03 სექტემბერი, 2013
დაქალის ქმარმა იტალიიდან პენისის ფორმის მაკარონი ჩამომიტანა
მარტო დარჩენის შემდეგ ჩემი სახლი მეგობრების თავშეყრის ბუდედ იქცა საკმაოდ თანამედროვე ქალი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ 40-ს რამდენიმე წელია გადავაბიჯე, ახალგაზრდულ სულს არ ვკარგავ და სამსახურში დღემდე ''ელასტიკებში'' დავდივარ.

ათი წელია, რაც ქმარს გავცილდი და ჩემს სამ გოგონასთან ერთად დიდ სახლში ვცხოვრობდი. უფროსმა, რაც მუშაობა დაიწყო, ცალკე გადაწყვიტა ცხოვრება. შუათანა გავათხოვე, პატარა კი სასწავლებლად ამერიკაში გავუშვი.

მარტო დარჩენის შემდეგ ჩემი სახლი მეგობრების თავშეყრის ბუდედ იქცა. ხან მარტო მოდიოდნენ, ზოგიც ქმართან ერთად, რამდენიმემ საყვარელიც კი მომაყენა, ამაღამ
შენთან დავრჩებითო.

ყველას განსაკუთრებულად ვუყვარდი და ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ ჩემთვის საჩუქრებსაც არასოდეს იშურებდნენ. ერთი დაქალი, ანა, განსაკუთრებულად მიყვარს და ალბათ ამიტომაც მწყინდა ბოლო დროს მისი ქმრის უკბილო ხუმრობები ჩემს მარტოობაზე.

ხშირად დადის საზღვარგარეთ და რამდენჯერმე გამეხუმრა, ერთხელ ვიბრატორი ვერ გამოგიყოლეო. მის ხუმრობებზე გოგოები სულ იცინოდნენ, მაგრამ მე არასოდეს მსიამოვნებდა. ამ ზაფხულს იტალიაში იყო მივლინებით და იქიდან ჩამოსულმა თავის ცოლს ჩემთვის შეფუთული საჩუქარი გამოატანა.

გოგოები შევიკრიბეთ და ანა განსაკუთრებულად მაძალებდა, რომ საჩუქარი მათ თვალწინ გამეხსნა. დღეს ვფიქრობ, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა და უბრალოდ თამაშობდნენ. შეფუთულ პარკში ორი პაკეტი მაკარონი აღმოჩნდა.

საწყენი ის არის, რომ მაკარონებს პენისის ფორმა ჰქონდა. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო მათთან ურთიერთობა. ფაქტია, რომ ჩემი პატიოსნება მათი ასაგდები გახდა.


ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
ჭაბუკი
მარტო საქართველოშია ასე იმიჯი გაქვს რაღაც,, ახალგზრდული ,,მაგრამ ვერ იტან შემოთავაზებებს მაშინ რაგინდათ ვერ გავიგე
22:17 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვისაც რა უნდა ის იფიქროს
თავის დაფასება უნდა ისწავლო ჩემი კარგო, 3 შვილის დედას რა ბუდე გაქვს გახსნილი? მეტი საფიქრალი და დარდი არ გაქვს? დავიჯერო ყველაფერი ისე კარგად გაქვს ,რმ გართობა და ფართები გახსენი სახლში? ნუგაგიკვირდება რომ შენზე ცუდი წარმოდგენა ექნებათ დაქალის ქმრებს.
22:02 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
nana
თამარის რჩევა სუპერრჩევაა :)გაითვალისწინე! მაგრამ სახლს ნუ აქცევ თავშეყრის ბუდედ,თორემ უარესებს გაგიბედავენ სხვები...და კიდევ,ხუმრობას გაიგებს ნორმალური ადამიანი,მაგრამ თუ ხუმრობა უზრდელობად გადაიქცევა,დროზე უნდა ალაგმო შენი ცხოვრებიდან ასეთი ხუმრობის ავტორი!...
21:24 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
K.
ვაი, როგორ მოგცლიათ. იმდენ ხანს ვფიქრობდი საიდან გამომეწერა, ბოლოს მეგობარმა (ბიჭმა) გამომიგზავნა ევროპიდან. და რა მერე? :) პირიქით, ისე გამიხარდა. დაველოდე და თვითონ რომ ჩამოვიდა, გემრიელი პასტა გავაკეთე და დავპატიჟე ქვეტექსტების და სამაგიეროების გარეშე. რად უნდა ამდენი ამბის ატეხვა? საწყალი ის კაცი, იუმორი ვერ გაუგეს :/ პ.ს. კომენტარების ავტორებიდან რამდენიმეს სერიოზული პრობლემა აქვს იუმორისაც და მენტალიტეტისაც.
21:23 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მიკო
რას დებილობთესჟურნალისტები, ამ სოციალურ ქსელსაც ნუ გააბანძებთ თქვენი იდიოტური ნაჯღაბნებით
21:18 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატი
და ეგ მაკარონი რა გასაგიჯებელი ყველა სუპერმარკეტსჰი იყიდება ევროპაში
18:39 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ი.ო.
ელასტიკი რა შუაშია..თამარის რჩევა მომეწონა..
18:31 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ძალიან მარტივია: მუდმივი პარტნიორი გაიჩინეთ და ყველა პრობლემაც მოგვარდება..
17:50 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მომეცონა პირველი კომენტარი.შენს ადგილზე მართლა ასე გავაკეთებდი მერე იმ მაკარონს თავზე გადავაყრიდი ორივეს.ერთ გეტყვი კიდევ. სახლი რომ გახადე ბალაგანი იმიტომ გაგიბედეს
16:46 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
Tamar
აუ მაგარს გეტყვი რა, რომ მოვლენ შენთან სტუმრად, იმ თავისი ქმრიანად, მოუხარშე და მიართვი, თან ცოტა გათხელებული მაიონეზიც მოუსხი და ეს სპერმის 3D ეფექტითთქო :)
16:40 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS