05 იანვარი, 2016
„შეყვარებულის ვალი გავისტუმრე, მერე ციხიდან დავიხსენი, მან კი სხვა შეიყვარა“
საახალწლო ჟრიამულმა ჩაიარა და ჩემი საფოსტო ყუთი შევამოწმე. 25 წლის ნინო გამოუვალ მდგომარეობაშია და თქვენი დახმარება სჭირდება.

ნინო: 15 წლის ვიყავი როცა დედა გარდამეცვალა. სიკვდილის წინ მითხრა: ''თუ გინდა ბედნიერი იყო შეიყვარე ადამიანები და მათზე იზრუნე." დედაჩემის რჩევით 10 წელი ვიხემძღვანელე, 25 წლის ასაკში კი მივხვდი, რომ ძალიან შევცდი.

გიორგი უნივერსიტეტში გავიცანი. ჩვენს კურსზე ყველაზე ლამაზი ბიჭი იყო. ჩემზე ორი თავით მაღალი, მხარ-ბეჭიანი, ახოვანი, მწვანე თვალები და ხვეული წაბლისფერი თმა ჰქონდა. ჩემზე შეუხედავიაო არ ითქმის,
მაგრამ სხვა გოგონების ფონზე შეუმჩნეველი ვრჩებოდი. მე ფრიადებზე ვსწავლობდი, გიორგი მეცადინეობით თავს არ იკლავდა, სწორედ მისმა სიზარმაცემ დაგვაახლოვა. ერთ-ერთ გამოცდაზე ჩემ გვერდით იჯდა და მთხოვა, გადამაწერინეო. კარგი ქულა რომ აიღო, მიხვდა ჩემნაირი ჭკუისკოლოფი არ უნდა დაეკარგა. მის მერე საშინაო დავალებებს ვუწერდი, კონსპექტებს ვუკეთებდი და საგამოცდოთ ვამზადებდი. თავიდან ჩვენი ურთიერთობა კურსელობით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ერთ დღეს სახლში მთვრალი მომადგა, ჩამეხუტა და გათენებამდე ტიროდა, მეუბნებოდა, რომ მარტოსულია, ვერავინ უგებს, დაბნეულია, თვითონაც არ იცის, რა სურს და მომავალს ვერ ხედავს. გიორგისთვის ფსიქოლოგად და უახლოეს ადამიანად გადავიქეცი, მისი მესაიდუმლე გავხდი და თავადაც ვერ გავაცნობიერე, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა.

შეყვარებულობიდან ექვს თვეში გიორგი სასიკვდილოდ სცემეს, გავიგე რომ 18 000 ვალი ჰქონია. მამაჩემს ჩავაკითხე სოფელში და ბინა ჩემზე გადმოვაფორმებინე. დაუფიქრებლად გავყიდე და გიორგის ვალი დავფარე. დავრჩი უსახლკაროდ. გიორგისთან ერთად ნაქირავებში უნდა მეცხოვრა, სხვა გზა არ მქონდა. გიოს დაოჯახებაზე ხმა არ ამოუღია, ამიტომ მეზობლები გამუდმებით ჩემზე ჭორაობდნენ. უნივერსიტეტი დავამთავრეთ, მაგრამ მაგისტრატურაზე არც ერთს არ ჩაგვიბარებია. მე სამსახური ადვილად ვიშოვე, გიორგის - გაუჭირდა. თავიდან ბინის ქირა, კომუნალურები და საჭმელი ჩემს კისერზე იყო, მერე გიორგიც შემომეშველა...

2015 წლის დეკემბრის დასაწყისში გიო თაღლითობისთვის დაიჭირეს. სასამართლო გაიმართა და გირაო დააკისრეს. ბანკიდან სესხი გამოვიტანე, მეგობრებისგანაც ვისესხე ფული, დედაჩემის დანატოვარი ოქროულობა გავყიდე და საჭირო თანხა შევაგროვე.

გიორგი ციხიდან დავიხსენი, საახალწლოდ მოკრძალებული სუფრა გავაწყვე, ის კი ღამე სახლში საერთოდ არ მოვიდა. არც პირველ იანვარს გამოჩენილა. ძალიან მეტკინა გული. ორ იანვარს შინ დაბრუნებულმა პირდაპირ საძინებლისკენ აიღო გეზი, უსიტყვოდ დაძინებას აპირებდა. შენი ნერვები არ მაქვსო მზერით მანიშნა. თავი ვერ შევიკავე. ძალიან ვიჩხუბეთ. გიორგიმ ცხოვრებაში პირველად ხელი დამარტყა. შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებული ვიყავი. მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ყველა სიკეთის შემდეგ გიორგიმ მადლობა ასე გადამიხადა. ბედობა დღე ტირილში გავატარე. სამ იანვარს საუკეთესო მეგობარმა ეკამ თავისთან დამპატიჟა. ეკა სუპერმარკეტში კონსულტანტად მუშაობს. სათქმელს შორიდან მოუარა, მაგრამ საბოლოოდ მითხრა:

- ჩემი სამსახურის წინ გიორგის ხშირად ვხედავ ვიღაც გოგოსთან ერთად. ალბათ ახლოს ცხოვრობს. ვიფიქრე ნათესავია-მეთქი, მაგრამ გუშინ საღამოს ტუჩებში კოცნიდნენ ერთმანეთს. ვიცი გული გატკინა ჩემმა სიტყვებმა, მაგრამ მირჩევნია იცოდე რომ გღალატობენ. შეიძლება მალე სახლიდანაც გაგაგდოს.

გიორგი ძალიან მიყვარს. ალბათ ყველა თავმოყვარე ქალი მიატოვებდა მოღალატე და უმადურ მამაკაცს. არ შემიძლია მისგან წავიდე... მეშინია სახლიდან არ გამაგდოს. მირჩიეთ როგორ დავიბრუნო გიორგის სიყვარული და ფინანსური პრობლემებიდან როგორ ამოვძვრე?

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ლალი
ახია შენზე!
12:34 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
elene
Me mainc girchev,rom sheni tavi gaakomtrolo da dashorde,ramdeni ragac gaukete da ver dainaxa,raga ginda sul daingrio cxovreba? Ubralod gaaqre DA bevrad ufro uketesi mamakaci gamochndeba shennairi ketili DA ganatlebuli gogostvis
02:01 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მაპატიეთ ,მაგრამ კომენტარი ზედმეტია.შტერი შტერად დარჩები.
23:39 / 05-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ვაი შენს პატრონს "შვილო", არავინ არ გყავდა ,რომ ჭკუისკენ მოეხმო?! უცხოეთშიც ბევრი ვირივით მუშაობს კაცების შესანახად...რა გეშველებათ ამისთანა ხურუშიანებს, საკუთარი თავის პატივისცემა რომ არ იცით, კაცი კი არ უნდა იყიდო ,უნდა მოიპოვო სიყვარულით და პატივისცემით და შენზე ამაგიც უნდა ჰქონდეს,ასეთი კაცი სხვისკენ არასოდეს გაიხედავს!
21:38 / 05-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ფწფსფფასდფ
ღირსი ხარ რაც დაგმართნია,უტვინო გოგო ხარ ვინ გაყიდდა ბინას ეგრე უაზროდ და გადაყვებოდა,ნუ წუწუნებ ახლა :*
21:03 / 05-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS