13 სექტემბერი, 2013
დედამთილი სხვა ეროვნების გამო სახლიდან მაგდებს
თენგომ ყველაფერი იცის, მამშვიდებს, რომ დედამისს თბილი გული აქვს სამი თვეა, რაც თენგოს ცოლი ვარ, მაგრამ სანამ გავყვებოდი, ოთხი წელი შეყვარებულები ვიყავით. უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით და მომავალმა სადედამთილომ ძალიან კარგად იცოდა ჩემი ეროვნება.

ქურთი ვარ და ამის არც მრცხვენია და არც არასოდეს შემრცხვება. ჩვენი ტრადიცები განსხვავებულია და არც ჩემი მშობლები გაგიჟებულან სიხარულით, რომ ქართველს მივყვებოდი, მაგრამ სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული და ამ ქვეყნად სხვა არაფერი მაინტერესებდა.

დღეს ვხვდები, რომ თენგოს დედა ფიქრობდა, ჩვენი სიყვარული წლებს ვერ გაუძლებდა.
ალბათ ამიტომ იყო ჩუმად, თორემ ჩემ რძლობას როგორ დაუშვებდა.

ერთ დღეს თენგოსთან მორიგი სტუმრობის დროს თავისთან დამტოვა. შეიძლება ითქვას, რომ ძალით, რადგან კარები დაკეტა და თვითმკვლელობით მემუქრებოდა. ორ დღეში რაიონში სტუმრად მყოფი დედამთილი რომ ჩამოვიდა, ამ სიახლემ თავზარი დასცა.

როგორც კი მარტო ვრჩებით, მეუბნება, რომ სახლიდან წავიდე, თორემ ერთ დღესაც ძალით გამაგდებს. ჯერ არც ერთი ნათესავი არ გამიცნია, რადგან რძლად არ მაღიარებს და მეუბნება, რომ ჩემი რცხვენია.

თენგომ ყველაფერი იცის, მამშვიდებს, რომ დედამისს თბილი გული აქვს და გაბრაზება მალე გადაუვლის. არადა, უკვე სამი თვე გავიდა და ჯოჯოხეთი გრძელდება. ჩემი მშობლები მეუბნებიან, რომ შინ დავბრუნდე, მაგრამ ქმრის სიყვარულს ვერ გადავაბიჯე.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ბრბოს
კი მაგრამ ასეთი ჩამორჩენილები როგორ ხართ ან წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ შეგიძლიათ. აქ სად წერია რომ ეს ქურთი არამართმადიდიებელია. ეროვნება და რელიგია სხვადასხვაა. საგოიმეთი.........
17:11 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თეთე
მე გირჩევდი წახვიდე მათი ოჯახიდან, რადგან ცხოვრება ძალიან მოკლეა და რატო უნდა გაიმწარო ვიგაცა ქალის გამო ცხოვრება. შენ კიდევ გათხოვდები შენივე ეროვნების მამაკაცზე და ძალიან ბედნიერიც იქნები.დედამთილს ვერავინ შეუცვლის აზრს რადგან 3 თვეა უკვე ასე გრძელდება.
15:53 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
cici
ნებისმიერი ეროვნების ქალი მირჩევნია რძლად სოფლიდან ჩამოთრეულ ქაჯებს.
15:46 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
დღემდე გჯერათ ამ ზღაპრების? 17 მაისს დაიდო სტატია, რომ ვიღაცის შეყვარებული გეი აღმოჩნდა, რელიგიურ უმცირესობების საკითხი რომ გააქტიურდა, მსგავსი "წერილი" აქაც გაჩნდა. ახლა, როცა ეროვნულ უმცირესობებზეა საკითხი, აქაც ქურთი რძალი... თითიდან გამოწოვილი ტყუილია.
15:42 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ჩვენ მეზობელ კორპუსში ცხოვრობენ ქურთი მამაკაცი და ქართველი ქალი, რომლებთაც ყავთ ქალ ვაჟი. ვაჟს ასწავლიდა ჩემი ქალიშვილი და ამბობს რომ საუკეთესო მოსწავლე იყო, გოგონამაც ქართული სკოლა დაამთავრა და არ ვიცი სად გააგრძელა სწავლა, ვიცი რომ არაჩვეულებრივი ოჯახია, რა შუაშია ეროვნება თუ სიყვარული არსებობს.კარგია როცა შენ ი ეროვნების, რჯულის და ადათ_წესების რძალი ან სიძე შეგხვდება, მაგრამ ასეთი ოჯახებისსსც ხომ ხუხულასავით ინგრევა, მთავარია სიყვარული, სიყვარული და სიყვარული...
15:27 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ცუდია მაგრამ ვერაფერს იზამ...სიმართლე გითხრა რთულია სხვა ეროვნების რძალი მიიღოო..რადგან ქართველებს და ქურთებს სხვადასხვა ტრადიციები და რაც მთავარია რელიგია გვაქვს ამიტომ მესმის თქვენი დედამთილის რთულია ამასთან შეგუება...რადგან ქართული ტრადიციული ოჯახი ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა მითუმეტეს დედას შვილისთვის...
14:32 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთევან
ამ შემთხვევაში ქმარი უნდა დაგეხმაროს, დედამისი დააწყნაროს და თუ საჭიროა ეჩხუბოს კიდეც, თქვენ არჩევანს პატივი უნდა ცე. Yველამ
14:21 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS