15 მარტი, 2016
ქმარი ცოლიანი მამაკაცის გამო მივატოვე, მან კი ცოლი არ მიატოვა
ვარდის კოკორი მესამე სართულიდან გადავარდა და ჩემი აივნის ქვეშ დავარდა. მივაჩერდი, შემდეგ კი ბაღის მაკრატელს შევხედე, რომელიც ხელში მეჭირა. ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა. უეცრად შევშინდი, კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე, რომ ყვავილი ამეღო და უკან დამებრუნებინა, კვლავ ღეროზე მიმემაგრებინა, თუმცა ვიცოდი, რომ ეს შეუძლებელია - დაზიანებულ ვარდს ვეღარ აღადგენ.

ეს ყვავილი რამდენიმე დღის წინ ჩემმა ცოლიანმა მამაკაცმა მაჩუქა. ყვავილი ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. ეს დაპირება იყო, რომ ჩემს ტკივილს მალე ბოლო მოეღებოდა, საბოლოოდ მიატოვებდა ცოლს და ჩემთან იქნებოდა. რა
თქმა უნდა, ამის არ მჯეროდა, ამის დაჯერება ხომ უბრალოდ შეუძლებელია.

ერთად სამი წელი ვიყავით. ყველაფერი ჩემი ქმრის ღალატით დაიწყო, როცა სამაგიეროს გადახდა დავაპირე - მან მიღალატა. მისი ღალატი დავგეგმე, მერე შერიგებასა და ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებდი, გვეცოდინებოდა რომ გავთანაბრდით.

მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. რომანი სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა, პრაქტიკულად ერთმანეთის განუყოფელი ნაწილები გავხდით, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სახლში მეუღლეებთან ვბრუნდებოდით.

დანაშაულის გრძნობა არ მასვენებდა, ქმარს თვალებში ვერ ვუყურებდი, ვერც საკუთარი თავისთვის გამესწორებინა თვალი. არ ვიცი რა მემართებოდა, მაგრამ ყველაფერი, რაც მსურდა - ეს მასთან ყოფნა იყო, ჩემს საყვარელთან.

ოჯახების მიტოვებას ვგეგმავდით, დაქორწინება და ბავშვების გაჩენა გვინდოდა. თუმცა ის მაფრთხილებდა, რომ მის გამო ოჯახი არ მიმეტოვებინა. ვფიქრობდი, უბრალოდ სიფრთხილეს იჩენს მეთქი და არ დავუჯერე. ჩვენი რომანის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ქმარს გავეყარე.

სასამართლოს დასრულებისთანავე ჩემს საყვარელს დავურეკე და ჩემს გამო ორივეს ძალიან გვიხაროდა. თითქმის ერთად ვიყავით, კანონიერად. ახლა მისი ჯერი დადგა და მპირდებოდა, რომ ამას მალე გააკეთებდა. დრო სექტემბრისთვის დავნიშნეთ. თუმცა სექტემბერმა უშედეგოდ ჩაიარა, ის კვლავ ცოლიანი იყო და იმედის დაკარგვა დავიწყე.

უცნაური დამთხვევა მოხდა, მოგვიანებით ჩემი ძმაც საყვარლის გამო ცოლს გაეყარა. მაშინ დავფიქრდი, რატომ აღმოჩნდა ჩემი ძმის საყვარელი გაცილებით ფრთხილი, ვიდრე მე? რატომ გავხდი ცარიელი დაპირებების მსხვერპლი და როგორ ვერ მივხვდი, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის არ ვუნდოდი?

მერე მივხვდი, რომ ჩვენი სიტუაციები სხვადასხვაგვარი იყო და ამან გამახალისა. მჯეროდა მამაკაცის, რომელიც მიყვარდა, რომ მისი ტყუილი სიმართლედ იქცევა, რომ ცოლს მიატოვებს და ჩემთან დარჩება. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მის გამო ქმარი მივატოვე.

მაგრამ ეს არასდროს მომხდარა. მამაკაცის მოლოდინში კიდევ ერთი წელი ვიტანჯებოდი. გამუდმებით მის ცხოვრებაზე ვფიქრობდი, ყველა ქალზე, რომლებთანაც ის მეგობრობდა. ძალიან ეჭვიანი ვიყავი და ჩემთან ურთიერთობა ადვილი არ იყო. მაგრამ მან იცოდა რას აკეთებდა, როგორ უნდა გავემხნევებინე.

ჩემი ნებისმიერი ისტერიის შემდეგ, ყოველთვის ბოდიშს მიხდიდა, ყვავილები მოჰქონდა. უკანასკნელი სკანდალისას, იფიქრა ფეისბუქზე ვაკონტროლებდი და ის ერთადერთი ვარდი მომიტანა.

ჩემი გადაჭრილი ყვავილი სიმბოლო იყო, დასასრულის სიმბოლო. არა მარტო ვარდისთვის, არამედ ჩვენი ურთიერთობისთვისაც. ეს იყო დღე, როცა გადავწყვიტე, საყვარლის რამდნიმე წლიანი სტატუსის ტარება დამესრულებინა.

მასთან ურთიერთობა გაზაფხულის ერთ მშვენიერ და თბილ დღეს დავასრულე. ამან გამანადგურა. კიდევ რამდენიმე დღეს განვიცადე - არ ვჭამდი, არ მეძინა, საწოლიდან არ ვდგებოდი. ვერაფრით ვეგუებოდი იმ აზრს, რომ თავის ცოლთან იყო და არა ჩემთან. თუმცა კიდევ ერთი რამ ვიცოდი - თუ დავბრუნდებოდი, ყველაფერი ასე დარჩებოდა: იმ იმედით ვიქნებოდი, რომ ოჯახს მიატოვებდა, მეტყოდა, რომ ასეც მოიქცეოდა, მე კი იმედგაცრუებების მსხვერპლად ვიქცეოდი.

მხოლოდ ერთი გამოსავალი მქონდა - და უკან აღარასდროს მიმიხედავს.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
nina
ვინმე ნიკას, გიჟები არიან თავისუფლები და ცხოველები ცხოვრობენ როგორც უნდათ. ბავშობაში თუ წაგიკითხია ჭრიჭინამ როგორ უზრუნველად გაატარა ზაფხული დანარჩენი ალბათ შენც იცი. ყველა ვინც როგორც უნდა ისე ცხოვრობს სიბერეში მწარედ ტირის, მერე მორალური მხარე პასუხისმგებლობა დასხვა მრავალი ფაქტორი.
04:48 / 03-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ღალატი და უზნეობა არავის შერჩება,ეს ცხოვრების კანონზომიერებაა, ბედნიერების ქურდები ყოველთვის დასჯილან,მოპარული ბედნიერება უბედურებად ექცევათ, განსაკუთრებით მათ, ვინც სხვის ქმრებზე ნადირობს
18:55 / 30-03-2016
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ძალიანაც კარგი.მეტის ღირსია შენისთანა ქალი.ახვარო
23:22 / 21-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ეს ვერ გამიგია ქალი რომ ამას იტყვის რომ ქმარს სამაგიერო გადავუხადე რომ საყვარელი ყავდაო, და მეც გავიჩინეო,ეს არის ბოზი სულისკვეთების მქონე ქალები რომლებსაც სისხლი უდუღთ, და ამით პოულობენ მისი უტვინო თავით გამოსავალს,ქალი ფასდება პატიოსნებით რაც არ უნდა შეხვდეს ოჯახში. ყოველთვის თავი ხელში უნდა აიყვანო პათივი ჯერ შენს თავს უნდა სცე და მერე შენს შვილებს,კაცი ოდიდგანვე დადიოდა ქალებში და ივლის კიდევაც.ეს იმას არნიშნავს რომ მას ცოლი არ უყვარს ეს არის ერთჯერადი გართობა მათთვის ეს ყველას არ ეხება.
11:41 / 20-03-2016
გამოხმაურება / 0 /
Zura martalia, ra samagieros gadaxda, mec qali vara, magram magas rogor vinagres. Ase arsad ar xdeba. Gagamwara? GASHORDI!..
21:12 / 19-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ნუ გაატრაკეთ ბოზებიც ხართ და პიდარასტებიც ერთხელ მოხვედი როგორც გინდა ისე უნდა იცხოვრო.
15:39 / 19-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ქრისტი
კარგ ქალს კი უბოზდება ქმარი მაგრამ ბედნიერი მაინც ვერაა ვერავინ...თავი დაანებეთ სხვის ქმრებს.
17:20 / 17-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ია
”კარგ კაცს ცოლი არ გაუბოზდება” ის კაცი კი არა, არა კაცია, თავის ცოლს ვერ მოუარა და სხვას დასდევს, მაგისთანა ადამიანს კაცი არ ქვია და შუბლის ძაფი გაწყვეტილი აქვს ან საერთოდ არ ქონია
15:09 / 16-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ზურა-ს
ნამდვილი ქართული ლოგიკით მსჯელობ,სამაგიეროს გადახდას ქალი არ დააპირებს,თუ ძალიან არ ატკინა გული ქმრის ღალატმა და ისე,რომ იცოდე სულ არ მგონია ადვილი ამის გაკეთება,ბევრად რთულია,ვიდრე კაცებს ჰგონიათ! არ ეღალატა ქმარს და არც მას უღალატებდნენ,მაგრამ საქართველოში,ხომ კაცისთვის ნებადართულია ცოლის გარდა ერთი ან რამდენიმე ქალთან გართობა და მას არავინ არც უსაყვედურებს,არც გაკიცხავს,ქალისთვის კი ეს ბოზობაა! ამიტომ არ მიკვირს მსგავსად მსჯელობა...ჩემთვის ის ბოზი არანაირად არაა,მაგრამ ისე მაგარი უტვინო და უთავმოყვარეო არსებაა,იმიტომ,რომ ორ კაცს თავი გააბითურებინა,ჯერ ქმარს და მერე საყვარელს! სამწუხაროდ,სხვისი ოჯახის დანგრევის მცდელობაც არაა ღირსეული საქციელი არც ქალის,არც კაცის მხრიდან...რაც შეეხება კაცებს,რომლებისთვისაც ეს ქალი სათამაშო იყო მხოლოდ,ჩემი გადმოსახედიდან ორივე ნაგავი და ნაბიჭვარია...ცოდოები არიან ასეთი უჭკუო ქალები,თავის ფასი რომ არ იციან...
13:51 / 16-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ზურა
სამაგიეროს გადახდა? აბა ეხლა დაფიქრდი მასამაგიეროთი შენ გამოხვედი ბოზი თუ შენი ქმარი?)) ამაზე რომ დაფიქრდები მერე კიდევ ერთხელ დაფიქრდი და მიხვდები რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, ახალ საყვარელს იპოვი, მეორეს, მესამეს, მეოთხეს... მეათეს, რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს, შენ ხომ მაინც უკვე ბოზი ხარ!?)))
17:24 / 15-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS