05 სექტემბერი, 2013
მაზლი აბაზანაში შიშველს შემომივარდა
დედამისი შინ ხშირად ლიფით დადის, ამბობს, რომ სცხელა სამი თვის გათხოვილი ვარ და ცხოვრება აღარ მინდა. შეიძლება ითქვას, რომ დიდი სიყვარულის და ბედნიერების მიუხედავად საგიჟეთში ვცხოვრობ.

მე და გუგას ერთმანეთი უნივერსიტეტში შეგვიყვარდა და ცოლად ერთ წელიწადში გავყევი. ხშირად მეუბნებოდა, რომ ''ცეტი'' ოჯახი ჰქონდა, ყველა თავისთვის ცხოვრობდა და ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

სახლი, სადაც არც ერთი ოთახის კარი არ იკეტება, პირველად მათთან ვნახე. დედამისი შინ ხშირად ლიფით დადის, ამბობს, რომ სცხელა, მამა -
ქვედა საცვლით. ასე სიარულს ჩემი ორი მაზლიც არ ერიდება.

ხშირად ტუალეტში შესვლის მეშინია, რომ ვინმე არ შემომივარდეს. რა თქმა უნდა, აბაზანა-ტუალეტის კარიც არ იკეტება. დასაბანად თუ შედის ვინმე, ხმამაღლა აცხადებს, რომ არავინ შევიდეს და ვცხოვრობთ ასე გიჟებივით.

რამდენჯერ ვუთხარი გუგას, რა იქნებოდა ოთახებში საკეტის დაყენება, მაგრამ ამაზე მხოლოდ ეცინება და მეუბნება, რომ მაშინ ცხოვრება მუღამს დაკარგავდა. ორი კვირის წინ, გაფრთხილების მიუხედავად, ბანაობის პროცესში მაზლი შემომივარდა.

თურმე ვერ გაიგო, რომ ვთქვი, ბანაობას ვაპირებ-მეთქი. ამაზე დღემდე ყველა ხალისობს და ამბობენ, რომ ხანდახან მათ ოჯახში ასეთი რაღაცებიც ხდება. მე კიდევ სირცხვილისგან თვალებში ვეღარ შემიხედავს. არ ვიცი, რამდენ ხანს გავძლებ.

სახლში დაბუნებაც არ მინდა, ბებია გაგიჟდება ნერვიულობით, მამა დიდი ხანია გარდაიცვალა. დედა კი ექვსი წელია საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს.

ახლა ჩამოსვლას აპირებს და არ ვიცი, როგორ გავაცნო ლიფიანი დედამთილი და მამამთილი მუდმივად ქვედა საცვლით.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
მაკა
აუ მოდუნდი რაა? ეგ ხალხი ეგრეა მიჩვეული და შენ ვერ გადააკეთებ შენს იყვირე ყოველ შესვლაზე ხმამაღლა შევდივარ! არ შემოხვიდეთ ძნელია? :). შემოგივარდა და შემოგივარდა სპეციალურად ხო არ უქნია ნეტაი შენ! საცვლებით სიარული ამ სიცხეში ნორმალურია ზოგისათვის! ვითომ ზღვაზე ხარ არ მოგწონს გადადი, ამდენი ხალხის ჩვევების შეცვლას არ გირჩევ ,ამაზე მეტი პრობლემა არ მოგცა ღმერთმა!
11:11 / 04-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანი,,,ანუდა
ამაზე ცჰემო კარგო მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ გაყვებოდი,ახლა კი ზედმეტია წუწუნი.მაგ ხალხს სჰენ ნეგარ გამოზრდი,იცხოვრე ისეტებტან როგორებიც არიან.ანგაეცალეტ და სხვაგან იცხობრეტ.
10:47 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
:D
რა კარგად გავერთე, ბევრი მოიგონეთ რა ესეთი სსხალისო ისტორიები :D : D:
15:21 / 21-03-2014
გამოხმაურება / 0 /
აუ გიო შენი კომენტარი მაგარი იყო აი ზალიან ვიხალის, მამამთილმა ოქროს შანდალი დამაჭერინა ხელში. ვაუ
13:59 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ამეთვისტო
3 ვარიანტის შესაძლებლობა გაქვს,ან ქმართან ერთად გახვიდე ცალკე,ან სახლში დაბრუნდე,ან ზოოპარკის დირექტორის როლი მოირგო და "ცხოველების" მოშინაურებას შეუდგე :))
01:11 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS