13 სექტემბერი, 2013
დედამთილი სხვა ეროვნების გამო სახლიდან მაგდებს
თენგომ ყველაფერი იცის, მამშვიდებს, რომ დედამისს თბილი გული აქვს სამი თვეა, რაც თენგოს ცოლი ვარ, მაგრამ სანამ გავყვებოდი, ოთხი წელი შეყვარებულები ვიყავით. უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით და მომავალმა სადედამთილომ ძალიან კარგად იცოდა ჩემი ეროვნება.

ქურთი ვარ და ამის არც მრცხვენია და არც არასოდეს შემრცხვება. ჩვენი ტრადიცები განსხვავებულია და არც ჩემი მშობლები გაგიჟებულან სიხარულით, რომ ქართველს მივყვებოდი, მაგრამ სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული და ამ ქვეყნად სხვა არაფერი მაინტერესებდა.

დღეს ვხვდები, რომ თენგოს დედა ფიქრობდა, ჩვენი სიყვარული წლებს ვერ გაუძლებდა.
ალბათ ამიტომ იყო ჩუმად, თორემ ჩემ რძლობას როგორ დაუშვებდა.

ერთ დღეს თენგოსთან მორიგი სტუმრობის დროს თავისთან დამტოვა. შეიძლება ითქვას, რომ ძალით, რადგან კარები დაკეტა და თვითმკვლელობით მემუქრებოდა. ორ დღეში რაიონში სტუმრად მყოფი დედამთილი რომ ჩამოვიდა, ამ სიახლემ თავზარი დასცა.

როგორც კი მარტო ვრჩებით, მეუბნება, რომ სახლიდან წავიდე, თორემ ერთ დღესაც ძალით გამაგდებს. ჯერ არც ერთი ნათესავი არ გამიცნია, რადგან რძლად არ მაღიარებს და მეუბნება, რომ ჩემი რცხვენია.

თენგომ ყველაფერი იცის, მამშვიდებს, რომ დედამისს თბილი გული აქვს და გაბრაზება მალე გადაუვლის. არადა, უკვე სამი თვე გავიდა და ჯოჯოხეთი გრძელდება. ჩემი მშობლები მეუბნებიან, რომ შინ დავბრუნდე, მაგრამ ქმრის სიყვარულს ვერ გადავაბიჯე.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ვიკა-დადუნას
მაგარი ცოდო ხარ რა!მე თუ ვარ რუსი და ქართველი შვილი მყავს რა დედად არ ვარგივარ თუ ცოლად?დედაშენია და მამაშენი შესარცხვენი ასეთი იდიოტი რომ გაგზარდეს!
16:50 / 24-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
იდა ძვირფასო აისორები მართმადიდებელი ქრისტიანები არიან და რატო მოკვეთეს გოგო ოჯახიდან ვერ გავიგე მე პირადად ნათლული მყავს აისორი რომელსაც დედა ქართველი ყავს და მამა აისორი
14:19 / 13-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მდაა
Daduna xar tu vigac reebs bodav tviton tu xar azrze:) nervebs agishlian es dauni xalxi ra :):):):):):)
11:12 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
დადუნას – ილია ჭავჭავაძის დედა რომ არაქართველი იყო, ამან ილიას ჭეშმარიტ მამულიშვილობას რა დააკლო, ხომ არ განგვიმარტავ?
16:03 / 14-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუნა
ლიკალკას–როგორ გეტყობა რომ აქ ხარ დაბადებული,ერთი სიტყვაც ვერ დაწერე სწორად. მე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ბავშვის დედა რა ეროვნებაცაა,იმ ეროვნების გაიზრდება შვილიც.რა უბედურება მოუტანა ქვეყანას გვარშეცვლილი და ნახევრად ქართველებით დაკომპლექტებულმა ნაცმოძმა ყველასთვის ცნობილია. ქართველს შჭეშმარიტ ქართველად და მამულიშვილად მხოლოდ ქართველი დედა აღზრდის.მე პირადად მიკვირს იმ დედამთილის ამბავი–თავიდანვე არ უნდა შეეშვა სახლში და თუ შეუშვა,ეხლა რატომღა აგდებს.პირადად მე არ მივიღებდი.თუ ასე ძალიან უყვართ ერთმანეთი,ერთად იცხოვრონ.მე სხვა აღმსარებლობის და ზნე–ჩვეულების ადამიანთან ცხოვრებას არ ვაპირებ.მეც მაქვს ჩემი უფლებები.
10:41 / 14-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS