08 მაისი, 2013
დედამთილს ჩხუბის დროს ნაწნავები მოვაჭერი
როგორც კი ჩემს ქმარს სახლიდან გაისტუმრებდა, ქუჩის ქალს და თბილისელ მაიმუნს მეძახდა. სოფლელებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ვინც გამოცდილია დამეთანხმება, როგორი ძნელია, როდესაც ქალაქში დაბადებული და გაზრდილი გოგონა ღრმა სოფელში გათხოვდები და ყოველ დილას ძროხის ბღავილი გაღვიძებს.

მე და ნუკრიმ ერთმანეთი უნივერსიტეტში სწავლისას გავიცანით და როგორც კი დავამთავრეთ, მომიტაცა. თავიდან დარჩენა არ მინდოდა, მაგრამ ორი კვირა გადამმალა და სიმართლე რომ გითხრათ, ამასობაში შემიყვარდა კიდეც.

სოფელში ცუდი სახლი არ ჰქონიათ, თან დამპირდა, რომ რამდენიმე თვეში თბილისში
გადმოვიდოდით. არ ვიცი, როგორ დავუჯერე, დედისერთას ვინ გამოუშვებდა ქალაქში საცხოვრებლად.

დედამთილი თავიდან კარგად შემხვდა, რამდენიმე თვე თავზე მევლებოდა, მაგრამ მერე აურია. არ მოსწონდა, დილას ადრე რომ არ ვდგებოდი და საქონელს მასთან ერთად არ ვუვლიდი. ნელ-ნელა, როგორც კი ჩემს ქმარს სახლიდან გაისტუმრებდა, ქუჩის ქალს და თბილისელ მაიმუნს მეძახდა.

ერთხელაც ყელში ამომივიდა და ჩხუბის დროს, ავიღე მაკრატელი და საამაყო ნაწნავები ძირში მოვაჭერი, მერე ბარგი ჩავალაგე და ჩემს მშობლებს დავურეკე. სიხარულით გამოფრინდნენ, ოღონდ იმ ოჯახიდან წამოვსულიყავი და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყვნენ.

ჩემი მშობლები მოვიდნენ და ამასობაში ქმარიც დაბრუნდა სამსახურიდან. მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, იმ საგიჟეთიდან მაინც წამოვედი და სულაც არ ვნანობ. რაც შეეხება დედამთილს, ბედნიერი ვარ, რომ თავისი საამაყო ნაწნავების გარეშე დავტოვე.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
მეგიკო
ამიტომ გადით ცალკე იცხოვრეთ თქვენი შრომით ნუ შეყურებთ ხელებში დედამთილ მამამთილს და პრობლემები არ გექნებათ.ვინს ცალკე ცხოვრობს უფრო ნაკლებად აქვთ დედამთილთან პრობლემები.ნორმალური ქალი მომავალი დედამთილი გრცხვენოდეს ამას როგორ წერნაწნავები დავაჭერიო რამოდენიმე თვე ხომ კარგი იყო ესეიგი სჰენ არ ვარგებულხარ რახან ესე გაამწარე არ მოგწონს რაგას ჩერდები და მეუღლესას უნგრევ ცხოვრებას გრცხვენოდეს ღირსი ხარ უარესი გაგიკეთოს შენმა რძალმა.ამინ.
12:20 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დათიკო48
სიდედრებზე რატომ არაფერს წერთ?აი,ფული თუ ვიშოვე,გამოვუშვებ სიგარეტს"სიდედრი",გარედან ექნება დახატული სათვალეებიანი კობრა,ხოლო გვერდიდან წარწერა:-ნიკოტინი და სიდედრი მავნებელია ორგანიზმისთვის.{სამედიცინო დასკვნა}!!!
08:04 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სარა
ვაიმე დედამთილი ჩემიც მეზიზღება და სხვისიც, წუპაკები, ნაწნავები კი არა ენა უნდა მოგეჭრა ძირში. კუკუნა მგელმა წაგიკუკუნა კაი? წუპაკო!
04:35 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასო
მე მქონდა ეგ ბედნიერება წლების წინ. 16 წლის ბავშვი,წიგნის მეტი რომ არაფერი ვიცოდი, მომიტაცეს,სადღაც ჯუნგლებში გადამმალეს და მერე,დრო რომ გავიდა, მახინჯი მული და ძროხასავით გასიებული დედამთილი, იმას მაყვედრიდნენ, ძროხის მოწველა, თოხნა და ბარვა რომ არ შემეძლო. შენი წიგნები, ტუალეტში დაგვიკიდე აგერო, მამამთილი მეუბნებოდა. კიდევ კარგი, გამოვასწარი,თორემ ახლა,მკვდარი ვიქნებოდი. ქმარიც გადასარევი მყავს, შვილებიც და სამსახურიც,ახლა. მაგ თხებს,თავი როგორ უნდა მოაკვლევინო. ვაიმე, როგორ მეზიზღებიან @
01:07 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
დედამთილი კი არა, სოფლელი მულებიც არ არიან ნაკლებები,თბილისელებს თავიაანთი სოფლელობით ამეტებენ თავს,კაი ქალობას ძროხის წველით აფასებენ,ინტელექტი მათთვის უცხოა...ვინც რა უნდა ის თქვას,მაგრამ ასეა...
19:02 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუშკა
ზაანც კაი გიქნია! მასე მოუხდება მაგ ვეძმას! მოეყვანა სოფლელი, რას გიტაცებდნენ! სოფლელებს ტუ გაუვიდატ ბოლომდე გიხმარენ , ისე გამუსავებენ და არც დაგიფასებენ! ზოგი ისეტია! მოიყვანოს აწი სოფლელი და იმას ახვნევინოს და აბარინოს!
18:57 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიშკა
ხოდა ეგეთი დედამთილი არ აგცდეს კუკუნა :D ძაან კაი უქნია :D
18:51 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კუკუნა
იმ დედამთილის ადგილას შენ სხვაგან დაგაგლეჯდი ნაწნავებს...
17:39 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS