02 სექტემბერი, 2013
იმპოტენტმა სიძემ ჩემი შვილი სამი თვე აწვალა
მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამი თვეა ქმართან ერთად სძინავს, მათ შორის არაფერი ყოფილა ჩემი ერთადერთი გოგონა, თიკო, სამი თვის წინ გავათხოვე. სიძე ცუდი ბიჭი არ ჩანდა, ერთადერთ ეჭვს ის მიჩენდა, ყველამხრივ აწყობილ და უნაკლო ბიჭს, 35 წლამდე დაოჯახება რატომ გაუჭირდა.

ჩემი გოგონა 26 წლის არის. მართალია, სიყვარულით გათხოვდა, მაგრამ მომავალი სიძე ქორწილამდე სულ ჩაფიქრებული ჩანდა. თიკო მეუბნებოდა, ასეთი მორიდებული და სერიოზულია, დედა, რა ვქნა, მეც ასეთი ბიჭები მომწონსო.

თიკუნას პირველი ცვლილება გათხოვებიდან ერთ თვეში
შევამჩნიე. თვალები ტირილისგან ჩასწითლებოდა და ძალიან უბედური ჩანდა. მიზეზი რომ ვკითხე, სიტყვა ბანზე ამიგდო. ამ დღის მერე ჩემთან შეხვედრას გაურბოდა.

სტუმრადაც იშვიათად მოდიოდა. სიძე კი ქორწილის მერე სულ რაღაც სამჯერ ვნახე. ერთ საღამოს თიკუნა ტირილით მომადგა. მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამი თვეა ქმართან ერთად სძინავს, მათ შორის არაფერი ყოფილა.

სამწუხაროდ, ჩემი სიძე იმპოტენტი აღმოჩნდა და ჩემს საბრალო გოგონას მთელი ამ ხნის განმავლობაში აწვალებდა, რომ როგორღაც დაუფლებოდა. საბედნიეროდ, თიკუნამ ყველაფერი იმაზე მარტივად გადაიტანა, ვიდრე მეგონა.

ისეთი ბედნიერი იყო სახლში დაბრუნებით, რომ ორ კვირაში ყველაფერი წარსულს მიაბარა. მე კი მდგომარეობიდან ვერ გამოვედი, იმის წარმოდგენაც არ მინდა, ჩემს დედისერთა გოგონას იმპოტენტი ქმარი რა დღეში აგდებდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ტატო
ამ სიბინდძურეს როგორ იფიქრებთ. ქალს კაცად აკეთებენ. რეკლამის გამო. ყველაფერს იკადრებთ
02:51 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ლამარა
კიდევ კარგი დედასთან რომ მივიდა,აბა ექიმთან მისვლას ტვინი უნდა,და არა სოფლის ჭორიკანა დედა, ბიცოლა-მამიდა-დეიდა.ანალოგიური შემთხვევა მოხდა ...... უცხოეთიდან დაურეკა სოფელში სანათესაოს.სანამ ჩამოვიდოდნენ მთელმა ქვეყანამ იცოდა,ვითომ ვინმე ეხლარებოდა.დღეს თავი ქალიშვილად მოაქვს.არადა ერთი თვე იკოტრიალა ლოგინში.ყოფილ ქმარს ცოლიც ყავს და შვილიც
12:40 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
დავუშვათ ნამდვილად ასე იყო, ჩვენგან რა კომენტარს ელოდები? უი ეგ საზიზღარი- უი ეგ თავხედი თუ რა. ჯობდა ექიმისთვის მიგემართათ სხვის ინტიმზე ლაპარაკის ნაცვლად
01:29 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სიდედრი
ამიტომ ჯერ დედებს უნდა შეამოწმებინოთ ხოლმე მომავალი ქმრები :)
00:02 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტიკტუკა
ქალიც მაგარია. ენა რომ გააჩეროს არ უნდა? ყველაფერს ყვებიან რა, ცუდად გახდები. ვაი, შენს პატრონს
21:27 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ყარამანი
69 წლის ვარ და ბიჭი გავაკეთე ეხლახანს )) 35 წლისა კაკალს ვბერტყავდი ხიდან ქალბატონო :D:D
16:20 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ააამმბეე
ეე ქალბატონო სიდედრო შენ უნდა გენახა იმპოტენტი რო არ ყოფილიყო რა დღეში ჩააგდებდა შენს გოგოს სიძე თორე მაკარონით რა უნდა დაეშავებინა :D ეს სტატია მოიგონა ფანტაზიორმა ჟურნალისტმა :D:D
16:18 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ყოჩაღ ნანა
15:28 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
დათოს კომენტარზე ძაან ვიხალისეე:)))საწყალი გოგო კიარა სულელი გოგო,ტირილით რო პრობლემები წყდებოდეს კაი იქნებოდა,დედიკოსთან გაქცევა ყველაზე ადვილია,თან ისეთ დედიკოსთან 35 წლის კაცი საეჭვო რო გონია,მე 25 წლის ვარ და არ ვარ გათხოვილი და ამ ქალის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ მეც რაღაც "გაჭირვება მექნება":)))))))ოი,ოი,ოი:)))))
12:05 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
სად გვაქვს ქართველებს მაგდენი აზროვნების უნარი... ეს ბიჭი ხო მაგარი ბედენა იქნებოდა,ალბათ უტყდებოდა ექიმთან მისვლა. ცოლიც მაგარი შეხვდა, იტირა და დედასთან გაიქცა... და დედაც მაგარია, თურმე 35 წლისას ცოლი თუ არ გყავს, საეჭვოა :))) Welcome to Грузия! ისე მე 32 წლის და ცოლი არ მყავს. რამე არ იფიქროთ ყველაფერი კარგად არის :)))))))
11:19 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS