22 სექტემბერი, 2013
''ქალი , რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, ჩემ გამო მოკვდა''
მკვლელობის მცდელობისთვის იმავე დღეს დამაპატიმრეს ფაქტია, რომ ხშირად ქალები მამაკაცების ცხოვრებას ცვლიან. ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაშიც ასე მოხდა.

სტეფანე, 36 წლის:

- ქალს, რომელსაც მთელი მისი ცხოვრება ვეთაყვანებოდი, ეკა ერქვა. ბავშვობა ერთად გავატარეთ. ეკა თავიდანვე არაორდინარული ხასიათით გამოირჩეოდა. სკოლაში მიტინგს აწყობდა, პიონერის ყელსახვევის ტარებას აპროტესტებდა, მძიმე როკს უსმენდა და დახეული ჯინსით დადიოდა. ახლა ეს აღარავის უკვირს, მაგრამ მაშინ, როცა სკოლის მოსწავლეები ვიყავით, ზემოთ ხსენებული გატაცებები დისიდენტობის ტოლფასი იყო. ორჯერ მისი სკოლიდან გარიცხვაც დააპირეს, მაგრამ სკოლის დირექტორი
ეკას მშობლებს დიდ პატივს სცემდა. მამა მეცნიერი იყო, დედა - ექიმი და მათი წყალობით ეკას ბევრი რამე ეპატიებოდა. მახსოვს, 12 წლისები ვიყავით, როცა მითხრა, რომ მამამისს სამუშაოდ კუბაში აგზავნიდნენ და ოჯახიც თან უნდა წაეყვანა. სახლში გვიან ღამით მომადგა იმის სათქმელად, რომ მიემგზავრებოდა. Mმერე დიდხანს ვფიქრობდი, მე რატომ დამემშვიდობა, იქნებ ხვდებოდა, რომ მიყვარდა. ეკას წასვლის შემდეგ ჩემ გარშემო სხვა გოგონებიც შევამჩნიე, მაგრამ ვისზეც ფიქრს დავიწყებდი, ეკასთან შედარებით, პრანჭია, დაკომპლექსებული თოჯინები იყვნენ, ქათინაურებზე წითლდებოდნენ, საკუთარი აზრის გამოთქმის დროს ენა ებმოდათ. ეკა თბილისში რომ დაბრუნდა, უკვე ჩვიდმეტი წლის იყო.
- ისევ გიყვარდათ?
- მანამდე რომ არ მყვარებოდა, ახლად ჩამოსული მაინც შემიყვარდებოდა. გარეგნულად შეცვლილიყო. მაღალი, სავსე მკერდი, გრძელი თმა და მსხვილი ბროწეულისფერი ტუჩები ჰქონდა. რამდენიმე ენაზე ლაპარაკობდა, ლათინო-ამერიკელივით ცეკვავდა, მთელი სხეულით, ყველა ნაკვთით შეიგრძნობდა მუსიკას. უნივერსიტეტში შეიტანა საბუთები და პირველივე წელს ჩაირიცხა, თუმცა ლექციებზე თითქმის არ დადიოდა. უცნაური მეგობრები გაიჩინა. ჩემთან ურთიერთობისთვის ვეღარ იცლიდა. მისი დაკარგვა აღარ შემეძლო და გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა. დაფიქრდა, გაიღიმა და მითხრა - ფეხმძიმედ ვარ, მომიყვან ცოლად? - არ ვიცი, რას უპასუხებდა ჩემს ადგილას სხვა მამაკაცი, მაგრამ დაუფიქრებლად დავთანხმდი. ეკასთვის არასოდეს მიკითხვას, ვისთან ჰქონდა პირველი ღამე, რადგან ვიცოდი, სიმართლეს არ მეტყოდა. ბავშვი გააჩინა, რომელიც საკუთარი შვილივით მივიღე, ეკაც ერთხანს ბედნიერი იყო, მაგრამ მისი მსგავსი ქალებისთვის ოჯახური იდილია ზედმეტი ტვირთია. როცა შევამჩნიე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეეძლო, სამსახურში გასვლის ნება მივეცი, უფრო სწორად, სხვა გზა არ მქონდა. ერთხელ თანამშრომლების ბანკეტზე გავყევი, ცოტა დავლიეთ და ეკამ ცეკვა დაიწყო. სუფრასთან ვიჯექი და იქიდან ვტკბებოდი მისი ყურებით. როგორც ჩანს, მისი უნაკლო სხეული და გრაციოზულობა სხვებმაც შეამჩნიეს. ერთი მამაკაცი განსაკუთრებით აქტიურობდა. ნასვამი ვიყავი და მომეჩვენა, რომ ზედმეტი მოუვიდა. უხეშად ვუთხარი და არც იმან დამითმო. დანას წამოვავლე ხელი და ორჯერ დავარტყი. კიდევ კარგი, არ გარდაიცვალა, მაგრამ მკვლელობის მცდელობისთვის იმავე დღეს დამაპატიმრეს.
- ეკაც ოჯახური იდილიისგან გათავისუფლდა, არა?
- ციხეში არაფერი მაინტერესებდა, არც შიმშილი არც გაუსაძლისი პირობები, მხოლოდ ეკა იყო ჩემი სადარდებელი. მაგიჟებდა იმის წარმოდგენა, რომ არ დამელოდებოდა. როცა პაემანზე მოდიოდა, ათას სისულელეს მიყვებოდა, მართობდა, მაცინებდა, მამხნევებდა. მარწმუნებდა, შენ იქით ვერავის ვხედავ. ქალაქი ჩემთვის გაზის კამერაა, სადაც სუნთქვა მიჭირსო. ყოველთვის დამაჯერებლად იტყუებოდა, ამას მაშინ ვხვდებოდი, როცა საკანში დამაბრუნებდნენ, მაგრამ მისი დანახვისთანავე ყველაფერი მავიწყდებოდა. ამ ქალის წინაშე უძლური ვიყავი. საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. ხუთწლიანი პატიმრობისა და მამაჩემის დიდი მცდელობის შემდეგ ციხიდან გამოვედი. ეკასთვის არაფერი მითქვამს, მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა, მაგრამ ''სიურპრიზი'' თავად დამახვედრა. ჩვენი ბინის წინ სადარბაზოში ველოდებოდი, ღამის ორი საათი იქნებოდა, როცა მანქანით ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა მოიყვანა. ეკამ კარი გააღო, რომ გადმოსულიყო, სალონი განათდა, უნებურად ჩემი ცოლის თვალები დავინახე. ის სიყვარულით იყო სავსე. ასე ეკა მე მხოლოდ მაშინ მიყურებდა, როცა თორმეტი წლისები ვიყავით და კუბაში წასვლის წინ მემშვიდობებოდა.
- საკუთრი ცოლი ასეთ მომენტში სასიამოვნო დასანახი არ იქნებოდა.
- არ ვიცი, როგორ მოვახერხე თავშეკავება. ციხეში დაბრუნების არD შემშინებია.E ეკას დაკარგვა არ მინდოდა. როცა ცოლს დაველაპარაკე, მითხრა, რომ პატიმარს გულს ვერ მატკენდა, ახლა კი უნდა დავცილებულიყავით. - ისევ გაპატიებ, - ვუთხარი სასოწარკვეთილმა, - გაპატიებ, ოღონდ ჩემთან დარჩი. ეკას დარჩენა აღარ უნდოდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ვერანაირი ხვეწნა-მუდარა ამ გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა. მაშინ ძალით დაგტოვებ, მკლავში ვტაცე ხელი და ჩემკენ მოვიზიდე. ხელი მკრა და გაიქცა, წამოვეწიე, დავიჭირე და ისევ ჩემკენ მოვიზიდე, მან ისევ მოახერხა დასხლტომა, გვერდზე გაიწია და კედელს მიაწყდა, სადაც რკინის შანდალი ეკიდა და მის კიდეს მიეხეთქა თავით. მისი სიკვდილი მე დამაბრალეს და ჩემი თავისუფლების რამდენიმე საათიც ამით დამთავრდა. იმაზე საუბარი ალბათ არც ღირს, რამდენი იწვალეს ჩემმა ახლობლებმა, რამდენჯერ მოხდა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის გადახედვა, განაჩენი გასაჩივრდა და საბოლოოდ დადგინდა, რომ ეკა არ მომიკლავს. როცა საკანში ზედამხედველი შემოვიდა და შემატყობინა, რომ თავისუფალი ვიყავი, შემეშინდა. კარგი იყო ციხეში ყოფნა, როცა ეკაზე ეჭვიანობა არ მაგიჟებდა, მის გარეშე თავისუფლება კი სასჯელია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოვიხდი. ქალი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, ჩემ გამო მოკვდა.

ხათუნა მაღრაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
თაკო
მანიაკი ხარ ვიღაცა, არ უყვარდი ადამიანს დაგცინოდა შეეშვი რა, რას ამოადინე ყელში ცხოვრება, ეს გინდოდა მაინც და ამიცნ, ერთ ადგილს თუ არ დააყენებ ასე დაგემართება ყოველთVი
13:48 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონას!
ეტყობა სენ ნატელმხილველი ხარ, ყვეკაფერი გცოდნია და ეგ არის, ბარმღა აჩივარიც შეიტანე და როგორც მკვლეი დააჭერინე ვერ ვიტან რა ამ პროფესორესბ, ყვეკაფერუი უკეტ რმ იციან სხვაზე და ტავხედობაც ყოფნიტ დამაჯერებლად ილაპარაკონ რომ ეს ასე ად აარა ისე როგორც ტავად კაცი ამბობს! წადი ქალო კუხნაში, სერიალები გააგრზელე, გავლენა გეტყობა
15:56 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან ადვილია სხვას ლექცია წაუკითხოს ადამიანმა, მაგრამ რაც აქ კომენტარები წავიკითხე თითქმის დადებითი იყო. თავს ნუ იდანაშაულებ, ახალგაზრდა ხარ და ცხოვრება კიდევ წინ გაქვს.ძალიან რომ გყვარებია იმაში გეტყობა რომ თავმოყვარეობა დაგაკარგვინა, თორემ მაგისთანა დედაკაცი რად გინდოდა.მაგის გულისთვის ღირდა ციხეში ჯდომა/? შენ გამოკეტილი და ის გულაობდა და თან ეცოდებოდი თურმე.
16:40 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეჰ
მკვლელი , ყაჩაღი და ქურდი არავის უყვარს, ვფიქრობ თვითონ მკვლელებიც საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩებიან ზოგს თავიც სძულს. მაგრამ, მკვლელობასაც გააჩნია, კი მართალია უფლის ნაჩუქარი სიცოცხლის წართმევის უფლება არავის აქვს მაგრამ, მოხდა აფექტზე, ნეტა ჩემს ახლობელსაც მოეკლა თავის ცოლი და გული არ გაეხეთQA.
01:47 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
ეს არის ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე წმინდაწყლის ბოდვა ყოფილი პატიმრისაააა.............ჯერ ერთი 36 ის ხარ და მეც მაგდენის ვარ ზუსტად მახსოვს სოც და პოლიტიკურ პრობლემებში გახვეული საქართველო...მერე ისიც ვიცი ფეხმძიმე ქალი მითუმეტეს კუბიდან დაბრუნებული(თან პროფესორი მამის და ექიმი დედის პატრონი)იმ დროს შენ რომელდროზეც სავარაუდოდ საუბრობ ასე ვთქვათ "ქუხდა"-----რატომ შეირთე ცოლად ასეთი ქალი???რომელ სიყვარულზე ლაპარაკობ არანორმალურად ეჭვიანო???თუ გავის მოქანქარე ქალი გყავს სუფრასთან და იმის ტინგიცი შენს თავმოყვარეობაზე მოქმედებს სხვას კი არ უნდა გაუყარო დანა!!!იმ კურტუმზე უნდა გემუშავა.....ისე კი ერთს გეტყვი.აღიარე მოგულავე ცოლი მყავდა ვერ ავიტანე და მოვკალიოოოო.რას ბოდავ აქ და ართობ საზოგადოებას?????????
12:59 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნმმმმ
თავს ნუ იდანაშაულებ!!!! პირიქით, შენ რამდენჯერმე შეეცადე მისთვის ბედნიერი სიყვარული და ოჯახი შეგეთავაზებინა, მაგრამ გზას აცდენილი და დამახინჯებული მსოფლმხეველობის ადამიანი ყოფილა, რომლისთვისაც სიყვარული ძნელი შესაგნებელია; ასე იმიტომ დასრულდა მისი ცხვორება რომ მეტი სისაძაგლე არ ჩაედინა. ძალა მოიკრიბე ,სასოწარკევთლებას არ მიეცე! მონასტერში წადი ცოტა ხნით; აუცლებლად შეგახვედრებს ღმერთი ადამინას რომლისთვისაც სიყვარულია უპირველესი!
11:43 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეჰ
ცხოვრება გააგრძელე, ამოიგდე გულიდან და გონებიდან. მისი სიკვდილით უფალმა სიცოცხლე გაჩუქა და ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მოგცა. ჩემი უახლოესი ადამიანი ცოლმა შეიწირა ახალგაზრდა კაცი, ვინმეს ეგებ ტყუილი ეგონოს ქმარი კუბოში ეწვინა ამ დროს მობილურზე მტ-ლმა დაურეკა, საყვარელს ვერ ვუწოდებ, თვითონ გასული იყო და , რომ არ გაჩერდა რეკვა, მობილურის ღილაკს დავაჭირე ხელი და ნეტა არ გამეგო ყურო ნუ გაიგონებ ისე იგინებოდა რატომ არ მპასუხობ ტელეფონზეო, არ იფიქროთ ეს ამბავი ვინმე პატარა გოგოს ეხება ან სადმე ელიტურ უბანში ხდება ეს სოფლის არაქალი სადაცაა 50- მიუკაკუნებს.
00:29 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილუ
შენი ბრალი იყო როცა იგი ცოლად მოიყვანე და იცოდი რო არ უყვარდი,მიუხედავად მისი ღალატისა მაინც მზად იყავი გეპატიებინა ოღონდ შენთან ყოფილიყო. ადამიანს თავმოყვარეობა უნდა ქონდეს როცა არ უყვარხარ დაანებო უნდა თავი რაც არ უნდა გიყვარდეს რათ გინდა მთელი ცხოვრება იცხოვრო ადამიანთტან ვისაც არ უყვარხარ. ის ყოველთვის გაიხედავ გვერდზე, ფიქრებში მაინც გიღალატებს და ორივე საბოოლოოდ უბედურები იქნებით.
20:01 / 22-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეკა მისი ვნეილაბების გამო მოკვდა.უკვე ტავასჰვებული ქალი ყოფილა.ტავს მიხედე.
15:02 / 22-09-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსიკო
ჩემო კარგო შენს გამო ეკა არ მომკვდარა კარგად გამიგე მეც მიღალატეს და ის ანუ ჩემი ქმარი კიდეც რო მოკვდეს ერთი წუთითაც არ ვიდარდებ მე და ჩემს ქმარს სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი და ასე დაამთავრა მან საკუთარ თავს უღალატა თავის პრინციპებს და ასეთი ადამიანი რომელსაც ნამუსი, პრინციპი,და მეგობრობა არ შეუძლია ის ადამიანი არ უნდა გენანებოდეს და მითუმეტეს საკუთარი თავი არ უნდა დაადანაშაულო უბრალოდ ბავშობიდან იცნობდი და ბავშვურად გიყვარდა ბოლომდე,შეილება ძალიან მკაცრი ვარ მაგრამ ეს აფსოლუტური ჭეშმარიტებაა რომ არ უნდა იყო მოღალატე და განსაკუთრებით იმისი ვისაც უყვარხარ და შენი ერთგულია მე ასე მესმის ადამიანობა ჩემო სტებანე.
14:13 / 22-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS