12 იანვარი, 2016
„სკოლაში ვიმშობიარე, ბებიამ ბავშვთან ერთად სახლიდან გამომაგდო, ცხოვრება დამენგრა“ - თბილისში მომხდარი ტრაგიკული ისტორია
წერილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, ნამდვილად შემაშფოთა. 15 წლის ეკატერინე (კატო) თავის ისტორიას გვიყვება:

„2015 წლის აპრილის თვეში ბებო (დედაჩემის დედა) ავად გახდა და მშობლებმა მის საპატრონოდ სოფელში გამიშვეს. ჩვენი სოფელი ულამაზესი მთის ფერდობზეა, მაგრამ სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ბებოს წნევა აწუხებდა, ხშირად იწვა, მე სახლ-კარს ვპატრონობდი, საჭმელს ვამზადებდი, მასთან ერთად დიდ დროს ვატარებდი, წიგნები უყვარდა, ამიტომ პატარ-პატარა მოთხრობებსაც ვუკითხავდი. თუ ბებიას ეძინა ტყეში ვსეირნობდი ან მეზობლებში გადავდიოდი. მართალია, სკოლას ვაცდენდი, მაგრამ ჩემი დამრიგებელი
დედაჩემის დაქალი იყო და მასწავლებლებს თხოვდა ჟურნალში ჩემი გაცდენები არ აღენიშნათ.

ლაზარე ჩემი მეზობლის ბიჭი იყო, ბავშვობაში არავის ემეგობრებოდა, თავის თავში ჩაკეტილიაო, ხშირად ამბობდნენ. ერთ-ერთ წვიმიან დღეს, ტყეში შემთხვევით ერთმანეთს შევეჩეხეთ. ორივე დავიბენით. მე მივესალმე, მან კი მომიკითხა. ძალაუნებურად საუბარი გავაბით და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი საერთო გვქონდა.

ლაზარე ჩემზე ორი წლით უფროსია. მსმენია, რომ ჩვენს ასაკში ჰორმონები საღ გონებას სჯობნის და თინეიჯერები სულელურ საქციელებს ჩავდივართ. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მეც დიდ შეცდომას დავუშვებდი. მე და ლაზარე ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით, შეშას მიჩეხავდა, საქონელს უვლიდა, რითაც შეეძლო მეხმარებოდა. ბებია ნელ-ნელა გამოკეთდა. ჩემი წასვლის დრო ახლოვდებოდა.

ერთ დღეს ნალიაში ავძვერით, ჩვენს ოცნებებზე და სიყვარულზე ვლაპარაკობდით. ვუთხარი, რომ თბილისში დაბრუნება მიწევდა. მაკოცა და დარჩენა მთხოვა. მართალია სწავლა დიდად არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ სკოლა უნდა დამემთავრებინა. ჩვენს სოფელში კი სასწავლო დაწესებულება, რა თქმა უნდა, არ იყო. კოცნაში ავყევი, რადგან არ მეგონა, ძალიან ღრმად თუ შევტოპავდით.... 

მალე დედაქალაქში დავბრუნდი. ყოველთვის არეული ციკლი მქონდა, ამიტომ თავიდან ვერც მივხვდი, რა ხდებოდა ჩემს თავს.   გულისრევა და თავბრუსხვევა რომ დამეწყო, შევშინდი და ჩემს უფროს მეგობარ, თიკას ორსულობის ტესტის ყიდვა ვთხოვე. ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ძალიან შევშფოთდი, მაგრამ ვიმედოვნებდი რომ ტესტი შეცდა. მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, როგორ გავუმხელდი, რომ რამდენიმე კვირის გაცნობილ ბიჭთან, 15 წლის ასაკში, ჯვრისწერის გარეშე სექსი მქონდა?

ყოველთვის პუტკუნა ვიყავი, ამიტომ წონაში მომატება როცა დავიწყე, ოჯახის წევრებს არაფერი უეჭვიათ. თავიდანვე მუცელს ვიკრავდი დიდი რომ არ გამზრდოდა. სამი კაცის ულუფას მივირთმევდი. დეკემბრის პირველ რიცხვებში სკოლაში ვიყავი, როცა მუცლის არეში მწვავე ტკივილი ვიგრძენი და წყალი დავღვარე. მივხდი, რომ ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. ვერც კი მივხვდი, შვიდნახევარმა თვემ როგორ გაიფრინა. სასწრაფოს გამოუძახეს და ექიმება მშობლების მოყვანა მოითხოვეს. დედაჩემს მასწავლებლებისა და კლასელების წინ გამოუცხადეს, რომ ვშობიარობდი. ჩემს გადაყვანას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მედდის ოთახში ამიყვანეს და ბავშვი იქვე გავაჩინე.

დედას ინფარქტი დაემართა და საავადმყოფოში გააქციეს. ექიმებმა გამაფრთხილეს, რომ შეიძლებოდა, ბავშვი მომკვდარიყო. მშობიარობამ მშვიდობით ჩაიარა. ჩემი პატარა ჯანმრთელი დაიბადა. რამდენადაც შვილის ამბავმა გამახარა, იმდენად გამაუბედურა სირცხვილის გრძნობამ.

ვიცოდი, რომ მთელი უბანი ჩემზე იჭორავებდა. წარმოდგენაც არ მქონდა, მამაჩემისთვის თვალებში როგორ უნდა ჩამეხედა. მშობიარობამ დამასუსტა. რამდენიმე დღე სამშობიაროში ვიწექი. სახლში დაბრუნებულს ბებიამ კარი არ გამიღო. დიდხან ვუბრახუნე, ვტიროდი და შეშვებას ვთხოვდი.

ბავშვი ინკუბატორში მყავდა დატოვებული. ორსაათიანი მუდარის შემდეგ მივხვდი, რომ ბებიამ (მამის დედამ) სახლიდან გამაგდო. ვთხოვე, ტანსაცმელი მაინც მოეცა. სადარბაზოდან რომ გავედი ქუჩაში მოფენილი ჩემი სამოს დავინახე, ფანჯრიდან გადმოყარა...

ტანსაცმელები შევაგროვე და თიკასთან წავედი. იმ საღამოს მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ მალე ბინას მიქირავებდა, სადაც შემეძლო ბავშვის მამასთან ერთად მეცხოვრა. სოფელში მამაჩემის გარეშე წავედი და ლაზარეს ყველაფერი მოვუყევი. მან ბავშვისთვის გვარის მიცემაზეც კი უარი განაცხადა, ჩემ ცოლად მოყვანაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

მითხრა, რა გარანტია მაქვს, რომ ჩემიაო. ჭკუიდან კინაღამ გადავედი. ხომ იცი, რომ ქალიშვილი ვიყავი როცა შენთან დავწექი-მეთქი? ვკითხე. ხო? რაღაც არ მახსენდებაო მიპასუხა. თავი ვერ შევკავე და სახეში გავარტყი. დავემუქრე ოდესმე ჭკუაში ჩავარდები და შვილს თვალით არ განახებ-მეთქი. ლაზარე შვილს არ სცნობს, ალიმენტს არ იხდის, მე მამასთან ერთად ნაქირავებში გადავედი. დედაჩემი თავის დასთან ერთადაა და მკურნალობს. სკოლიდან გამოვედი. 24 საათი სახლში ვზივარ. ვიცი, რომ ცხოვრება დამენგრა... წარმოდგენაც არ მაქვს რა უნდა გავაკეთო. 

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
რას კას
საღოლ მამაშენს,, მეც კაცი ვარ და მეც ესე მოვიქცეოდი,, კი რათქმაონდა არცერთ მშობელს არ უნდა ასეთი რამ თავის თავზე გამოცადოს მაგრამ ამ დროს შვილზე უნდა იფიქრო შეცდომას შეცდომა კი არ უნდა დაუმატო,, შენ კი ბედნიერებას სიკეთეს სიხარულს გისურვებ გეტყობა მართლა ძლიერი ადამიანი ხარ შენი საუბრიდანაც ჩანს,ლაზარე კი სულ დაიკიდე უფრო ღრმადაც ავღწერდი მაგრამ ცენზურა არ გამიშვებს
06:41 / 14-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მელი
ჩემო კარგებო, სხვის ომში ყველა ბრძენია,ამ გოგონას ჩვენი დახმარება უფრო სჩირდება ეხლა ვიდრე კომენტარებით ცეცხლზე ნავთის დასხმა,დედამ გავა დრო და მიიგებს შვილს და თუ ვინმეს,მიგიწვდებათ ამ გოგონას კორდინატებტან ხელი,თუ შეიძლება დატოვეთ რო მისი დახმარება შევძლოთ
00:47 / 14-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ხუცო
ღმერთი გადმოგხედავს შვილო მთავარია სულით არ დაეცე...იმის მაგივრად რომ გვერდში ამოგდგომოდნენ ვჟკაცობა გამოიჩინეს? რა კუდაბზიკები ყოფილან...
23:45 / 13-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალაინ ცუდი ამბავია მაგრამ სას იზავ ცხოვრება უნდა განაგრძო შენი შვილისთვის
21:40 / 13-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
შენს გარდა მაგ ბებიას ვერავინ მოუვლიდა? წაბრზანებულიყო დედაშენი და მოევლო თავისი დედისთვის,თუ თბულისი ვერ დათმო ქალბატონმა...
21:02 / 13-01-2016
გამოხმაურება / 0 /
დეა
შენ მამა მაინც გყავს გვერში და თუ ისე მოიქცევი,როგორც პირველივე გოგონა(თინიკო) გწერს,ყველაფერი ძალიან კარგად გექნება, მეც ასე დამემართა,როგორც შენ.ჩემმა მშობლებმაც გამწირეს და ჩემმა დაძმამაც,სულ მარტოდმარტო დავრჩი :( ღმერთო,აღარც მინდა გახსენება,რამდენი გაჭირვება და შიმშილი გამოვიარე.ყველა ნათესავს დაურეკეს და აუკრძალეს ჩემი მიღება. მადლობა ღმერთს,ვმუშაობდი და ჩემი დანაზოგი მქონდა,რითაც პატარა ოთახი ვიქირავე დიდ ვირთხებთან ერთად. ეჰ!რა მოთვლის,რა გადავიტანე,მაგრამ სულით არ დავცემულვარ. მის შემდეგ კაცისკენ არ გამიხედია. კეთილ ადამიანებს რა დალევს,ერთმა კარგმა ქალბატონმა გამომიწოდა დახმარების ხელი. დღესაც მის ფირმაში ვმუშაობ და ვხარობ ჩემი პატარა ვაჟკაცით :). საქმე რომ კარგად წამივიდა,ბინაც ავიშენე და იქით შევძელი სხვისი დახმარება,მერე ''მოულბა'' გული ჩემს ოჯახს :) რა თქმა უნდა,მე ვარ ყველაფერ ამაში დამნაშავე და ყველა მათგანს ბოდიში მოვუხადე,მაგრამ.......:( გული არ გაიტეხო გოგონა! თუ სწორად იცხოვრებ,ყველა ისევ შენთან მოვა.და რაც მთავარია,პატარა გაზრდასთან ერთად,აღზარდე კიდეც და ისევ გიპოვნის ბედნიერება :) წარმატებები შენ! :)
17:23 / 13-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ღმერთი გადმოგხედავს მოითმინე
12:56 / 13-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
მე ვარ დედაც და ბებიაც ყოველთვის ვაყენებ მაღლა ოჯახის ღირსებას, მაგრამ როცა საქმე ეხება შვილს, შვილიშვილს როგორ შეიძლება ასე მიდგომა...იმ დედას ვეტყვი რომ ტყუის ..პირველი იმიტომ რომ მაგ ასაკში ბავ შვის დამოუკიდებლად ცხოვრება სოფელში არ იყო სწორე,მაშინ რიცა ბებოს არ შეეძლო მისიგაკონტროლება და მეორე ეხლა ბავშვს ტოვებს ბავშვით ქუჩაში,მას რა გინია ეს არაა დანაშაული?
09:07 / 13-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ასეთ იდიოტ მშობლებს ვერ ვიტან,თავისი ხელით რომ სწირავენ ახალგაზრდებს ზუსტად მაშინ ,როდესაც მათი მხარდაჭერაა საჭირო! კაი აწყობილი სიძე და ცხოვრება ყველას უნდა,...თვითონ ვერ აუწყვიათ ცხოვრება ამ ლუზერებს და შვილებისგან კი მოითხოვენ!
05:50 / 13-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა ქარელი
დახმარება გინდა დაგეხმარები გამომეხმაურე ვინ ხარ
00:27 / 13-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS