08 მაისი, 2013
დედამთილს ჩხუბის დროს ნაწნავები მოვაჭერი
როგორც კი ჩემს ქმარს სახლიდან გაისტუმრებდა, ქუჩის ქალს და თბილისელ მაიმუნს მეძახდა. სოფლელებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ვინც გამოცდილია დამეთანხმება, როგორი ძნელია, როდესაც ქალაქში დაბადებული და გაზრდილი გოგონა ღრმა სოფელში გათხოვდები და ყოველ დილას ძროხის ბღავილი გაღვიძებს.

მე და ნუკრიმ ერთმანეთი უნივერსიტეტში სწავლისას გავიცანით და როგორც კი დავამთავრეთ, მომიტაცა. თავიდან დარჩენა არ მინდოდა, მაგრამ ორი კვირა გადამმალა და სიმართლე რომ გითხრათ, ამასობაში შემიყვარდა კიდეც.

სოფელში ცუდი სახლი არ ჰქონიათ, თან დამპირდა, რომ რამდენიმე თვეში თბილისში
გადმოვიდოდით. არ ვიცი, როგორ დავუჯერე, დედისერთას ვინ გამოუშვებდა ქალაქში საცხოვრებლად.

დედამთილი თავიდან კარგად შემხვდა, რამდენიმე თვე თავზე მევლებოდა, მაგრამ მერე აურია. არ მოსწონდა, დილას ადრე რომ არ ვდგებოდი და საქონელს მასთან ერთად არ ვუვლიდი. ნელ-ნელა, როგორც კი ჩემს ქმარს სახლიდან გაისტუმრებდა, ქუჩის ქალს და თბილისელ მაიმუნს მეძახდა.

ერთხელაც ყელში ამომივიდა და ჩხუბის დროს, ავიღე მაკრატელი და საამაყო ნაწნავები ძირში მოვაჭერი, მერე ბარგი ჩავალაგე და ჩემს მშობლებს დავურეკე. სიხარულით გამოფრინდნენ, ოღონდ იმ ოჯახიდან წამოვსულიყავი და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყვნენ.

ჩემი მშობლები მოვიდნენ და ამასობაში ქმარიც დაბრუნდა სამსახურიდან. მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, იმ საგიჟეთიდან მაინც წამოვედი და სულაც არ ვნანობ. რაც შეეხება დედამთილს, ბედნიერი ვარ, რომ თავისი საამაყო ნაწნავების გარეშე დავტოვე.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ნინა
ბაბუ მაგრად გამაცინე...რა კოშმარ ამბებს იგონებთ მართლაა?რამე რეალურთან ახლოს დაჯღაბნეთ რომ დაიჯეროს ვინმემ...თუმცა როგორც კომენტარებიდან ვატყობ ამასაც ადვილად იჯერებენ :)))
15:22 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაბუ
vkitxulob am statiebs da gamkvirvebia ra usazgvroa adamianis pantazia ramdeni ramis mopiqreba sheidzleba ise unda gadaumowmo es statiebi avtorebs da yvela mogonil istoriaze tito panchuri atako mogatexaven pexs:D
04:12 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მწარე
ქალაქელი ვარ მაგრამ ძროხის წველაც ვიცი და ცომის ზელვაც.კარაქის დგვებაზ და ყველის ამოყვანაც.ქარაქის გადნობა და ერბოდ ჩამოსხმა.ტონეში შოტების ჩაკვრა ვერ გავბედე მხოლოდ.ისე ამ გოგოებს სოპლელი დაკუნტული პატიოსანი და ლაგი ბიჭები რომ მოგწონტ და მათი მშობლების ნაწვალებ სახლებს და დოვლატს რომ ეხარბებით ტქვენი ქალაქელობით მონებად გინდატთ რომ აქციოთ?ვინც კი რდლის მხარეს იცავს ასეტი რძლები არ აგცდეთ.ერტი კი ნარა ატი დაგიჯდეტ ტქვენს სიწრიტ ნაამაგარზე.
08:30 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
სრული სისულელეა ეს ყველაფერი ვეთანხმები მამიას , საქმე შემოლეულების საიტია...ამ სტატიის დამწერი ტავადაა ღრმა სოფლელი...
21:40 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
ცოტა საინტერესო ისტორიები მაინც შეთხზეთ ეს რა უბედურებაა:))
19:42 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS