ეს ყვავილი რამდენიმე დღის წინ ჩემმა ცოლიანმა მამაკაცმა მაჩუქა. ყვავილი ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. ეს დაპირება იყო, რომ ჩემს ტკივილს მალე ბოლო მოეღებოდა, საბოლოოდ მიატოვებდა ცოლს და ჩემთან იქნებოდა. რა
ერთად სამი წელი ვიყავით. ყველაფერი ჩემი ქმრის ღალატით დაიწყო, როცა სამაგიეროს გადახდა დავაპირე - მან მიღალატა. მისი ღალატი დავგეგმე, მერე შერიგებასა და ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებდი, გვეცოდინებოდა რომ გავთანაბრდით.
მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. რომანი სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა, პრაქტიკულად ერთმანეთის განუყოფელი ნაწილები გავხდით, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სახლში მეუღლეებთან ვბრუნდებოდით.
დანაშაულის გრძნობა არ მასვენებდა, ქმარს თვალებში ვერ ვუყურებდი, ვერც საკუთარი თავისთვის გამესწორებინა თვალი. არ ვიცი რა მემართებოდა, მაგრამ ყველაფერი, რაც მსურდა - ეს მასთან ყოფნა იყო, ჩემს საყვარელთან.
ოჯახების მიტოვებას ვგეგმავდით, დაქორწინება და ბავშვების გაჩენა გვინდოდა. თუმცა ის მაფრთხილებდა, რომ მის გამო ოჯახი არ მიმეტოვებინა. ვფიქრობდი, უბრალოდ სიფრთხილეს იჩენს მეთქი და არ დავუჯერე. ჩვენი რომანის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ქმარს გავეყარე.
სასამართლოს დასრულებისთანავე ჩემს საყვარელს დავურეკე და ჩემს გამო ორივეს ძალიან გვიხაროდა. თითქმის ერთად ვიყავით, კანონიერად. ახლა მისი ჯერი დადგა და მპირდებოდა, რომ ამას მალე გააკეთებდა. დრო სექტემბრისთვის დავნიშნეთ. თუმცა სექტემბერმა უშედეგოდ ჩაიარა, ის კვლავ ცოლიანი იყო და იმედის დაკარგვა დავიწყე.
უცნაური დამთხვევა მოხდა, მოგვიანებით ჩემი ძმაც საყვარლის გამო ცოლს გაეყარა. მაშინ დავფიქრდი, რატომ აღმოჩნდა ჩემი ძმის საყვარელი გაცილებით ფრთხილი, ვიდრე მე? რატომ გავხდი ცარიელი დაპირებების მსხვერპლი და როგორ ვერ მივხვდი, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის არ ვუნდოდი?
მერე მივხვდი, რომ ჩვენი სიტუაციები სხვადასხვაგვარი იყო და ამან გამახალისა. მჯეროდა მამაკაცის, რომელიც მიყვარდა, რომ მისი ტყუილი სიმართლედ იქცევა, რომ ცოლს მიატოვებს და ჩემთან დარჩება. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მის გამო ქმარი მივატოვე.
მაგრამ ეს არასდროს მომხდარა. მამაკაცის მოლოდინში კიდევ ერთი წელი ვიტანჯებოდი. გამუდმებით მის ცხოვრებაზე ვფიქრობდი, ყველა ქალზე, რომლებთანაც ის მეგობრობდა. ძალიან ეჭვიანი ვიყავი და ჩემთან ურთიერთობა ადვილი არ იყო. მაგრამ მან იცოდა რას აკეთებდა, როგორ უნდა გავემხნევებინე.
ჩემი ნებისმიერი ისტერიის შემდეგ, ყოველთვის ბოდიშს მიხდიდა, ყვავილები მოჰქონდა. უკანასკნელი სკანდალისას, იფიქრა ფეისბუქზე ვაკონტროლებდი და ის ერთადერთი ვარდი მომიტანა.
ჩემი გადაჭრილი ყვავილი სიმბოლო იყო, დასასრულის სიმბოლო. არა მარტო ვარდისთვის, არამედ ჩვენი ურთიერთობისთვისაც. ეს იყო დღე, როცა გადავწყვიტე, საყვარლის რამდნიმე წლიანი სტატუსის ტარება დამესრულებინა.
მასთან ურთიერთობა გაზაფხულის ერთ მშვენიერ და თბილ დღეს დავასრულე. ამან გამანადგურა. კიდევ რამდენიმე დღეს განვიცადე - არ ვჭამდი, არ მეძინა, საწოლიდან არ ვდგებოდი. ვერაფრით ვეგუებოდი იმ აზრს, რომ თავის ცოლთან იყო და არა ჩემთან. თუმცა კიდევ ერთი რამ ვიცოდი - თუ დავბრუნდებოდი, ყველაფერი ასე დარჩებოდა: იმ იმედით ვიქნებოდი, რომ ოჯახს მიატოვებდა, მეტყოდა, რომ ასეც მოიქცეოდა, მე კი იმედგაცრუებების მსხვერპლად ვიქცეოდი.
მხოლოდ ერთი გამოსავალი მქონდა - და უკან აღარასდროს მიმიხედავს.
პენი ლეინი