21 აგვისტო, 2013
დედამთილმა ვირის ტვინი მაჭამა
არ მომეწონა გემო, თან ვერ მივხვდი, რაღა იმ დროს გააკეთა, როცა სახლში ჩვენ გარდა არავინ იყო ჯადოსი და მსგავსი სისულელეების არასოდეს მჯეროდა სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე. სიგიჟემდე მიყვარდა ქმარი და დღეს მისი დანახვაც აღარ მინდა.

დედამთილს ჩემი რძლობა პირველივე დღიდან არ ესიამოვნა. თურმე თავისი შვილისთვის თანამშრომლის გოგო ჰყავდა შერჩეული და იმ ქალთან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.

მე და ერეკლე სიყვარულს არავისთან არ ვმალავდით. მშობლებთან ერთად კალთაში ჩამისვამდა და გულში მიხუტებდა. ერთ დღეს დედამთილმა რაღაც უცნაური საჭმელი
მაჭამა.

დედა რუსი ჰყავს და დამაჯერა, ვითომ მათი ტრადიციული კერძი იყო. არ მომეწონა გემო, თან ვერ მივხვდი, რაღა იმ დროს გააკეთა, როცა სახლში ჩვენ გარდა არავინ იყო. შემდეგ დაამატა, რადგან არ მოგწონს, კაცებსაც არ მოეწონებათ და გადავყრიო.

იმ დღიდან დაახლოებით ორი კვირა გავიდა, როცა პირველად ერეკლეს მიმართ საშინელი სიძულვილი ვიგრძენი. რამდენიმე დღეში კი გამოვუცხადე, რომ მასთან ცხოვრება არ შემეძლო და სახლი დავტოვე. შოკში ჩავარდა, არ მიშვებდა, მაგრამ წინააღმდეგობა ვეღარ გამიწია.

სახლში დავბრუნდი და ორ დღეში დედაჩემს უცნობმა ადამიანმა დაურეკა. სწორედ მან უთხრა, როგორ დაეხმარა ჩემს დედამთილს ჯადოს გაკეთებაში. უთხრა, სამი დღეა ჩემი შვილი ავარიაში მოყვა და მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ვლოცულობ.

ძლივს გიპოვეთ, ვიცი, თქვენი ცოდვა არ მომასვენებსო. მას შემდეგ სამი თვე გავიდა. რას აღარ ვაკეთებ იმისთვის, რომ ქმრის სიყვარული დამიბრუნდეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი მეშველა.

ერეკლე კი ჯიუტად მელოდება და წარმოდგენა არ აქვს დედამისის ჩადენილი ბოროტების შესახებ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
ლალო
სადღაც წავიკითხე, რომ მტკვარი სავსე ყოფილა ჩაკეტილი ბოქლომებით, სტატიაში მონაყოლის მსგავსი ფაქტებიც გამიგია, მეშინია კიდეც, მაგრამ ასეთი რამეები ხომ ყოველთვის ხდებოდა? ვაი გამკეთებელს, თორემ იმ ჯადოსაც თავისი ვადა ექნება...
18:09 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ადექი და შენს მეუღლეს მოუყევი ყველაფერი რომ იცოდეს რა საზიზღარი დედა ყავს.ზოგიერთი დედა ვერ აზროვნებს იმას რომ იმის შვილიც ნერვიულობს და განიცდის,ვითომ რძალს გაუკეთა და ამავე დროს თავის შვილიც გაააუბედურა
17:10 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
წწწ
ანუ ვირის ტვინი არ იჭმევა? თუ ეგ მოჯადოებული ვირის ტვინი იყო? მოკლედ დაბნეულობაში ვარ, რა ვქნა? ვირის ტვინი მომართვეს და შევჭამო თუ არა? შემწვარი კარტოფილი მოუხდება? p.s. საწყალი ვირუკელა (((
15:17 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
არსებობს სამწუხაროდ ჯადოები და ეგეთი რაგაცეები. ბევრი ოჯახი გაუუბედურებიათ მაგ ჯადოებით. თვითონ კი არიან კარგად და იმათმა იკითხონ ვინც მათი მსხვერპლი ხდება....მთელ ცხოვრებას უმწარებენ ხალხს
15:13 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინე
როგორ უნდა გააკეთოს სრულ ჭკუაზე მოაზროვნე ადამიანმა თავის ბიჯს ხო მაგით აუბედურებს და შვილიშვილს ესეიგი ართადერთი ხსნაა ისევ ლოცვაა ლოცვით მოიხსნება ჯადო? თუ ისევ ნათელმხილველთან მისვლაა საჭირო, რამდენი თვით მარქვია ნათელმხილველია კიდევ მიდი და გაიგე გიშველის თუ არა
13:56 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ერთი რამე მინდა გკითხოთ ჩემო ძვირფასებო.ესეიგი ვინმემ რომ საწამლავი დამალევინოს მკითხავთან უნდა გავიქცე ჯადო გამიკეთეს მეთქი?! მგონია რომ ოდნავ განათლებული ადამიანი ექიმს მიმართავს.თუ გაინტერესებთ რატომ ვამბობ ამას შეისწავლეთ რას შეიცავს ვირის ტვინი და ადვილად მიხვდებით მთელს საიდუმლოს.საქმე გვაქვს არა ჯადოსთან არამედ მომწამვლელ ნივთიერებასთან რომელსაც შეუძლია ტვინის უჯრედებიც კი დააზიანოს.
13:40 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ნინოს შეგიძლიათ ქ-ნო ნინო, იმ ნათელმხილველის კოორდინატები დაწეროთ?
11:23 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეჰ
საუკუნე რა შუაშია, ეკლესიააც აღიარებს ჯადოს არსებობას დაუჯდომელი ლოცვა კვიპრიანის და იუსტინესი ჯადოს საწინააღმდეგო არის. რწმენა და უფლის შიში შეიძლება გაქვს მაგრამ, ამ მატერიალურ სამყაროში ძალიან ძნელია მართლა იცხოვრო ისე რასაც სარწმუნოება ითხოვს , ვინც იცავს იმას არ ეკარება ჯადო.
04:20 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
არც მე არ მჯეროდა ამდაგვარი რაგაცეების,მაგრამ იმდენი პაკტები მოუკოლიატ ცჰემს ახლობლებს,რომ ნამდვილად დავიჯერე! ამიტომ იმან იკიტხოს ვინც ასეტ სასჰინელებებს აკეტებს და გვტის ესჰინოდეს,რადგან კველას სატიტაოდ მოეკიტხება სატანადო პასუხი დიდი ცოდვებისაგან! ეს უბრალოდ ცჰვენ გვეცჰკარება,ტორემ უპალი არ ცჰკარობს,კველაპერს ტავისი დრო აკვს!!!
02:08 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნარგიზა
ეტყობასაერტოდ არ გქონია ტვინი---რა ექნა?
01:01 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS