19 აგვისტო, 2013
სიდედრი გაუპატიურებით მემუქრება
იმის შემდეგ თითქოს დალაგდა ყველაფერი. მუშაობა დავიწყე, შვილი შეგვეძინა, მაგრამ ვატყობდი, რომ სიდედრი ვერ მიტანდა ამ ქვეყანაში ყველას უფლებები ირღვევა, ქალის, ბავშვის, პედაგოგის, ექიმის. უამრავი დამცველი გამოუჩნდებათ ხოლმე, მაგრამ როცა მამაკაცების უფლებების დაცვაზე მიდგება საქმე, იცინიან.

რატომ ჰგონია ამ ხალხს, რომ ქალები არ ძალადობენ მამაკაცებზე. ოთხი წელია, რაც დავოჯახდი. წარმოშობით კახეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ. ჩემმა მეუღლემ სოფელში არ ისურვა ცხოვრება და იძულებულები გავხდი თბილისში სიდედრთან ერთად მეცხოვრა.

ამ ქალს პირველივე დღიდან არ მოვეწონე. მიზეზი კი ჩემი სოფლელობა გახლდათ. ერთ დღეს წამომაძახა, რა ჩემი შვილის შესაფერისი იყავი,
არ გეყო, ასფლატზე სიარული, დაუბრუნდი შენს ყანასო.

მეუღლემ დედამისი ძლივს გააჩუმა. თავის მოკვლით დაემუქრა. იმის შემდეგ თითქოს დალაგდა ყველაფერი. მუშაობა დავიწყე, შვილი შეგვეძინა, მაგრამ ვატყობდი, რომ სიდედრი ვერ მიტანდა. 

ბოლო ერთი წელია მეუღლემ სამსახური შეიცვალა და თვეში ერთხელ ერთი კვირით სხვადასხვა რეგიონში უწევს გასვლა და დარჩენა.

ამით ისარგებლა ქალბატონმა და მარტო დარჩენილს მითხრა, საკმარისია, ჩემი განათხოვარი შვილის სახელი მირჩევნია შენს აქ გაჩერებას. შენით წადი, თუ არადა რაღაც საშინელებას დაგმართებო. ისე ვიზამ, ერთ დღეს სახლში მსუბუქი ყოფაქცევის ქალს მოვიყვან, დაგათრობ და ლოგინში შემოგიწვენ და გაგაუპატიურებსო.

სწორედ ამ დროს დაგაყენებ ჩემს გოგოს თავზე და არც მაშინ წახვალ შენი ქეციანი ჩემოდნითო. კინაღამ ყელში ვწვდი და დავახრჩვე. იმ ღამეს შინ ვეღარ გავჩერდი. მეუღლეს ჩემი ბიძაშვილისგან დავურეკე და ის გოგოც ვალაპარაკე, არ ეგონოს, რომ მართლა საყვარელი მყავს.

იმ დღის შემდეგ, როგორც კი მეუღლე ქალაქიდან გადის, ერთი კვირა ხან სამსახურში მძინავს, ხანაც ნათესავებთან ვათევ. არ მინდა, საშინელმა
ქალმა რამე პროვოკაცია მომიწყოს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ni
ჰაჰაჰაჰაა რა ვიცინე... წადი ძმაო, სოფელი გერჩივნოს
22:07 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯა
კაცი არა ხარ, გადადი ცალკე ქირით, შენს ცოლს ყველაფერი აუხსენი და თუ უყვარხარ შენთან წამოვა..ზედსიძეობა-სიდედრის მონობაა, არც ერთი მართლა ვაჟკაცი კაცი არ იცხოვრებს ზედსიძედ.
14:32 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
A
საგოლ ბევრი ვიცინეე :))))))))))
05:35 / 24-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
კი, მაგრამ მაგ ქალს შვილიშილი, მაინც არ უყვასრს? უმამოდ დატოვებას, რომ უპირებს..... ბინა იქირავეთ, სიძე ბინა, ორეივე თუ კი მუშაობთ, რაღას ცხოვრობ სიდედრთან შეზღუდულად??
18:44 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
არველოდი
asea dzmao.tavidan qalis chkuaze arnda iarotore kaci ro gatxovdeba imas yvelapers akadreben.
03:31 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ასააააააააააა
ერთ რჩევას მოგცემ. მაგრად დათვერი და კაი მაგრადაც..................... გააუპატიურე სიდედრი და შეგეშვება
20:00 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკო
ამს ქვია ალქაჯი ან როგორ მოიფიქრა.
17:50 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS