21 აგვისტო, 2013
დედამთილმა ვირის ტვინი მაჭამა
არ მომეწონა გემო, თან ვერ მივხვდი, რაღა იმ დროს გააკეთა, როცა სახლში ჩვენ გარდა არავინ იყო ჯადოსი და მსგავსი სისულელეების არასოდეს მჯეროდა სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე. სიგიჟემდე მიყვარდა ქმარი და დღეს მისი დანახვაც აღარ მინდა.

დედამთილს ჩემი რძლობა პირველივე დღიდან არ ესიამოვნა. თურმე თავისი შვილისთვის თანამშრომლის გოგო ჰყავდა შერჩეული და იმ ქალთან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.

მე და ერეკლე სიყვარულს არავისთან არ ვმალავდით. მშობლებთან ერთად კალთაში ჩამისვამდა და გულში მიხუტებდა. ერთ დღეს დედამთილმა რაღაც უცნაური საჭმელი
მაჭამა.

დედა რუსი ჰყავს და დამაჯერა, ვითომ მათი ტრადიციული კერძი იყო. არ მომეწონა გემო, თან ვერ მივხვდი, რაღა იმ დროს გააკეთა, როცა სახლში ჩვენ გარდა არავინ იყო. შემდეგ დაამატა, რადგან არ მოგწონს, კაცებსაც არ მოეწონებათ და გადავყრიო.

იმ დღიდან დაახლოებით ორი კვირა გავიდა, როცა პირველად ერეკლეს მიმართ საშინელი სიძულვილი ვიგრძენი. რამდენიმე დღეში კი გამოვუცხადე, რომ მასთან ცხოვრება არ შემეძლო და სახლი დავტოვე. შოკში ჩავარდა, არ მიშვებდა, მაგრამ წინააღმდეგობა ვეღარ გამიწია.

სახლში დავბრუნდი და ორ დღეში დედაჩემს უცნობმა ადამიანმა დაურეკა. სწორედ მან უთხრა, როგორ დაეხმარა ჩემს დედამთილს ჯადოს გაკეთებაში. უთხრა, სამი დღეა ჩემი შვილი ავარიაში მოყვა და მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ვლოცულობ.

ძლივს გიპოვეთ, ვიცი, თქვენი ცოდვა არ მომასვენებსო. მას შემდეგ სამი თვე გავიდა. რას აღარ ვაკეთებ იმისთვის, რომ ქმრის სიყვარული დამიბრუნდეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი მეშველა.

ერეკლე კი ჯიუტად მელოდება და წარმოდგენა არ აქვს დედამისის ჩადენილი ბოროტების შესახებ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
უსაქმური
დედამთილი მარნეულელი იქნებოდა
00:21 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მე არ მეხუმრება...ჩემს შვილს,25 წლის ბიჭს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს,ორი ოპერაცია გაუკეთეს,მაგრამ ანალიზებმა კიბო არ აჩვენა,ორი წელი ვიტნჯებოდით,ხელში მადნებოდა.საზღვარგარეთაც ვამკურნალე...მაინც დამეღუპა.სიკვდილამდე 1 თვით ადრე ტელეფონის ნომერი მომცა,დარეკე ამ ნომერზე,სიზმრად ჩამაწერინესო,აღმოჩნდა ნათელმხილველის ნომერი.ასე რამეების არ მჯეროდა,მაგრამ დამიჟინა...მოკლედ,ამ ქალმამითხრა,რომ ბალიშში მე და ჩემ შვილს ჯადო გვქონდა გაკეთებული,დავურეკე ახლობელს ,ნახე ბალიშები მეთქი(რაიონში ვცხოვრობ,ამჯერად თბილისში ვიყავით)ჩვენს ბალიშში მგლის ქონზე გაკეთებული ჯადო არმოჩნდა.ამ ქალმა მითხრა პირდაპირ,შენ შვილს უკვე ვერარაფერს ვშველი,რადგან ქიმიისგან ორგანიზმი განადგურებული აქვსო,მაგრამ თუ ამასარ მოვხსნი,ვინც იმ სახლში იცხოვრებს,ყველას ეს დღე მოელისო.მართლაც ჩემი შვილი ერტ თვეში დაიღუპა.ოჯახში ჩემი მაზლი და მისი შვილები ცხოვრობდნენ ჩვენ გარდა,არ უმართლებდათ...ახლა ყველაფერი გამოსწორდა მათთვის..და ეს იცოდა ჩემმა შვილმა-მე ვერაფერი მიშველის,მაგრამ სხვას მაინც ვიხსნიო.ნატელმხილველმა ისიც მითხრა,ვინ გააკეთა ეს ჯადო-მიმანიშნა..სამაგიეროს გადავუხდი თუ გინდა და ერთ წელიწადში მოვსპობო,მე ვიუარე-არ მინდა ცოდვაში გავეხვიო,ამის გამკეთებელს კი ღმერთი მაინც არ აპატიებს,მჯერა.გეფიცებით შვილის სულს-ეს სიმარტლეა და დაიჯერეთ.
23:34 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობი ...
დედამთილს ჩემთვის ვირის ტვინი არ უჭმევია, ვერ მოასწრო და ჩემი ქმარიც ვერ მოაჯადოვა , მაგრამ მის ქმარსა და გულშემატკივრებს ალბათ აჭმევდა ვირის ტვინს თუ არა სხვა რამეს მაინც, რადგან საშინლად შეაჯავრა ჩემი თავი...!!!ის, რომ დედამთილებს სხვადასხვა ხრიკებით შეულიათ რძლისა და შვილის დაცილება ეს ფაქტია, თუ როგორ ახერხებენ ამას ეს ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ ჯადო არსებობს ეკლესიურად , ვირის ტვინის ჭამა ერქმევა თუ ძაგლის არ აქვს მნიშვნელობა, ჯადო დედამთილების ყველაზე საუკეთEსო სასშუალება!!!
23:16 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
ეხხ მარტლა ვირის ტვინა ჯურნალისტები გვყავს საქარტველოსჰი აგარ იციან რა დაწერონ
23:02 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
!!!!
აქ რა შუაშია რომელი საუკუნეა.... ჯადოს საუკუნე და დრო აჭირდება!!!!! იგივე გამიკეთა მეც დედამთილმა
21:49 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თტ
საცოდავი ვირი
17:43 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
??????
ჩემი თვალით მაქ ნანახი როგორ იყიდა 2 ქალმა ვირი, მერე დააკვლევინეს პატრონს და მარტო თავი წაიგეს. მაგეთი ქალების დედა........
17:17 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსიკო
ამას ვირისტვინი თავიდანვე ექნებოდა თორემ ამ სისულელეებს არ იტყოდა. მაგრამ ის ვინც ეს დაწერა ნამდვილად ნაჭამი აქვს ვირის ტვინი.. რომელი საუკუნეა ხალხოოოოოოოოოოო გამოფხიზლდით ყველაფერის წერა არ შეიძლებააააა
16:42 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ამ ფოტოზე ნეტა ვისი ტვინია გამოსახული :), ტვინი გადამეღალა ამ სისულელეების კითხვით
16:38 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაი
და ისევ ვაი
15:53 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS