23 აგვისტო, 2013
ქმრის ფეხმძიმე საყვარელი ჩამისახლდა
შოკში ჩავვარდი, ჯერ ამ გოგოს უმწეობით და მერე ჩემი ქმრის უტიფრობით, რომელიც საკუთარი შვილის დედას ღამით სახლიდან აგდებდა ალბათ, მეც ბევრი თქვენგანივით დაუჯერებელ ისტორიას ვყვები და მეც ვიცინოდი, როცა სხვების ტკივილს ვკითხულობდი, რადგან ყოველთვის ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი მეგონა.

საგიჟეთში ვცხოვრობ. არ ვიცი, ამას როდემდე გავუძლებ. რვა თვის წინ გავიგე, რომ ჩემს მეუღლეს საყვარელი ჰყავდა. თავიდან არ მჯეროდა, მერე კი თითქოს ბედს შევეგუე, რადგან ძალიან კარგი მამა იყო. ამ თემაზე აღარც ვსაუბრობდით.

ერთხელ ვიჩხუბეთ და მორჩა.
სხვადასხვა ოთახში ვიძინებდით. სამი თვის წინ ღამის 3 საათზე კარზე ზარი გაისმა, მაგრამ ლოგინიდან არ ავმდგარვარ. მალე ჩემი მეუღლის ყვირილი გავიგე და გიჟივით წამოვ-ვარდი.

კართან 20 წლამდე გოგონა იდგა და ღამის გათენებას ეხვეწებოდა. მე რომ დამინახა, მუხლებში ჩამივარდა, მითხრა, შენი ქმრისგან შვილს ველოდები, ოჯახში რომ გაიგეს, გამომაგდეს და რამე მიშველეო.

შოკში ჩავვარდი, ჯერ ამ გოგოს უმწეობით და მერე ჩემი ქმრის უტიფრობით, რომელიც საკუთარი შვილის დედას ღამით სახლიდან აგდებდა. შინ შემოვიყვანე. ამის დანახვაზე ჩემი ქმარი გადაირია და სახლიდან წავიდა.

იმ ღამეს გოგონას ჩაი დავალევინე და ჩემს ოთახში დავაწვინე. საბედისწერო ღამის შემდეგ სამი თვე გავიდა. მეუღლე სახლიდან სამუდამოდ წავიდა. მეც მიმატოვა და საყვარელიც. ჩვენ კი ვცხოვრობთ დებივით.

ხანდახან მამისგან უჩუმრად დედაც მოაკითხავს ხოლმე. ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ ეს პატარა, უმწეო და უტვინო გოგონა, რომელმაც ოჯახი დამინგრია, საკუთარი შვილივით შემიყვარდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
ქეთი
რა მადლი იქნება ორცოლიანობა დაუშვან საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ბევრი ქალი იქნება თანახმა. ჯერ ერთი გაუთხოვარი ქალების ბუმია და სულ არაფერს ენდომებათ, მეორეც - აგერ, ხომ შეინარჩუნებდნენ ეს დებივით გვრიტები ქმარს? :)
21:19 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაი რა გვეშველება:-(
მერე რა მოხდება ნეტა?ლუის ალბერტო დაბრუნდება მარიანასთან თუ წავა სამუდამოდ?:D ამას 256-ე სერიიდან გავიგებთ
20:34 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რა გიკვირთ? ქართული გაგებით "კაცი სხვასთან გაივლის რა მოხდა".ოო მივხვდი , თქვენ ის გიკვირთ ცოლმა რომ ის ქალი მიიღო, უდანაშაულო ბავშვზე მზრუნველობა რომ დაიწყო.აბორტის გაკეთება რომ არ მოთხოვა. "ძალიან მომეწონა" მშობელი მამა, ნამდვილი ვაჟკაცი შვილი რომ სახლიდან გააგდო და ქმარი რომ სახლიდან წავიდა.
20:03 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაიმე
ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად დიდხანს...
19:43 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათი
ღმერთო არ გამაგიჟო
19:08 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
მგონი მართლა უნდა აიკრძალოს სერიალები ;)
18:10 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სანო
სერიალმა პროგრესი განიცადა,მაგრები ვართ ეს ქართველები
17:51 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა ზღაპრებს იგონებთ რაააა.
17:35 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
127 სერიის დასასრული??? რაა არი, რა უბედურებაა. ქმარი წავიდა წავიდა, ერთად ცხოვრება ცოლის და საყვარლის რაღაც ახალია და გამომრჩა? ან აქ რო წერთ, მერე? აზრი? წავიდოდა ის კაცი აბა რა იქნებოდა....
16:01 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS