რატომ ჰგონია ამ ხალხს, რომ ქალები არ ძალადობენ მამაკაცებზე. ოთხი წელია, რაც დავოჯახდი. წარმოშობით კახეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ. ჩემმა მეუღლემ სოფელში არ ისურვა ცხოვრება და იძულებულები გავხდი თბილისში სიდედრთან ერთად მეცხოვრა.
ამ ქალს პირველივე დღიდან არ მოვეწონე. მიზეზი კი ჩემი სოფლელობა გახლდათ. ერთ დღეს წამომაძახა, რა ჩემი შვილის შესაფერისი იყავი,
მეუღლემ დედამისი ძლივს გააჩუმა. თავის მოკვლით დაემუქრა. იმის შემდეგ თითქოს დალაგდა ყველაფერი. მუშაობა დავიწყე, შვილი შეგვეძინა, მაგრამ ვატყობდი, რომ სიდედრი ვერ მიტანდა.
ბოლო ერთი წელია მეუღლემ სამსახური შეიცვალა და თვეში ერთხელ ერთი კვირით სხვადასხვა რეგიონში უწევს გასვლა და დარჩენა.
ამით ისარგებლა ქალბატონმა და მარტო დარჩენილს მითხრა, საკმარისია, ჩემი განათხოვარი შვილის სახელი მირჩევნია შენს აქ გაჩერებას. შენით წადი, თუ არადა რაღაც საშინელებას დაგმართებო. ისე ვიზამ, ერთ დღეს სახლში მსუბუქი ყოფაქცევის ქალს მოვიყვან, დაგათრობ და ლოგინში შემოგიწვენ და გაგაუპატიურებსო.
სწორედ ამ დროს დაგაყენებ ჩემს გოგოს თავზე და არც მაშინ წახვალ შენი ქეციანი ჩემოდნითო. კინაღამ ყელში ვწვდი და დავახრჩვე. იმ ღამეს შინ ვეღარ გავჩერდი. მეუღლეს ჩემი ბიძაშვილისგან დავურეკე და ის გოგოც ვალაპარაკე, არ ეგონოს, რომ მართლა საყვარელი მყავს.
იმ დღის შემდეგ, როგორც კი მეუღლე ქალაქიდან გადის, ერთი კვირა ხან სამსახურში მძინავს, ხანაც ნათესავებთან ვათევ. არ მინდა, საშინელმა
ქალმა რამე პროვოკაცია მომიწყოს.
ჟურნალი ''რეიტინგი''