06 სექტემბერი, 2013
ქმარმა ოქროს კბილები გამიყიდა
ორი კვირაა მისთვის თვალებში არ შემიხედავს. ისე მეზიზღება, მგონია, რომ მასზე გული არასოდეს მომიბრუნდება დიდი ბებია 92 წლის იყო, რომ დაიღუპა. მაშინ ახალი გათხოვილი ვიყავი და მთელი ცხოვრება სიგიჟემდე ვუყვარდი. იმდენად მძიმედ განვიცადე მისი გარდაცვალება, რომ სამი თვის ფეხმძიმეს მუცელი მომეშალა.

დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე დედამ დამირეკა, ბებიას შენი ნახვა უნდა რაღაც უნდა, გითხრასო. ძალიან გაუხარდა რომ მივედი, მუცელზე მეფერებოდა და მერე ყველას უთხრა, რომ მარტო დავეტოვებინეთ.

საიდუმლოდ ხუთი ოქროს კბილი გადმომცა. მითხრა, არავინ იცის,
რომ ეს კბილები კიდევ არსებობს. ჩემს შვილებსაც ჰგონიათ, რომ დიდი ხნის წინ, გაჭირვების დროს გავყიდეო.

მაშინ იმდენად ვდარდობდი ბებიის ცუდად ყოფნას, რომ როგორ ჩავაგდე პატარა პარკი ჩანთაში არ მახსოვს. ამ ამბიდან დაახლოებით სამი თვე გავიდა.

ერთ საღამოს მეუღლესთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი და უცებ გამახსენდა, რომ ბებიას კბილები ჯერ კიდევ ჩანთაში მქონდა. რეზოს მოვუყევი რაც მოხდა და კბილებიც ვაჩვენე.

მითხრა, გადაადნე და ბეჭედი გააკეთებინე ბებიის სახსოვრადო. თან მაშინვე გამომართვა, მომეცი, შევინახავ, შენ სადმე არ დაგეკარგოსო. სამ დღეში კი გავარკვიე, რომ ბებიას კბილები გაუყიდია და ძმაკაცებთან ერთად რესტორანში დაუხარჯავს.

სიცილით მიყვებოდა, ბიჭებს ვეუბნებოდი, ჩემი ცოლის ბებიის კბილები არ გადაგცდეთო. შოკში ჩავვარდი. ეკონომიურად არ გვიჭირს და ვერ ვხვდები, რეზომ ასეთი რაღაც რატომ გააკეთა.

ორი კვირაა მისთვის თვალებში არ შემიხედავს. ისე მეზიზღება, მგონია, რომ მასზე გული არასოდეს მომიბრუნდება.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
...
სურათზე რომ სამ კბილზე მეტია? დანარჩენები რა უყავით, ძალიან გვაინეტერსებს, ველოდებით ინფორმაციას
21:17 / 04-02-2019
გამოხმაურება / 0 /
მაკო
მე სურათი მომეწონა ძალიან....
22:38 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლ@მ
ყველა მაგრად ერთობით არა? და საერთოდ რატომ წერთ ასეთ პირადულ ამბებს ხომ იცით რომ თქვენი ტკივილი მხოლოდ საკუთარ დედას და დედმამისშვილებს ეწყინებათ მხოლოდ დანარჩენები გულს იფხანენ. სხვისი უბედურებით ერთობა ხალხი
23:45 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარ
დედააა რა უპატივცემულობაა?!
21:25 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ესეთ ქმართან როგორ ჩერდები, თუ სასიამოვნო შესახედაობის გოგონა ხარ მოდი ჩემთან და მე გეტყვი როგორ გადაიხადე სამაგიერო.. ძალიან კმაკოფილი დარჩები..
20:02 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ფუი
მაგ კაცს რომც ვგიჯდებოდე არ გავუჩერდები! ეგ არის არაკაცი! ნაძირალა და სენ სულ ცალ ფეხზე კიდიხარ! დამპლაი ადამიანი! მაგასტან 1 წუტი არ გავჩერდები სენს ადგილზე! არაადამინაი ყოფილა! ნაძირალა! პატივს ისე გცემს რობორც ქატამს!
17:11 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
ამ ხალხმა სულ გარეკა...სულ უფრო ვრწმუნდები ამაში..რა ოქროს კბილები ,რა გაყიდვა, რა გულის რევა....ოხ რა ეშველება ამ ხალხს.
15:18 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
2
ქატო იქა ფქვილი აქა , ჭირი იქა ლხინი აქა, . ასე დამთავრდა ეს გემრიელი ზღაპარი და მოვემზადოთ სხვა ზღაპრებისთვის, აბა ჟურნალისტის ჯამაგირს გამომუშავება და ბევრი ტკბილი ძილი უნდა ,
00:05 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
LGG
საგოლლლლლლლლლლლლლ იმენა ცუდად ვარ მაგარი ქმარი გყავს რას ერჩი:D:D:D:D:D:DD:
21:55 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
პირველი
სასტიკ რჩევებს გაძლევენ, არ დაუჯერო. ეგ ისტორია ბებოს უფრო ხშირად გაგახსენებს, ვიდრე ის ოქროს კბილები, ჰოდა მისიაც შესრულებული ყოფილაა. ;-)
18:41 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS