06 სექტემბერი, 2013
ქმარმა ოქროს კბილები გამიყიდა
ორი კვირაა მისთვის თვალებში არ შემიხედავს. ისე მეზიზღება, მგონია, რომ მასზე გული არასოდეს მომიბრუნდება დიდი ბებია 92 წლის იყო, რომ დაიღუპა. მაშინ ახალი გათხოვილი ვიყავი და მთელი ცხოვრება სიგიჟემდე ვუყვარდი. იმდენად მძიმედ განვიცადე მისი გარდაცვალება, რომ სამი თვის ფეხმძიმეს მუცელი მომეშალა.

დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე დედამ დამირეკა, ბებიას შენი ნახვა უნდა რაღაც უნდა, გითხრასო. ძალიან გაუხარდა რომ მივედი, მუცელზე მეფერებოდა და მერე ყველას უთხრა, რომ მარტო დავეტოვებინეთ.

საიდუმლოდ ხუთი ოქროს კბილი გადმომცა. მითხრა, არავინ იცის,
რომ ეს კბილები კიდევ არსებობს. ჩემს შვილებსაც ჰგონიათ, რომ დიდი ხნის წინ, გაჭირვების დროს გავყიდეო.

მაშინ იმდენად ვდარდობდი ბებიის ცუდად ყოფნას, რომ როგორ ჩავაგდე პატარა პარკი ჩანთაში არ მახსოვს. ამ ამბიდან დაახლოებით სამი თვე გავიდა.

ერთ საღამოს მეუღლესთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი და უცებ გამახსენდა, რომ ბებიას კბილები ჯერ კიდევ ჩანთაში მქონდა. რეზოს მოვუყევი რაც მოხდა და კბილებიც ვაჩვენე.

მითხრა, გადაადნე და ბეჭედი გააკეთებინე ბებიის სახსოვრადო. თან მაშინვე გამომართვა, მომეცი, შევინახავ, შენ სადმე არ დაგეკარგოსო. სამ დღეში კი გავარკვიე, რომ ბებიას კბილები გაუყიდია და ძმაკაცებთან ერთად რესტორანში დაუხარჯავს.

სიცილით მიყვებოდა, ბიჭებს ვეუბნებოდი, ჩემი ცოლის ბებიის კბილები არ გადაგცდეთო. შოკში ჩავვარდი. ეკონომიურად არ გვიჭირს და ვერ ვხვდები, რეზომ ასეთი რაღაც რატომ გააკეთა.

ორი კვირაა მისთვის თვალებში არ შემიხედავს. ისე მეზიზღება, მგონია, რომ მასზე გული არასოდეს მომიბრუნდება.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნინი
მეც მაქვს ბებიის ნაქონი კბილები და ქმარმა რომ ამიყიდოს არც მე ვიცოცხლებ და არც მას ვაცოცხლებ :D:D:D:D:D:D ლომბარდში ვინახავ :D:D:D:D:D
17:52 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიმუნი
მოცლილი ვარ აშკარააად.........ჯერ მაგრად ვიცინეეე .....ახლა კი სტატიის ავტორს -"იმ ხელით რომლითაც ეს წერილი დაიერა.შეკარი მუშტი,(მეტი ეფექტისთვის ქვა შეიძლება გამოიყენო)მიდი შენს ქმართან და ჩაუმტვრიე კბილები!!!!!!!!!ქაჯთან ქაჯი უნდა იყო ,მაინც გაგაქაჯებს და დროს ნუ დაკარგააააავ
16:06 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS