მისი ხმის გაგონებისთანავე მეტყველების უნარი დავკარგე. არც ვიცოდი რა მეთქვა. მისი ბედნიერება მახარებდა, მაგრამ იმავდროულად გული მიჩერდებოდა.
5 წლის წინ მითხრა, რომ ყოველთვის ვეყვარებოდი. მე მაშინ დავცინოდი და ვეუბნებოდი: "შენს ბედნიერებას ჯერ კიდევ შეხვდები".
შინაგანად კი მესმოდა, რომ არ ტყუოდა, მაგრამ მაინც მივატოვე.
როცა
მალე შეტყობინება მოვიდა. ის მწერდა:
"გამარჯობა. შენს ზარს ველოდი. იმედი მქონდა, რომ შენს ხმას ისევ გავიგებდი, მაგრამ შენ შეგეშინდა, ისე, როგორც მაშინ. ვიცი რატომ რეკავდი. რომ გაგეგო, ისევ მიყვარხარ თუ- არა. ჰო, მიყვარხარ. მე მაშინ შენთვის არ მომიტყუებია..."
გადარეკვა ვცადე, მაგრამ ნომერი მიუწვდომელი იყო. მეორე დღესაც დავურეკე, მერე კიდევ ბევრჯერ ვცადე.. ყოველდღე ვცდილობ მის ნახვას, მაგრამ თითქოს აორთქლდა.
ახლა 39 წლის ვარ. სულ მარტო. არც ბავშვი მყავს, არც კატა. თუმცა ისევ ის ნომერი მაქვს, რაც 15 წლის წინ მქონდა. იქნებ ოდესმე დამირეკოს.."
დასკვნა ერთია - დააფასეთ საყვარელი ქალები ახლა და არა მერე.
პენი ლეინი