26 სექტემბერი, 2013
ქმრის საყვარელი ჩემი ძმისგან დაფეხმძიმდა
ჩემი ძმის სტუმრობის დღიდან ორი თვე გავიდა ორი წლის განმავლობაში ვიტანჯებოდი იმ ამბით, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა. გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო და მალე შეხვედრებიც დაიწყეს.

ბავშვი სამი წლის მყავდა. ვიფიქრე, რომ ამის გამო ოჯახის დანგრევა არ ღირდა და შოთა მალე მოეგებოდა გონს. თავიდან ჩემს ოჯახს ვუმალავდი, მაგრამ ერთ დღეს სახლში ძმა მესტუმრა და მითხრა, რომ ყველაფერი იცოდა.

თან დამამშვიდა, ნუ გეშინია, ეგ გოგო ერთი კვირაა მეგობრებში მეც დავიმატე და მალე ჩემს ანკესზე წამოეგებაო. მითხრა,
შენს ქმარს დავცინებ, როცა მისი საყვარლის და ჩემს მიმოწერას წავაკითხებო. იმ დღეს მართლა დავმშვიდდი.

ვიფიქრე, რომ მალე ამ კოშმარს ბოლო მოეღებოდა. მალე დამავიწყდა კიდეც, რადგან შოთა შინ გვიან აღარ ბრუნდებოდა. მართალია, ნერვები მოშლილი ჰქონდა, მაგრამ ბავშვს ეფერებოდა და აღარ მაგინებდა.

ჩემი ძმის სტუმრობის დღიდან ორი თვე გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმეჯერ კიდევ შევხვდი, მაგრამ იმ თემაზე ხმა არ ამოგვიღია.

სამი დღის წინ დედაჩემმა ტირილით დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს ძმას ჩემი ქმრის საყვარლის ცოლად მოყვანა უნდა, იმიტომ რომ ის გოგო ბავშვს ელოდება.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ლიალია
გოგო თვალი გაახილე , ეგ ბავშვი შენი ქმრის იქნება. შენ საცოდავ ძმას რა უხარია ნეტა? ვერ მოუგრიხა ორივეს კისერი ერთმა ნ....რმა
18:49 / 21-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაიიი
ბავშვს ეფერებოდა და აღარ მაგინებდა. ... :D :D ვაიიი... ცოტა რეალური მაინც მოიგონონ რამე
11:41 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ვაი ვაი უი რამდენი ვიცინე კომენტარებზედ სად პოულობენ ესეთ სიდებილეებს ;D
00:21 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
საქართველო
პორკე !!!!!!!!!!!!!!
23:19 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰუჰ
ვისგან ელოდება ბავშვს, შენი ძმისგან თუ ქმრისგან?
16:01 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS