15 მარტი, 2016
ქმარი ცოლიანი მამაკაცის გამო მივატოვე, მან კი ცოლი არ მიატოვა
ვარდის კოკორი მესამე სართულიდან გადავარდა და ჩემი აივნის ქვეშ დავარდა. მივაჩერდი, შემდეგ კი ბაღის მაკრატელს შევხედე, რომელიც ხელში მეჭირა. ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა. უეცრად შევშინდი, კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე, რომ ყვავილი ამეღო და უკან დამებრუნებინა, კვლავ ღეროზე მიმემაგრებინა, თუმცა ვიცოდი, რომ ეს შეუძლებელია - დაზიანებულ ვარდს ვეღარ აღადგენ.

ეს ყვავილი რამდენიმე დღის წინ ჩემმა ცოლიანმა მამაკაცმა მაჩუქა. ყვავილი ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. ეს დაპირება იყო, რომ ჩემს ტკივილს მალე ბოლო მოეღებოდა, საბოლოოდ მიატოვებდა ცოლს და ჩემთან იქნებოდა. რა
თქმა უნდა, ამის არ მჯეროდა, ამის დაჯერება ხომ უბრალოდ შეუძლებელია.

ერთად სამი წელი ვიყავით. ყველაფერი ჩემი ქმრის ღალატით დაიწყო, როცა სამაგიეროს გადახდა დავაპირე - მან მიღალატა. მისი ღალატი დავგეგმე, მერე შერიგებასა და ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებდი, გვეცოდინებოდა რომ გავთანაბრდით.

მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. რომანი სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა, პრაქტიკულად ერთმანეთის განუყოფელი ნაწილები გავხდით, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სახლში მეუღლეებთან ვბრუნდებოდით.

დანაშაულის გრძნობა არ მასვენებდა, ქმარს თვალებში ვერ ვუყურებდი, ვერც საკუთარი თავისთვის გამესწორებინა თვალი. არ ვიცი რა მემართებოდა, მაგრამ ყველაფერი, რაც მსურდა - ეს მასთან ყოფნა იყო, ჩემს საყვარელთან.

ოჯახების მიტოვებას ვგეგმავდით, დაქორწინება და ბავშვების გაჩენა გვინდოდა. თუმცა ის მაფრთხილებდა, რომ მის გამო ოჯახი არ მიმეტოვებინა. ვფიქრობდი, უბრალოდ სიფრთხილეს იჩენს მეთქი და არ დავუჯერე. ჩვენი რომანის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ქმარს გავეყარე.

სასამართლოს დასრულებისთანავე ჩემს საყვარელს დავურეკე და ჩემს გამო ორივეს ძალიან გვიხაროდა. თითქმის ერთად ვიყავით, კანონიერად. ახლა მისი ჯერი დადგა და მპირდებოდა, რომ ამას მალე გააკეთებდა. დრო სექტემბრისთვის დავნიშნეთ. თუმცა სექტემბერმა უშედეგოდ ჩაიარა, ის კვლავ ცოლიანი იყო და იმედის დაკარგვა დავიწყე.

უცნაური დამთხვევა მოხდა, მოგვიანებით ჩემი ძმაც საყვარლის გამო ცოლს გაეყარა. მაშინ დავფიქრდი, რატომ აღმოჩნდა ჩემი ძმის საყვარელი გაცილებით ფრთხილი, ვიდრე მე? რატომ გავხდი ცარიელი დაპირებების მსხვერპლი და როგორ ვერ მივხვდი, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის არ ვუნდოდი?

მერე მივხვდი, რომ ჩვენი სიტუაციები სხვადასხვაგვარი იყო და ამან გამახალისა. მჯეროდა მამაკაცის, რომელიც მიყვარდა, რომ მისი ტყუილი სიმართლედ იქცევა, რომ ცოლს მიატოვებს და ჩემთან დარჩება. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მის გამო ქმარი მივატოვე.

მაგრამ ეს არასდროს მომხდარა. მამაკაცის მოლოდინში კიდევ ერთი წელი ვიტანჯებოდი. გამუდმებით მის ცხოვრებაზე ვფიქრობდი, ყველა ქალზე, რომლებთანაც ის მეგობრობდა. ძალიან ეჭვიანი ვიყავი და ჩემთან ურთიერთობა ადვილი არ იყო. მაგრამ მან იცოდა რას აკეთებდა, როგორ უნდა გავემხნევებინე.

ჩემი ნებისმიერი ისტერიის შემდეგ, ყოველთვის ბოდიშს მიხდიდა, ყვავილები მოჰქონდა. უკანასკნელი სკანდალისას, იფიქრა ფეისბუქზე ვაკონტროლებდი და ის ერთადერთი ვარდი მომიტანა.

ჩემი გადაჭრილი ყვავილი სიმბოლო იყო, დასასრულის სიმბოლო. არა მარტო ვარდისთვის, არამედ ჩვენი ურთიერთობისთვისაც. ეს იყო დღე, როცა გადავწყვიტე, საყვარლის რამდნიმე წლიანი სტატუსის ტარება დამესრულებინა.

მასთან ურთიერთობა გაზაფხულის ერთ მშვენიერ და თბილ დღეს დავასრულე. ამან გამანადგურა. კიდევ რამდენიმე დღეს განვიცადე - არ ვჭამდი, არ მეძინა, საწოლიდან არ ვდგებოდი. ვერაფრით ვეგუებოდი იმ აზრს, რომ თავის ცოლთან იყო და არა ჩემთან. თუმცა კიდევ ერთი რამ ვიცოდი - თუ დავბრუნდებოდი, ყველაფერი ასე დარჩებოდა: იმ იმედით ვიქნებოდი, რომ ოჯახს მიატოვებდა, მეტყოდა, რომ ასეც მოიქცეოდა, მე კი იმედგაცრუებების მსხვერპლად ვიქცეოდი.

მხოლოდ ერთი გამოსავალი მქონდა - და უკან აღარასდროს მიმიხედავს.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ხატია
სახელი "ლელა" კაცებსაც ჰქვიათ? :D :D
21:12 / 04-09-2017
გამოხმაურება / 0 /
საბოლოოდ მიატოვებდა ცოლს და ჩემთან იქნებოდა
საბოლოოდ მიატოვებდა ცოლს და ჩემთან იქნებოდა საბოლოოდ მიატოვებდა ცოლს და ჩემთან იქნებოდა საბოლოოდ მიატოვებდა ცოლს და ჩემთან იქნებოდა საბოლოოდ მიატოვებდა ცოლს და ჩემთან იქნებოდა ხოდა იჯექი ეხლა მარტო აგარც ქმარი და აგარც საყვარელი
16:24 / 04-09-2017
გამოხმაურება / 0 /
nino
bodishi,tu es istoria martalia.kargad mogivida.rac mogiva davitao,yvela sheni tavitao.tu magdeni gabede,nu geshinia kidev ishovi vinmes.
22:51 / 29-01-2017
გამოხმაურება / 0 /
Zuras
Anu bozi marto qali sheidzleba rom iyos? Vai shens patrons...dzagli saxlshi ar vargoda da sanadirod garbodao?kai kazs zoli ar gaubozdeba da tu kazs zolis movla,mixedva da dakmayopileba ar sheudzlia,imden pativiszemas rom ver daimsaxurebs rom zolma rqebi ar daadgas,im kazma savas bozi rogor unda daudzaxos?
00:19 / 22-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
ხალხო რა ვერ შეიგნეთ, ვარვინ ვერავის ვერ მოინადირებს თუ იმ ორს იდეალური ურთიერთობა აქვთ ანუ ცოლ ქმარს, სხვის ქმრებსზე ნადირობთო იქით ნადირობენ ქალებზე, თუ ვერ ხედავთ თქვენ ქმრებს სხვას ნუ აბრალით მერე, მაგრამ მეტი გზა არ გაქვთ და თავი ხო უნდა დაიმშვიდოთ სხვაზე გადაბრალებით, რომ მერე იცხოვროთ სიყალებეში, ნუ შემეტენე ქალებზე არ მაქვს ლაპარაკი, გამონაკლისებიც არსებობენ.
12:53 / 13-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ჯორიკუდა
ბევრ ქალს და კაცს ემართება ჩმორობის ვირუსი (ცოლქმარ შორის ღალატი)და მერე ამას სწორ სახელს კი არ არქმევენ არამედ ვითომ ალამაზებენ ,,სიგიჟემდე მიყვარდა,, მის გარეშე არ შემეძლო ,, ,,მასთან უბედნიერესი ვიყავი,, და ა.შ. და რეალურად ეს მართლაც ჩმორობაა როდესაც ღალატობ ოჯახს , შვილებს , შენი ოჯახის მომავალს რომ თავზე დაათესსლ.... და საბოლაოდ რა შედეგს ღებულობენ ? პასუხი - ბოზურ ცხოვრებას
15:14 / 27-08-2016
გამოხმაურება / 0 /
meriko
კი იმ კაცმა კი არ მიატოვა ცოლი მარა საერთოდაც არ უნდა გაეჩინა ის ბანძი ქალი. და კარგად უყო რომ დატოვა ესე.
10:02 / 15-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მედეა
დგეს ნამდვილად სუფტა ცხოვრებიტ ვცხოვრობ მადლობა გმერტს. მაგრამ არვიცი ხუალე რა იქნება. ამოუცნობი არს გზანი უფლისანი. ტუმცა მასეტებს ანუ საყვარლებს ზაპასკებს ვეზახი აზრი არაქვს ქალია ტუ კაცი .. ის რომ ქმარს იმიტო ვუგალატე რო ვალის გადახდა მინდოდაო ეგ აფსურდია. მასეტ სჰემტხვევასი პირველ რიგსი საკუტარ ტავს გალატობს ადამიანი
23:38 / 02-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ლელა-ს-ს
კაცი ვარ და გეუბნები,მართალია ლელა-დავდიოდი და ვივლი.არ მაპატიებს და გამისკდა გული.რაც გინდა ის ქნას.
14:17 / 25-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ლელა-ს
,,კაცი ოდითგანვე დადიოდა ქალებში და ივლის კიდევაც..." -თქვენნაირად მოაზროვნე ქალებით რომაა სავსე ქვეყანა,ივლის აბა რას იზამს! თქვენ მოითმინეთ ბატონო ქმრის ,,ერთჯერადი გართობა,ვისი გულისთვისაც გინდათ,მაგრამ იმ ქალებს ნუ განიკითხავთ,რომლებიც კაცს ამ სითავხედეს და შეურაცხყოფას არ პატიებენ და არანიარად ბოზებად არ უნდა ნათლავდეთ მათ! ისე, რომ იცოდეთ, ერთჯერადი ღალატი არ არსებობს,მერე მრავალჯერადად იქცევა ხოლმე,თქვენც ადექით და ითმინეთ სიცოცხლის ბოლომდე!
20:35 / 15-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS