28 აგვისტო, 2013
მაზლმა საფრანგეთიდან 60 წლის სტრიპტიზიორი ჩამოიყვანა
ჩემს დედამთილს ის ქალი რეზის დედობილი ჰგონია და თავზე დაჰკანკალებს. 
სამი წელია, რაც მე და ოთო დავქორწინდით და მიუხედავად იმისა, რომ შვილი ჯერ არ გვყავს, მაინც ბედნიერები ვართ. მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს, ოროთახიან ბინაში დედამთილსა და მის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძმასთან ერთად ვცხოვრობთ.

ჩემი მაზლი, რომელიც ოთოზე 15 წლით დიდია და უკვე რვა წელია საფრანგეთში ცხოვრობს, ამ სამი წლის განმავლობაში არასოდეს ჩამოსულა. მაზლი გათხოვების შემდეგ სკაიპით გავიცანი.

ორი კვირის წინ მოულოდნელად გვესტუმრა. ჩემი საწყალი დედამთილი
შოკიდან ვერ გამოდიოდა. მაგრამ შვილის დანახვით მოგვრილ სიხარულს მეორე შოკიც დაერთო, რეზი 60 წლის უცნაური ჩაცმულობის და ვარცხნილობის ქალთან ერთად ჩამოვიდა.

ვინმე ვირჯინია ფრანგი სტრიპტიზიორი აღმოჩნდა, რომელთანაც ეს წლები უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა. მაგრამ ბოლოს ისე გაუჭირდათ, რომ რეზი საყვარელთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.

ჩემს დედამთილს ის ქალი რეზის დედობილი ჰგონია და თავზე დაჰკანკალებს. წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება, როცა ყველაფერი გაირკვევა.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნატ......
samive qalbatons getanxmebitttt :))))))))
22:10 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ყველაფერი რომ გაირკვევა ეგ ამბავიც დაწერე :)
21:22 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
შენ რა იცი რომ საყვარელია, ეგებ მეგობრები არიან, ტუ სანტელი გიჭირავს? სენი გაგების ქალისტვის ძნელია იმის წარმოდგენა ალბატ ორმ ესენი უბრალოდ სეიზლებნა მეგობრები იყვნენ
20:12 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
შენს პრობლემებს მიხედე თ ქალი ხარ რაში გეკითხება მაზლის ცხოვრება?შენი გადასაწყვეტი არაა ეგ საქმეე.....ვინ ვისთან იცხოვრებს .თუ რამე არ მოგწონს წადი სადაც გინდა და თუ მაგარი ქალი ხარ ააწყე ცხივრება შენს ქმართან ერთად.....
10:17 / 29-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS