18 იანვარი, 2016
მარტოხელა მამაკაცის აღსარება - „დააფასეთ საყვარელი ქალები ახლა და არა მერე“
"მე მას 5 წლის შემდეგ დავურეკე. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნომერი შეცვლილი არ ჰქონდა, თითქოს მელოდა. ყურმილი რომ აიღო, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ხმაში ისეთი ბედნიერება შევატყვე. ხმის ფონზე ბავშვები იცინოდნენ.

მისი ხმის გაგონებისთანავე მეტყველების უნარი დავკარგე. არც ვიცოდი რა მეთქვა. მისი ბედნიერება მახარებდა, მაგრამ იმავდროულად გული მიჩერდებოდა.

5 წლის წინ მითხრა, რომ ყოველთვის ვეყვარებოდი. მე მაშინ დავცინოდი და ვეუბნებოდი: "შენს ბედნიერებას ჯერ კიდევ შეხვდები".

შინაგანად კი მესმოდა, რომ არ ტყუოდა, მაგრამ მაინც მივატოვე.

როცა
ისევ ამოიღო ხმა, ტელეფონი გავთიშე და ტელეფონს ხელს მაგრად ვუჭერდი.

მალე შეტყობინება მოვიდა. ის მწერდა:

"გამარჯობა. შენს ზარს ველოდი. იმედი მქონდა, რომ შენს ხმას ისევ გავიგებდი, მაგრამ შენ შეგეშინდა, ისე, როგორც მაშინ. ვიცი რატომ რეკავდი. რომ გაგეგო, ისევ მიყვარხარ თუ- არა. ჰო, მიყვარხარ. მე მაშინ შენთვის არ მომიტყუებია..."

გადარეკვა ვცადე, მაგრამ ნომერი მიუწვდომელი იყო. მეორე დღესაც დავურეკე, მერე კიდევ ბევრჯერ ვცადე.. ყოველდღე ვცდილობ მის ნახვას, მაგრამ თითქოს აორთქლდა.

ახლა 39 წლის ვარ. სულ მარტო. არც ბავშვი მყავს, არც კატა. თუმცა ისევ ის ნომერი მაქვს, რაც 15 წლის წინ მქონდა. იქნებ ოდესმე დამირეკოს.."

დასკვნა ერთია - დააფასეთ საყვარელი ქალები ახლა და არა მერე.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ნნნ
ნინო თქვენმა კომენტარმა ძალიან დამაფიქრა, ზუსტად ეგრეა ესე იმიტომ ხდება რომ მამაკცები ნუ ნაწილი მაინც უმეტესობა თუ არა მშიშრები არიან, ქალი არასდროს წავა იმ კაცისგან რომელიც უყვარს თუ მამაკაცმა არ დატოვა ის...! ამ შემთხვევაში ჯობია პრაგმატული იყო და თავს შემოუძახო რომ შენ ცხოვრებას მიხედო და დასატოვებელი წარსულში დატოვო ძნელია მაგრამ მაინც....!
21:07 / 14-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ყველა უბედურების სათავე და მტავარი დამნაშავე ისაა, რომ მამაკაცები მშიშრები არიან, ძალიან მშიშრები და სუსტები..... მეც ისევ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 15 წელი გავიდა...... 8 წელი ვგლოვობდი იმედგაცრუებული...... 8 წელი ველოდი მის ზარს.... 8 წლის მანძლზე რამოდენიმეჯერ დამირეკა, ყოველთვის მეგონა, რომ ჩუმად მითვალთვალებდა, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ვიღაც გამოჩნდებოდა და სერიოზულ ურთიერთბაზე ვიწყებდი ფიქრს, მაშინვე მირეკავდა, მეც იმედი მეძლეოდა, რომ ჩვენ შევძლებდით ერთად ყოფნას, მაგრამ მერე, როგორც კი მის კონკურენტთან ურთერთობას ვწყვეტდი, ისევ იკარგებოდა. მე არაჩვეულებრივი ქმარი და შვილები მყავს; ქმარი ნამდვილად მიყვარს რეალური სიყვარულით, არაჩვეულებრივი ურთიერთბა გვაქვს და წარსდულზე ხშირად ნამდვილად არ ვფიქრობ, ძალიან იშვიათად მაქვს ნოსტალგია და ვათვითცნობიერებ, რომ მაინც მიყვარს, მიყვარს იმ ძველი ბავშვური სიყვარულით, როგორითაც ის 15 წლის წინ მიყვარდა, მასში ჩემი ემოცია მიყვარს, ჩემი განცდები მიყვარს, ჩემი ბავშვობა მიყვარს. .......
12:42 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკა
მართალია ეს გოგო, რადგან გამოჩნდა ოჯახი დაენგრია? იყო მისი სიყვარულის ღირსი? იკითხა ის ხუთი წელი როგორ გადაიტანა მიტოვებულმა?
23:44 / 11-03-2016
გამოხმაურება / 0 /
საცოდაობაა
საწყალი კაცი,ის კი არა ვინც ამბავი მოგვიყვა,იმ ქალის ქმარი,სხვა კაცს რო მისტიროდა და ,,ვითომ" შეყვარებულს,რომ სჯის.თუ ადამიანი მართლა გიყვარს,მისი დასჯა არ მოგინდება რაც არ უნდა გაგიკეთოს!!!!
15:54 / 10-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სრულიად შესაძლებელია ადამიანი ამდენი წელი შენთვის, ჩუმად გიყვარდეს. ეს მე ჩემ თავზე გამოვცადე და ზუსტად ვიცი რომ, ადამიანი რომელიც ახლლა მიყვარს, მიყვარდა 16 წლის წინ და მეყვარება 16 წლის მერეც. ის არც ჩემი ქმარია და მთელი 16 წელი ნანახიც არ მყავდა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი გავა, ვის შევხვდები ჩემი ცხოვრების გზაზე, მე ის მაინც ყოველთვის მეყვარება, ჩემთვის და ჩუმად :) უბრალოდ ადამიანები რაღაც მომენტებს ვუშვებთ ხელიდან. არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი, შენი სიყვარული უნდა დააფასო და გაუფრთხილდე.
23:45 / 30-01-2016
გამოხმაურება / 0 /
7seconds
Me kide calmxrivi siyvarulis xangrdzlivobis upro mjera. ..ეelodos დda iyos exla. ..
10:18 / 21-01-2016
გამოხმაურება / 0 /
შოკა
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია,ზოგსა კაცსა კაცუნაო.
22:35 / 19-01-2016
გამოხმაურება / 0 /
...........
კაცები არა ხართ ერთგულების გირსი,თუ გოგომ შეგიყვარათ თავში გივარდებათ,კი არ აფასებთ,გირსი ხარ რაც გაგიკეთა
20:36 / 19-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
არ მჯერავს. ცალმხრივი სიყვარული ამდენი ხანი ვერ გაძლებდა
19:49 / 19-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS