12 იანვარი, 2016
„სკოლაში ვიმშობიარე, ბებიამ ბავშვთან ერთად სახლიდან გამომაგდო, ცხოვრება დამენგრა“ - თბილისში მომხდარი ტრაგიკული ისტორია
წერილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, ნამდვილად შემაშფოთა. 15 წლის ეკატერინე (კატო) თავის ისტორიას გვიყვება:

„2015 წლის აპრილის თვეში ბებო (დედაჩემის დედა) ავად გახდა და მშობლებმა მის საპატრონოდ სოფელში გამიშვეს. ჩვენი სოფელი ულამაზესი მთის ფერდობზეა, მაგრამ სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ბებოს წნევა აწუხებდა, ხშირად იწვა, მე სახლ-კარს ვპატრონობდი, საჭმელს ვამზადებდი, მასთან ერთად დიდ დროს ვატარებდი, წიგნები უყვარდა, ამიტომ პატარ-პატარა მოთხრობებსაც ვუკითხავდი. თუ ბებიას ეძინა ტყეში ვსეირნობდი ან მეზობლებში გადავდიოდი. მართალია, სკოლას ვაცდენდი, მაგრამ ჩემი დამრიგებელი
დედაჩემის დაქალი იყო და მასწავლებლებს თხოვდა ჟურნალში ჩემი გაცდენები არ აღენიშნათ.

ლაზარე ჩემი მეზობლის ბიჭი იყო, ბავშვობაში არავის ემეგობრებოდა, თავის თავში ჩაკეტილიაო, ხშირად ამბობდნენ. ერთ-ერთ წვიმიან დღეს, ტყეში შემთხვევით ერთმანეთს შევეჩეხეთ. ორივე დავიბენით. მე მივესალმე, მან კი მომიკითხა. ძალაუნებურად საუბარი გავაბით და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი საერთო გვქონდა.

ლაზარე ჩემზე ორი წლით უფროსია. მსმენია, რომ ჩვენს ასაკში ჰორმონები საღ გონებას სჯობნის და თინეიჯერები სულელურ საქციელებს ჩავდივართ. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მეც დიდ შეცდომას დავუშვებდი. მე და ლაზარე ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით, შეშას მიჩეხავდა, საქონელს უვლიდა, რითაც შეეძლო მეხმარებოდა. ბებია ნელ-ნელა გამოკეთდა. ჩემი წასვლის დრო ახლოვდებოდა.

ერთ დღეს ნალიაში ავძვერით, ჩვენს ოცნებებზე და სიყვარულზე ვლაპარაკობდით. ვუთხარი, რომ თბილისში დაბრუნება მიწევდა. მაკოცა და დარჩენა მთხოვა. მართალია სწავლა დიდად არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ სკოლა უნდა დამემთავრებინა. ჩვენს სოფელში კი სასწავლო დაწესებულება, რა თქმა უნდა, არ იყო. კოცნაში ავყევი, რადგან არ მეგონა, ძალიან ღრმად თუ შევტოპავდით.... 

მალე დედაქალაქში დავბრუნდი. ყოველთვის არეული ციკლი მქონდა, ამიტომ თავიდან ვერც მივხვდი, რა ხდებოდა ჩემს თავს.   გულისრევა და თავბრუსხვევა რომ დამეწყო, შევშინდი და ჩემს უფროს მეგობარ, თიკას ორსულობის ტესტის ყიდვა ვთხოვე. ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ძალიან შევშფოთდი, მაგრამ ვიმედოვნებდი რომ ტესტი შეცდა. მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, როგორ გავუმხელდი, რომ რამდენიმე კვირის გაცნობილ ბიჭთან, 15 წლის ასაკში, ჯვრისწერის გარეშე სექსი მქონდა?

ყოველთვის პუტკუნა ვიყავი, ამიტომ წონაში მომატება როცა დავიწყე, ოჯახის წევრებს არაფერი უეჭვიათ. თავიდანვე მუცელს ვიკრავდი დიდი რომ არ გამზრდოდა. სამი კაცის ულუფას მივირთმევდი. დეკემბრის პირველ რიცხვებში სკოლაში ვიყავი, როცა მუცლის არეში მწვავე ტკივილი ვიგრძენი და წყალი დავღვარე. მივხდი, რომ ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. ვერც კი მივხვდი, შვიდნახევარმა თვემ როგორ გაიფრინა. სასწრაფოს გამოუძახეს და ექიმება მშობლების მოყვანა მოითხოვეს. დედაჩემს მასწავლებლებისა და კლასელების წინ გამოუცხადეს, რომ ვშობიარობდი. ჩემს გადაყვანას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მედდის ოთახში ამიყვანეს და ბავშვი იქვე გავაჩინე.

დედას ინფარქტი დაემართა და საავადმყოფოში გააქციეს. ექიმებმა გამაფრთხილეს, რომ შეიძლებოდა, ბავშვი მომკვდარიყო. მშობიარობამ მშვიდობით ჩაიარა. ჩემი პატარა ჯანმრთელი დაიბადა. რამდენადაც შვილის ამბავმა გამახარა, იმდენად გამაუბედურა სირცხვილის გრძნობამ.

ვიცოდი, რომ მთელი უბანი ჩემზე იჭორავებდა. წარმოდგენაც არ მქონდა, მამაჩემისთვის თვალებში როგორ უნდა ჩამეხედა. მშობიარობამ დამასუსტა. რამდენიმე დღე სამშობიაროში ვიწექი. სახლში დაბრუნებულს ბებიამ კარი არ გამიღო. დიდხან ვუბრახუნე, ვტიროდი და შეშვებას ვთხოვდი.

ბავშვი ინკუბატორში მყავდა დატოვებული. ორსაათიანი მუდარის შემდეგ მივხვდი, რომ ბებიამ (მამის დედამ) სახლიდან გამაგდო. ვთხოვე, ტანსაცმელი მაინც მოეცა. სადარბაზოდან რომ გავედი ქუჩაში მოფენილი ჩემი სამოს დავინახე, ფანჯრიდან გადმოყარა...

ტანსაცმელები შევაგროვე და თიკასთან წავედი. იმ საღამოს მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ მალე ბინას მიქირავებდა, სადაც შემეძლო ბავშვის მამასთან ერთად მეცხოვრა. სოფელში მამაჩემის გარეშე წავედი და ლაზარეს ყველაფერი მოვუყევი. მან ბავშვისთვის გვარის მიცემაზეც კი უარი განაცხადა, ჩემ ცოლად მოყვანაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

მითხრა, რა გარანტია მაქვს, რომ ჩემიაო. ჭკუიდან კინაღამ გადავედი. ხომ იცი, რომ ქალიშვილი ვიყავი როცა შენთან დავწექი-მეთქი? ვკითხე. ხო? რაღაც არ მახსენდებაო მიპასუხა. თავი ვერ შევკავე და სახეში გავარტყი. დავემუქრე ოდესმე ჭკუაში ჩავარდები და შვილს თვალით არ განახებ-მეთქი. ლაზარე შვილს არ სცნობს, ალიმენტს არ იხდის, მე მამასთან ერთად ნაქირავებში გადავედი. დედაჩემი თავის დასთან ერთადაა და მკურნალობს. სკოლიდან გამოვედი. 24 საათი სახლში ვზივარ. ვიცი, რომ ცხოვრება დამენგრა... წარმოდგენაც არ მაქვს რა უნდა გავაკეთო. 

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ქეთი
კატო, ძვირფასო ღმერთი მოწყალეა, ყველაფერს ეშველება. შვილიკოს მიხედე. კარგია რომ მამა გვერდით გყავს, დედას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ვიცი აუცილებლად მოვა თქვენთან, გთხოვ ნუ უსაყვედურებ მას, ის რაც შენ შეგემთხვა არ არის იოლი გადასატანი მშობლისთვის. ხელი არ კრა როცა დაბრუნდება შენტან, მას უყვარხარ, შენ უკვე იცი შვილის სიყვარული და გაუგებ მას. სირცხვილის გრძნობა? იცი რას გეტყვი, ნუ იდარდებ მათზე, ვისთვისაც მხოლოდ ჭორის საგანი ხარ. ;-) ლაზარე? .................... ;-) ვიცი (მიხვდი რაც ვიგულისხმე)
12:55 / 29-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მცინარი რუბაშვილი
ჩემო პატარა მეგობარო, არ გაქვს სასიამოვნო მდგომარეობა, ასეთ ასაკში ამ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდი, დედაშენის ბრალი უფროა ! მას ნუთუ ამაზე არ უნდა ეფოქრა როცა მოხუცის მისახედად მარტოს გიშვებდა სოფელში? სკოლას, სწავლას მოგწყვიტა და საინტერესოა თავად ამ დროს რა ისეთ საქმეს აკეთებდა ქალაქში? თუ დედაზე ასე ნერვიულობდა ჩამოეყვანა სოფლიდან და თვითონვე მიეხედა მისთვისა როგორ დაუშვა ან მამაშენმა შენი იქ მარტოდ გაშვება ? დედაშენს ეტყობა როგორი მზრუნველი შვილიც არის, ისეთივე დედა და ბებია იქნება, ვფიქრობ არც მეუღლეა ექბნება იდეალური, ეცადე დედას არ დაემგვანო თვისებებით, მამაშენს კი მეტი რა გზა აქვს ცდილობს დანაშაული გამოისყიდოს და ალბატ დაგეხმარება რასაც შეძლებს, მის დედას კი ბებიაშენს ვერ გაამტყუნებ ძველი კადრია და ალბატ რცხვენია შენი საქციელის გამო? ჯობია საკუთარი საქციელის შერცხვეს და წესიერად მოგხედოს გაზარდეთ ეგ პატარა და ადამიანად აქციეთ, მამაისს კი იმ უტვინოს ღმერთი დასჯის, ლაზარე კი არა სატანა უნდა ერქვას!!! მას უფალი მეტ შვილს არ აღირსებს , მისმა მშობლებმა თუ გაიგეს მაინც? რას ქვია ჯვრისწერის გარეშეა დაბადებულიო? შენ ხომ ჯერ ისეთ ასაკში ხარ და ისაც ყმაწვილია რომ უჩივლოთ ციხე არ ასცდება! წარმატებებს გისურვებთ გფარავდეთ ღვთისმშობელი
18:33 / 21-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნია
განათლების უქონლობაა მთავარი პრობლემა! არ არის ეს გოგო დამნაშავე იმაში,რომ ჰორმონებს ვერ მოერია,რომ ჯვრისწერამდე სექსი ჰქონდა,რომ მარტო დარჩა მისთვის ყველაზე ძნელ დროს... და კიდევ,ქვეყანაში არსებულ რელიგიურ შეხედულებებს არაფერი აქვთ საერთი ქრისტეს სიყვარულთან და ჭეშმარიტ რწმენასთან! ასე რომ იყოს,ლაზარე გაამართლებდა მის სახელს,ახლობლები სხვის აზრს ყურადღებას არ მიაქცევდნენ და გვერდით დაუდგებოდნენ გოგონას,რომელსაც თვალთმაქცობა დასჭირდა იმისთვის,რომ ბავშვი შეენარჩუნებინა,რამხელა ტკივილი აიღო მარტომ საკუთარ თავზე,15 წლის გოგომ და ბავშვი მაინც მოავლინა ქვეყანას,არ მოკლა,ეს ძალიან დიდი პლუსია მისი ხასიათის და ქცევის... გამოფხიზლდით ხალხო,შეიბრალეთ შვილები! თუ მსგავსი რამ შეემთხვა,მე, არასოდეს დავტოვებ შვილს მსგავს სიტუაციაში მარტო,არავის აზრი არ მაინტერესებს,როცა საქმე შვილს და მის უცოდველ პატარას შეეხება...
13:45 / 20-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მე
გვარი არ გჭირდება მისი, დნმ-ის ანალიზით კი მის მამაობას დაადასტურებ და სასამართლოს წესით ალიმენტის გადახდას აიძულებ.რაც შეეხება გვარს არ გჭირდება, იყოს შენს გვარზე და ამით "მარტოხელა დედის" სტატუს მოიპოვებ. ამით ბრევრი არაფერი შეღავათით ვერ ისარგებლებ, მაგრამ თუ მუშაობას დაიწყებ ცოტათი ეგეც წაგადგება. პ.ს. თუ საერთოდ რეალურია ეს ისტორია :)))
12:53 / 15-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ცემო კარგო. გული არ გაიტეხო. შვილი გაზარდე და იმ დგეენრატს კი, შენი ბავშვის მამას დნმ დაუმტკიცე რომ ბავშვი მისია. აიყვანე ადვოკატი და ეს ბავშვის უფლებაა და არა მისი. გვარიც მიაცემინე და აიძულე რომ ალიმენტიც გადაიხადოს. ამის დამტკიცება სულ ადვილად შეგიძლია. არაფერი არ დამთავრებულა. პირიქით, ახლა დაანახვებ ყველას შენს სიძლიერეს. მამა გიდგია გვერდით და ეს ყველაზე დიდი საყრდენია. ნუ გეშინია, ღმერთი არ გაგწირავს. და კიდევ...მომძბნე ფეისბუკზე ირმა ბეგლარიშვილი და მომწერე პირადში. ადვოკატსაც მე გიშოვნი.
03:24 / 15-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მზია
კარგი ადამიანია მაათქვენი ,დედათქვენს რატომ ააქვს რამეზე პრეტენზია დედამთილისთვის მას მიეხედა და არაფერიც მოხდებოდა მაგრამ შვილი ხომ ღვთის საჩუქარია,მამა გვერდზე გყავს ყველაფერი კარგად იქნება ,
01:56 / 15-01-2016
გამოხმაურება / 0 /
თბილისელი
ბებიამ მოჭამა მისი ცხოვრება და 15 წლის ბავშვი მარტო როგორ უნდა გააგზავნო სადღაც, მიყრუებულ სოფელში ან რა საქმე უნდა გააკეთოს? ვერ არიან ეს მშობლები რა.
23:36 / 14-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიზი
რა გითხრა შენმა ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.მეც 15 წლის ვარ მაგრამ ვერ გეტყვი რომ მესმის შენი..მაგრამ ერთს ნამდვილად გეტყვი წინ გაიხედე უკან გახედვა არც კი იფიქრო რადგან ვისაც სჭირდები ის ნამდვილად არ მიგატოვებს...დაიმახსოვრე დრო მოვა აუცილებლად როცა შენ გაიბრწყინებ შენს შვილთან ეთად მაშინ შEნც არავინ მიიკარო ..ნერვები მეშლება შენს დედაზე დედა რა დედაა თუ ყველა რთულ მომენტში მხარში არ ამოგიდგა..შენკი ის უნდა თქვა მამა მყოლიაო..გისურვებ წინსვლასა და ბედნიერებას.
14:11 / 14-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რა კარგი მამა გყოლია გოგონა, მამა დიდი საყრდენია, ყოჩაღ მამა! აბა, ვის არ უნდა ასეთი მამა, რომელიც ჭირში და ლხინში გვერდით დაგიდგება. ის ბიჭი კი არაკაცად დაბადებულა და არა კაცად მოკვდება. მხეცი.
13:14 / 14-01-2016
გამოხმაურება / 0 /
თენგო
მამა ნამდვილი კაცია. გასაგებია სვილმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში შვილის მიტოვება უფრო დიდი დანაშაულია. შენ რმერთმა დაგეხმაროს და ღმერთმა ბავშვი ჯანმრთელი და სასახელო გაგიზარდოს! და კიდევ, რმერთმა ის სიყვარული გაპოვნინოს რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ერთადერთი და განუმეორებელი იქნება!
13:01 / 14-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS