23 აგვისტო, 2013
ქმრის ფეხმძიმე საყვარელი ჩამისახლდა
შოკში ჩავვარდი, ჯერ ამ გოგოს უმწეობით და მერე ჩემი ქმრის უტიფრობით, რომელიც საკუთარი შვილის დედას ღამით სახლიდან აგდებდა ალბათ, მეც ბევრი თქვენგანივით დაუჯერებელ ისტორიას ვყვები და მეც ვიცინოდი, როცა სხვების ტკივილს ვკითხულობდი, რადგან ყოველთვის ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი მეგონა.

საგიჟეთში ვცხოვრობ. არ ვიცი, ამას როდემდე გავუძლებ. რვა თვის წინ გავიგე, რომ ჩემს მეუღლეს საყვარელი ჰყავდა. თავიდან არ მჯეროდა, მერე კი თითქოს ბედს შევეგუე, რადგან ძალიან კარგი მამა იყო. ამ თემაზე აღარც ვსაუბრობდით.

ერთხელ ვიჩხუბეთ და მორჩა.
სხვადასხვა ოთახში ვიძინებდით. სამი თვის წინ ღამის 3 საათზე კარზე ზარი გაისმა, მაგრამ ლოგინიდან არ ავმდგარვარ. მალე ჩემი მეუღლის ყვირილი გავიგე და გიჟივით წამოვ-ვარდი.

კართან 20 წლამდე გოგონა იდგა და ღამის გათენებას ეხვეწებოდა. მე რომ დამინახა, მუხლებში ჩამივარდა, მითხრა, შენი ქმრისგან შვილს ველოდები, ოჯახში რომ გაიგეს, გამომაგდეს და რამე მიშველეო.

შოკში ჩავვარდი, ჯერ ამ გოგოს უმწეობით და მერე ჩემი ქმრის უტიფრობით, რომელიც საკუთარი შვილის დედას ღამით სახლიდან აგდებდა. შინ შემოვიყვანე. ამის დანახვაზე ჩემი ქმარი გადაირია და სახლიდან წავიდა.

იმ ღამეს გოგონას ჩაი დავალევინე და ჩემს ოთახში დავაწვინე. საბედისწერო ღამის შემდეგ სამი თვე გავიდა. მეუღლე სახლიდან სამუდამოდ წავიდა. მეც მიმატოვა და საყვარელიც. ჩვენ კი ვცხოვრობთ დებივით.

ხანდახან მამისგან უჩუმრად დედაც მოაკითხავს ხოლმე. ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ ეს პატარა, უმწეო და უტვინო გოგონა, რომელმაც ოჯახი დამინგრია, საკუთარი შვილივით შემიყვარდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
რა სისულელეა, მაგარი გოგო კიარა რაგაც სასწაული ხაარ
ჯერ გაიგე ქმარს საყვარელი ყავს და დააიგნორე, მერე ის საყვარელი სახლში შეისახლე და დებივით ვარო ......... არ გინდა იმკურნალოო? უთავმოყვარეო ქალი ხარ! იმ საყვარლის მშობლებსაც უპატრონე ბარემ და მერე შვილს რომ გააჩენს მოუნათლე!!!!!
12:43 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
მაგარი გოგო ხარ,მე მაგას ვერ შევძლებდი...ბავშვი რომ დაიბადება მერე რა მოხდება?
11:35 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ბოკვერი
Mr რე გამოგეგვიდზა
22:54 / 26-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლევან
საღოლ რა მაგარი ქალი ყოფილხარ.... მაგრამ ეს ყველაფერი ზალიან სასაცილოდ გამოიყურება
14:49 / 12-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
მე დავიდაქალე Hემი ქმრის საყვარელი და ამით პრობლემები მომეხსნა
20:33 / 26-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS