დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე დედამ დამირეკა, ბებიას შენი ნახვა უნდა რაღაც უნდა, გითხრასო. ძალიან გაუხარდა რომ მივედი, მუცელზე მეფერებოდა და მერე ყველას უთხრა, რომ მარტო დავეტოვებინეთ.
საიდუმლოდ ხუთი ოქროს კბილი გადმომცა. მითხრა, არავინ იცის,
მაშინ იმდენად ვდარდობდი ბებიის ცუდად ყოფნას, რომ როგორ ჩავაგდე პატარა პარკი ჩანთაში არ მახსოვს. ამ ამბიდან დაახლოებით სამი თვე გავიდა.
ერთ საღამოს მეუღლესთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი და უცებ გამახსენდა, რომ ბებიას კბილები ჯერ კიდევ ჩანთაში მქონდა. რეზოს მოვუყევი რაც მოხდა და კბილებიც ვაჩვენე.
მითხრა, გადაადნე და ბეჭედი გააკეთებინე ბებიის სახსოვრადო. თან მაშინვე გამომართვა, მომეცი, შევინახავ, შენ სადმე არ დაგეკარგოსო. სამ დღეში კი გავარკვიე, რომ ბებიას კბილები გაუყიდია და ძმაკაცებთან ერთად რესტორანში დაუხარჯავს.
სიცილით მიყვებოდა, ბიჭებს ვეუბნებოდი, ჩემი ცოლის ბებიის კბილები არ გადაგცდეთო. შოკში ჩავვარდი. ეკონომიურად არ გვიჭირს და ვერ ვხვდები, რეზომ ასეთი რაღაც რატომ გააკეთა.
ორი კვირაა მისთვის თვალებში არ შემიხედავს. ისე მეზიზღება, მგონია, რომ მასზე გული არასოდეს მომიბრუნდება.
ჟურნალი ''რეიტინგი''