მე და ნუკრიმ ერთმანეთი უნივერსიტეტში სწავლისას გავიცანით და როგორც კი დავამთავრეთ, მომიტაცა. თავიდან დარჩენა არ მინდოდა, მაგრამ ორი კვირა გადამმალა და სიმართლე რომ გითხრათ, ამასობაში შემიყვარდა კიდეც.
სოფელში ცუდი სახლი არ ჰქონიათ, თან დამპირდა, რომ რამდენიმე თვეში თბილისში
დედამთილი თავიდან კარგად შემხვდა, რამდენიმე თვე თავზე მევლებოდა, მაგრამ მერე აურია. არ მოსწონდა, დილას ადრე რომ არ ვდგებოდი და საქონელს მასთან ერთად არ ვუვლიდი. ნელ-ნელა, როგორც კი ჩემს ქმარს სახლიდან გაისტუმრებდა, ქუჩის ქალს და თბილისელ მაიმუნს მეძახდა.
ერთხელაც ყელში ამომივიდა და ჩხუბის დროს, ავიღე მაკრატელი და საამაყო ნაწნავები ძირში მოვაჭერი, მერე ბარგი ჩავალაგე და ჩემს მშობლებს დავურეკე. სიხარულით გამოფრინდნენ, ოღონდ იმ ოჯახიდან წამოვსულიყავი და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყვნენ.
ჩემი მშობლები მოვიდნენ და ამასობაში ქმარიც დაბრუნდა სამსახურიდან. მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, იმ საგიჟეთიდან მაინც წამოვედი და სულაც არ ვნანობ. რაც შეეხება დედამთილს, ბედნიერი ვარ, რომ თავისი საამაყო ნაწნავების გარეშე დავტოვე.
ჟურნალი ''რეიტინგი''