05 სექტემბერი, 2013
მაზლი აბაზანაში შიშველს შემომივარდა
დედამისი შინ ხშირად ლიფით დადის, ამბობს, რომ სცხელა სამი თვის გათხოვილი ვარ და ცხოვრება აღარ მინდა. შეიძლება ითქვას, რომ დიდი სიყვარულის და ბედნიერების მიუხედავად საგიჟეთში ვცხოვრობ.

მე და გუგას ერთმანეთი უნივერსიტეტში შეგვიყვარდა და ცოლად ერთ წელიწადში გავყევი. ხშირად მეუბნებოდა, რომ ''ცეტი'' ოჯახი ჰქონდა, ყველა თავისთვის ცხოვრობდა და ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

სახლი, სადაც არც ერთი ოთახის კარი არ იკეტება, პირველად მათთან ვნახე. დედამისი შინ ხშირად ლიფით დადის, ამბობს, რომ სცხელა, მამა -
ქვედა საცვლით. ასე სიარულს ჩემი ორი მაზლიც არ ერიდება.

ხშირად ტუალეტში შესვლის მეშინია, რომ ვინმე არ შემომივარდეს. რა თქმა უნდა, აბაზანა-ტუალეტის კარიც არ იკეტება. დასაბანად თუ შედის ვინმე, ხმამაღლა აცხადებს, რომ არავინ შევიდეს და ვცხოვრობთ ასე გიჟებივით.

რამდენჯერ ვუთხარი გუგას, რა იქნებოდა ოთახებში საკეტის დაყენება, მაგრამ ამაზე მხოლოდ ეცინება და მეუბნება, რომ მაშინ ცხოვრება მუღამს დაკარგავდა. ორი კვირის წინ, გაფრთხილების მიუხედავად, ბანაობის პროცესში მაზლი შემომივარდა.

თურმე ვერ გაიგო, რომ ვთქვი, ბანაობას ვაპირებ-მეთქი. ამაზე დღემდე ყველა ხალისობს და ამბობენ, რომ ხანდახან მათ ოჯახში ასეთი რაღაცებიც ხდება. მე კიდევ სირცხვილისგან თვალებში ვეღარ შემიხედავს. არ ვიცი, რამდენ ხანს გავძლებ.

სახლში დაბუნებაც არ მინდა, ბებია გაგიჟდება ნერვიულობით, მამა დიდი ხანია გარდაიცვალა. დედა კი ექვსი წელია საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს.

ახლა ჩამოსვლას აპირებს და არ ვიცი, როგორ გავაცნო ლიფიანი დედამთილი და მამამთილი მუდმივად ქვედა საცვლით.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
რუსიკო
აი დედაშენს ნამდვილად არ გაუკვირდება თუ საფრანგეთში მუშაობს და შენც ბებიაშენის ცხოვრებით ნუ ცხოვრობ,ცოტა მოდუნდი და გიხაროდეს ესეთი უკომპლექსო ოჯახი რომ შეგხვდა :)
17:34 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიმუნი
გოგონი შენს ადგილე მამათილს და დედამთილს ფოტოს გადავუღებდი და გამოვაქვეყნებდი ან ვიდეოს ავტვირთავდი....ქმარს სიურპრიზები მოუწყეეეეე გახდი შენც თანამედროვე ..........ისე შენ რომ ამდენ ხალხს აუჯანყდები მაგარი სანახაობა იქნება ტაფა სულ ხელში გეჭიროს რა იცი რაში გამოგადგეეეს :):):)
15:51 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
5555
ასეთი სიტუაცია სოფლებსია , თითქმის ყველგან , სადაც არც კარები იკეტება და ტუალეტის კარებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი
13:47 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა1
ისე კაი რჩევა მინდა მოგცე, შენც ადექი და მამამთილი რო ჩაგივლის გვერდით თავისი საცვლით, ეცი იმ საცვალში და ჩამოქაჩე, მერე დედამთილი რო შევა და დაიკივლებს აბაზანაში ვარ არავინ შემოვიდესო, იმას შეუგზავნე შენი მაზლი, რამის გამოტანა დაავალე და მერე თავი იმართლე მე არ გამიგია დედიკოთუ შედიოდაო. ამასოვაში მენსტრუაციაც დაგეწყება და სამზარეულოში, დილით საუზმეზე ხალხი რო მაგიდას მიუსხდება მაშინ ჩაიხადე საცვალი და პაკეტის გამოცვლა დაიწყე. ბოლოს სიცილით თქვი, ჩვენს ოჯახში ასეთებიც ხდებაო, მერე ნახე ზამთარ ზაფხულ თუ შუბითა და ყურებიანი ქუდებით არ იარონ შენებმა :)
13:35 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლეირატი
რა გინდა 21 საუკუნეში ცხოვრობთ...
13:11 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაგარია
მაგას რა ჯობია "თანამედროვე და მხიარული" ოჯახი გქონიათ!!!!!!
13:03 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
J.
ოქროს შანდალზე მოვკვდი, იმდენი ვიცინე ))))))))))))))) მაგარია!
12:53 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
შეიძლება არ არის მოგონილი,ალბათ არსებობენ ასეთი ოჯახებიც.მაგრამ შვილო, ჯუნგლებში რომ მიდიოდი, მაშინ რატომ არ იფიქრე? ან ახლობელი არ გყავდა, ან მეგობარი ვინმესთვის რჩევა რომ გეკითხა? თუ ასე ძალიან გიყვარდა შენი რჩეული...მაგასაც ძლიერ რომ ყვარებოდი ელემენტარულ პირობებს შეგიქმნიდა რომ ტუალეტში არავინ შეგვარდნოდა
12:42 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
:))))))))))))
შენ მაზლს შენც შეუვარდი ერთხელ აბაზანაში და ერთით-ერთი იქნება, აღარ ინერვიულებ მაინც :))))))))))))))))))
12:20 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
:D
მამამთილმა ოქროს შანდალი დამაჭერინამ ვაბშე დახია დაგლიჯა და დაფხრიწა! ჟურნალსაც გადააჩარბა ძმაო :D
11:46 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS