- მე და ლევანიკო 14 წლის ასაკიდან ერთად ვიზრდებოდით. საერთო მეგობრები გვყავდა და სულ ერთად ვატარებდით დროს. ერთმანეთის მიმართ გამორჩეული გრძნობა 16 წლის ასაკში გაგვიჩნდა. გადავწყვიტეთ, როგორც კი უმაღლესში ჩავაბარებდით, რამე სამუშაო გვეპოვა და დავქორწინებულიყავით, მაგრამ ის ბიძაჩემის უკანონო შვილი აღმოჩნდა და
- და ეს ამბავი როგორ გაიგე?
- ბიძაჩემს წლების განმავლობაში საყვარელი ჰყოლია. ბიძას შინ ცოლი და სამი შვილი ელოდა, ხოლო თბილისის გარეუბანში ნაქირავებ ბინაში - ის ქალი. ყოველთვის ვიცოდით, რომ ბიძაჩემი კვირაში ერთი დღე ქალაქგარეთ გადიოდა, სინამდვილეში ღამეს იმ 5 წლის იყო, რომ გარდაიცვალა. მედეამ ბინა გაყიდა, შედარებით პატარაში გადაინაცვლა და დარჩენილი ფულით კორპუსის ქვევით მაღაზია შეიძინა. ცხადია ლევანიკოს თავის და-ძმებთან კონტაქტი არ ჰქონია. ზუსტად არ ვიცი, მედეამ როგორ გაიგო ჩვენი ამბავი, მაგრამ ერთ დღეს, როცა მე და მისი შვილი დასაქირავებლად ბინას ვეძებდით, დარეკა, უნდა გნახოთ და გელაპარაკოთო. ძალიან განვიცადე. ორი კვირა ხმას არ ვიღებდი. ლევანიკო საერთოდ გაგიჟდა, ამბობდა, მონასტერში უნდა წავიდეო. ბოლოს ბაბუამისის ძმასთან სოფელში წავიდა, იქ დაოჯახდა კიდეც. ახლა მშვენიერი ოჯახი აქვს, ორი შვილი ჰყავს.
- თქვენ?!
- მე სამი წელი სერიოზული დეპრესია მქონდა. გონს მოვეგე, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა, ჯგუფელმა მომიტაცა. ნათქვამი ჰქონდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. დამავლო ხელი და თავისი ძმაკაცების დახმარებით მანქანაში ჩამტენა. მერე სვანეთისკენ წამიყვანა. ოთახში არავის ვუშვებდი. ჩემებმა ბიძაჩემის მეგობრების დახმარებით მიპოვეს და სახლში წამომიყვანეს. არც კი უკითხავთ, რამე მოხდა თუ არა ჩვენ შორის და საერთოდ, რას ვაპირებდი. ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ლევანიკო დავიწყებული არ მყავდა და უსიყვარულოდ ვერავისთან ვიცხოვრებდი.
- შემდეგ რა მოხდა?
- ბოლოს მივხვდი, რომ რადგან პირადი ცხოვრება არ ამეწყო, კარიერას უნდა „მივაწვე“ -მეთქი. ბებიას სამედიცინო სფეროში კარგი საახლობლო ჰყავდა. მეც არ ვიყავი უტვინო გოგო. ჩემებს ვთხოვე, რომ ერთი წლით სასწავლებლად მოსკოვში გავეშვით. იქვე მეგობრის დედამ ერთ-ერთ ოფთალმოლოგის თანაშემწედ მომაწყო და იქ ერთი წლის მაგივრად ხუთი წელი დავრჩი. 34 წლის ვიყავი, როცა თამაზი გავიცანი. ჯერ მხოლოდ სამსახურებრივი კავშირი გვქონდა, შემდეგ კი მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მისგან შვილი გამეჩინა. ამ ამბავს ვუმალავდი, მინდოდა ფაქტის წინაშე დამეყენებინა. მას ოჯახი ჰქონდა და სულაც არ ვფიქრობდი, ცოლის ადგილი დამეკავებინა. ჩემი მიზანი ეგ არ ყოფილა. როდესაც ჩემი ორსულობა გაიგო, ვიჩხუბეთ. მომთხოვა, აბორტი გამეკეთებინა, შეურაცხყოფა არ მოუყენებია, არც უყვირია, უბრალოდ მითხრა, მე ბავშვს გვარს არ მივცემ, ვერც მივხედავ, შენი გასაზრდელი იქნებაო. უარი რომ მიიღო, წავიდა...
- ბავშვი გააჩინე ?
- დიახ, ერთ დღეს ცუდად გავხდი და სიმსივნე აღმომაჩნდა. ვმკურნალობდი და ბავშვი დედაჩემთან მყავდა. მერე თამაზმაც მოინდომა მისი ნახვა და არ დამიშლია. სანამ მე ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლმებით ვიყავი დაკავებული, თამაზმა ჩემი შვილი სახლში მიიყვანა და თავის ცოლ-შვილს წარუდგინა. ის ქალი ამ ამბავს მშვიდად შეხვედრია, ყველაფერი გააკეთა, რომ ბავშვს შეყვარებოდა. ახლა სულ მათთან უნდა ყოფნა. ცუდი დედა არ ვყოფილვარ, არაფერი დამიკლია, მაგრამ ფაქტია, რომ გული იქით მიუწევს. არ ვიცი, მე როდის რა მომივა და კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებ. ბავშვი თავის და-ძმებთან ერთად იცხოვრებს, მამის გვერდით და ამაზე თითქოს აღარ ვნერვიულობ.
ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“