ახვარი დედამტილი გყავს! იმის მაგივრად შვილის მაგივრად შვილიშვილი დარჩა სიხარულიტ არარ იყოს რაებს ბოდავს! ნიძლავს ჩამოვალ ქალიშვილმა გადარია! და ვის ეძალავები? თუ არ გეშინია გაუკეტე მერე! რატ არ უკეტებ, რა ვიტომ უკადრისობა აკიტყდა მისის ტუა რატ არ უკეტებ? ხომ არაფრის გეშინია? ბავშვს მამის ჯგუფის სისხლია აქვს სარეტოდ რომ იცოდეტ. ეგ არ ყოფნის?
18:46 / 28-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაგნოლია
ვეთანხმები ზურას, მაგრამ ერთი ეჭვი მიჩნდება, იქნებ ქმარი დედამთილის შვილი არ იყო და "დნმ" -ის ანალიზს იომიტომ თხოულობს? დარწმუნებულია არ დაემთხვევა, რა ვიცი ყველაფერს კადრულობს ხალხი
14:49 / 28-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაზი56 წლის
მეც 22 წლისას გრადამეცვალა მეუღლე მართლა არ მქონია ასეთი პრობლემა , მაგრამ მინდა დედაშვილური რჩევა მოგცე შვილის გულისთვის ყველაფერზე წადი.........არავის არაფერი შეარჩინო გათხოვება გამოთხოვება ბედის საკითხია და არავინ იცის ვის რა გველოდება,შენ კი შვილის ცინაშე იყავი ვალმოხდილი შვილო,უფალმა გაგძლიეროს.....
12:58 / 28-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS