27 სექტემბერი, 2013
დედამთილი ბავშვის ''დნმ'' -ის ანალიზის გაკეთებას მთხოვს
ვიფიქრე, რომ ცოტა ხანს დედასთან ვიქნებოდი, სანამ ტკივილი ოდნავ მაინც გამინელდებოდა მე და ჩემს მეუღლეს სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ სამი წლის წინ ანევრიზმით მოულოდნელად გარდაიცვალა. მეგონა, ამ ამბავს ვერ გადავიტანდი, მაგრამ ჩემი ერთადერთი შვილი, ხუთი წლის თორნიკე დამეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლაში.

ბავშვს რომ ვუყურებდი, სიცოცხლე მინდოდა და თვითმკვლელობაზე ფიქრს ვივიწყებდი. გეგას დაკრძალვის შემდეგ საცხოვრებლად ჩემს მშობლებთან გადავედი. იმ სახლში ყველაფერი მეუღლეს მახსენებდა.

ვიფიქრე, რომ ცოტა ხანს დედასთან ვიქნებოდი, სანამ ტკივილი ოდნავ მაინც გამინელდებოდა, შემდეგ კი ისევ დედამთილთან
დავბრუნდებოდი. ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვიყავი სტუმრად.

ბავშვი ბებიის სანახავად მივიყვანე, მაგრამ ყველა მისვლაზე ჩემი გათხოვილი მული შვილებით იქ მხვდებოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ დედის სანუგეშებლად ხშირად დადიოდა, მაგრამ მერე ერთმა ნათესავმა დამირეკა და მითხრა, რომ დედა-შვილი სახლში ჩემს შეშვებას აღარ აპირებდა.

ამ ზარიდან ერთ კვირაში დედამთილმა დამირეკა და მითხრა, რომ ბავშვი მის გარდაცვლილ შვილს არ ჰგავდა და თუ გენეტიკურ ანალიზს არ გავუკეთებდი, სახლში აღარ დავბრუნებულიყავი. იმის შემდეგ მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ.

ყველა მეუბნება, რომ ბავშვს ანალიზი გავუკეთო და დედამთილს თავისი არ გავატანინო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ანალიზის გაკეთებას არც საკუთარ თავს ვაკადრებ და არც გარდაცვლილი ქმრის სულს. ეს დედამთილმაც ძალიან კარგად იცის და არაჩვეულებრივი გზა მოძებნა ჩემ მოსაშორებლად.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
მაკო ჩურჩუტს!
ყველა შენნაირი 2 შაურიანი ბ--ზი არაა, რომ ქმრის კიკვდილის მერე პაემნების გეგმები აწყოს!მე მყავს უკვე 7 წელია ქმარი გარდაცვილი და ხვა კაცისკენ გახედვაც კი არ მინდა!!საიდან გამოხტებით ხოლმე ეს ცალტვინა გოგოები!!!გყვარებია ოდესმე??ასე ადვილი კი არაა პაემნებზე სირბილი!!დედამთილი რა ადამიანი არაა?ამ შემთხვევაში იდიოტია ეს დედამთილი, მაგრამ მე მყავს არაცვეულებრივი დედამთილი, რომელიც ყოველ დღე მეხვეწება გათხოვდიო, ქმარი აქ მოიყვანე და სვილიშვილებით ამავსეო!როგორც ცემს სვილს ისე მივირებო!ასე დატანჯულს რომ გხედავ გული მიკვდებაო!3 მული მყავს და სამივესტან იდეალური ურთიერთობა მაქვს!მე ვერასოდეს ვერ სევხედავ სხვა კაცს!ცემი ქმარი მე მელოდება და მოვა დრო და ისევ ერთად ვიქნებით!!ღმერთმა ყველას ასოროს ეს ტკივილი, მაგრამ ყველა ქალი ერთნაირი არაა და ყველა ქვრივი ყ..ზე გამწარებული არაა!სულით B--ზი არ უნდა იყო ადამიანი!ასეტ დროს პაემანზე კიარა სულიერად მკვდარია ადამიანი!ღმერთო ცემო!რა ტაობა მოდის!მარტო სექსი და საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრია მტავარი ხო??
23:13 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიანნა
ჩემი აზრით გენეტიკური ანალიზის გაკეთება სულაც არ არის მეუღლის სულის შეურაცხყოფა პირიქით ჯობს გააკეთოთ აი შემდეგ კი გადაახიეთ თავზე მაგ თქვენს დედამთილს და მოთხოვეთ მორალური ზიანის ანაზღაურება საერთოდ დატოვეთ ქუჩაში შვილი მოუკვდა და შვილიშვილზეც ეგრე რომ ამბობს ღირსი იქნება ნამდვილად
22:13 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
4მაკო4მაკო4
ქმარი აღარ გყავთ და დედამთილთან რატომ უნდა იცხოვროთ?ახალგაზრდა ხართ,პირად ცხოვრებას უნდა მიხედოთ.როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრობდეთ დედამთილთან და თან პაემანზე დარბოდეთ?მითუმეტეს რა საშინელი ქალი ყოფილა.კარგად იცის,რომ თავისი შვილიშილია,უბრალოდ თქვენს მოსაშორებლად ძალიან შეურაცხმყოფელი მიზეზი მოიგონა.ბავშვზე ამბობს უარს,გაუბედურებს რძალს ამხელა შეურაცხყოფას აყენებს,რაც თავისი გარდაცვლილი შვილის უარყოფა და შეურაცხყოფაა.ეგეთს საერთოდ გამარჯობა არ უნდა უთხრათ.ბავშვის წილი მოითხოვეთ ბინიდან,მიმართეთ სასამართლოს და თუ გახდება საჭირო მხოლოდ მაშინ გააკეთეთ ანალიზი.სხვა შემთხვევაში არ იკადროთ
18:32 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS