05 თებერვალი, 2016
ერთი ექიმის გულისამაჩუყებელი ისტორია, ნამდვილ სასწაულზე
ბევრ ჩვენგანს ჰყავს მეგობრები, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ.

ეს არაჩვეულებრივი ისტორია მოგიყვებათ რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტად ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანი. არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რასაც ჩვენი გულის მკურნალობა შეუძლია:

გამოჩენილი ექიმი-კარდიოლოგის, აკადემიკოს ვლადიმერ ალმაზოვის კაბინეტში იდგა ქილა, რომელშიც გული იყო მოთავსებული. ამ გულის ისტორია კი ყველა სტუდენტმა იცოდა.

50-იან წლებში, როცა ალმაზოვი ჯერ კიდევ პირველი სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო - საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა გოგონა, ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტის დიაგნოზით. ეს საშინელი, მომაკვდინებელი დაავადებაა.

მას უიმედო
პაციენტად მიიჩნევდნენ. გოგონა 40 გრადუს სიცხეს ატარებდა, გული ვეღარ ძლებდა. მას წამყვანმა პროფესორებმა გამოკვლევა ჩაუტარეს, ესწრებოდნენ ინტერნებიც.

პრაქტიკანტებს შორის იყო ვლადიმერ ალმაზოვიც, წარმატებული და ნიჭიერი სტუდენტი.
არა, მას ენდოკარდიტის განკურნების რევოლუციური მეთოდები არ შეუთავაზებია, მას უბრალოდ შეუყვარდა - ის ძალიან ლამაზი გოგონა იყო.

პრაქტიკანტი ალმაზოვი, გოგონას პალატაში ყოველდღე სტუმრობდა, თან ყვავილებიც მიჰქონდა. ექიმი მომაკვდავ გოგონასაც შეუყვარდა და ნელ-ნელა გამოჯანმრთელება დაიწყო.
ისინი დაქორწინდნენ, შვილები შეეძინათ, ხოლო ვერცხლის ქორწინების წლისთავზე მოიწვიეს ექიმები, რომლებმაც გოგონა განკურნეს.

ხოლო, როცა დიდი ხნის შემდეგ ეს ქალი გარდაიცვალა, გული პირველ სამედიცინო უნივერსიტეტს დაუტოვა, რათა ყველა ახსოვდეს: დაავადებული გული მოსიყვარულე გულით იკურნება...

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS