16 ივნისი, 2016
''სექსზე დამოკიდებულებამ ცხოვრება დამინგრია, ბევრი პარტნიორი მყავდა და ყველას ვატყუებდი'' - დაოჯახებული ქალის აღსარება
არ მიყვარს, როცა თავს სექსზე დამოკიდებულ ადამიანს ვუწოდებ. ხალხს ამაზე საკმაოდ ცუდი რეაქცია აქვს.

სექსისკენ ყოველთვის სხვაგვარად მიდრეკილი ვიყავი და ეს ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან იყო პრობლემა. დასაწყისში, თავს სექსზე დამოკიდებულად, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევდი, რამაც ჩემი ცხოვრება კატასტროფად აქცია. ჩემი მთავარი პრობლემა ღალატი იყო.

ყოველთვის 3-4 ურთიერთობაში ერთდროულად ვიყავი. ბევრი პარტნიორი მყავდა და ყველას ვატყუებდი.

საქმე სექსში არ იყო. სექსი მომწონდა, მაგრამ კონტროლი და ძალაუფლება უფრო მსიამოვნებდა.

მომავალში, უკვე დაქორწინებულს, ურთიერთობა მქონდა 3
კოლეგასთან, რომელთაგან ორს სიყვარულში გამოვუტყდი. თქვენ ეს ყველაფერი საშინლად მოგეჩვენებათ ან უბრალო გართობად, მაგრამ ჩემთვის ეს მთელი დღით აღფრთოვანებას ნიშნავდა. სექსი ყოველდღე რამდენიმე ადამიანთან მქონდა.

პრობლემაც აქედან დაიწყო. ამ ყველაფრის შესაჩერებლად ბევრი შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი. სწორედ ეს არის ის, რაც ჩემს დამოკიდებულებას ამტკიცებს - ვაგრძელებდი კვლავ და კვლავ, მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი, ჩემი ცხოვრება ინგრეოდა. ნარკომანს ან სასმელზე დამოკიდებულს დავემსგავსე, სექსი დოფამინს მაძლევდა. ამის შემდეგ სინდისი მქენჯნიდა, მრცხვენოდა და დეპრესიაში ვვარდებოდი, ერთადერთი რაც ამ შეგრძნებებისგან მათავისუფლებდა - სექსი იყო.

აღარაფერი მაინტერესებდა, არც ის, რომ რამდენიმე ქორწინება დამენგრა, არაერთი სამსახურიდან დამითხოვეს, მე კი სულ უფრო ღრმად ვეფლობოდი ამ ჭაობში.

იცით რა დამეხმარა?

ჩემნაირ ადამიანებს, სექსზე დამოკიდებულებს გვერდიდან შევხედე და მაშინ მივხვდი, რომ დახმარება მჭირდებოდა. ყველაფერი ამაზრზენი და გულისამრევად მომეჩვენა. მივხვდი, რომ იმას ვაკეთებდი, რის კეთებაც სინამდვილეში არ მინდოდა, მზად არ ვიყავი თვალი გამესწორებინა და ამან შემცვალა. თავი ხელში ავიყვანე.

მას შემდეგ 7 წელი გავიდა. ქორწინებაში ბედნიერი ვარ. სექსზე დამოკიდებულება კვლავ რჩება ჩემს პრობლემად, რომელსაც ვებრძვი. მაგრამ ქმარს არ ვღალატობ, უბრალოდ ვცდილობ ჩემი ენერგია და თავშეუკავებლობა, რაიმე უფრო სასარგებლოზე გადავრთო.

ლეა ხიმშიაშვილი

წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
Lea ximshiashvili tqven jurnalisti xart tu tavade eg qali
Orive semtxvevasii didad ar gaumartla arc tqvens mkitxvels dda arc tqvens partn8rs jahaha
02:15 / 17-02-2018
გამოხმაურება / 0 /
555
ბოზობა ქვია მაგას ქალბატონო.
08:12 / 27-01-2017
გამოხმაურება / 0 /
))
კომენტარებს ვკოთხულპბდი და "Gაბოროტებული საზოგადოება" . .ბნელა საქართველოში. Mე ის Aრ მესმის ერტი Pსრტნიორი როგორ არ Uნდა მოგბეზრდეს მტელი ცხოვრება ))))
16:52 / 20-11-2016
გამოხმაურება / 0 /
მაშო ბებო
კაცი ფსიქიატრთან მივიდა _ ჩემს შვილს კლეპტომანია სჭირს, თავისდაუნებურად იპარავს ნივთებს, და იქნებ დაეხმაროთო. ძირითადად რას იპარავსო? მხოლოდ ძვირდღირებულ ავტომანქანებსო. აბა, თქვენი შვილი მილიციას ჩააბარეთ და თქვენ მობრძანდით ჩემთან სამკურნალოდო. სამკურნალო სექსზე დამოკიდებული კი არ არის (ის, რბილად რომ ვთქვათ, მეძავია), სამკურნალო ის არის, ვისაც ეს ავადმყოფობა ჰგონია.
13:42 / 02-11-2016
გამოხმაურება / 0 /
nika
მიხვალ ბიძია ექიმთან გამოგიწერს წამალს და დალიე მაგის წამალიც არსებობს უკვე. 21ე საუკუნეში ვართ. ტყუილებს ნუ წერთ ძალიან გთხოვთ რა.
00:13 / 02-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS