05 იანვარი, 2016
„შეყვარებულის ვალი გავისტუმრე, მერე ციხიდან დავიხსენი, მან კი სხვა შეიყვარა“
საახალწლო ჟრიამულმა ჩაიარა და ჩემი საფოსტო ყუთი შევამოწმე. 25 წლის ნინო გამოუვალ მდგომარეობაშია და თქვენი დახმარება სჭირდება.

ნინო: 15 წლის ვიყავი როცა დედა გარდამეცვალა. სიკვდილის წინ მითხრა: ''თუ გინდა ბედნიერი იყო შეიყვარე ადამიანები და მათზე იზრუნე." დედაჩემის რჩევით 10 წელი ვიხემძღვანელე, 25 წლის ასაკში კი მივხვდი, რომ ძალიან შევცდი.

გიორგი უნივერსიტეტში გავიცანი. ჩვენს კურსზე ყველაზე ლამაზი ბიჭი იყო. ჩემზე ორი თავით მაღალი, მხარ-ბეჭიანი, ახოვანი, მწვანე თვალები და ხვეული წაბლისფერი თმა ჰქონდა. ჩემზე შეუხედავიაო არ ითქმის,
მაგრამ სხვა გოგონების ფონზე შეუმჩნეველი ვრჩებოდი. მე ფრიადებზე ვსწავლობდი, გიორგი მეცადინეობით თავს არ იკლავდა, სწორედ მისმა სიზარმაცემ დაგვაახლოვა. ერთ-ერთ გამოცდაზე ჩემ გვერდით იჯდა და მთხოვა, გადამაწერინეო. კარგი ქულა რომ აიღო, მიხვდა ჩემნაირი ჭკუისკოლოფი არ უნდა დაეკარგა. მის მერე საშინაო დავალებებს ვუწერდი, კონსპექტებს ვუკეთებდი და საგამოცდოთ ვამზადებდი. თავიდან ჩვენი ურთიერთობა კურსელობით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ერთ დღეს სახლში მთვრალი მომადგა, ჩამეხუტა და გათენებამდე ტიროდა, მეუბნებოდა, რომ მარტოსულია, ვერავინ უგებს, დაბნეულია, თვითონაც არ იცის, რა სურს და მომავალს ვერ ხედავს. გიორგისთვის ფსიქოლოგად და უახლოეს ადამიანად გადავიქეცი, მისი მესაიდუმლე გავხდი და თავადაც ვერ გავაცნობიერე, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა.

შეყვარებულობიდან ექვს თვეში გიორგი სასიკვდილოდ სცემეს, გავიგე რომ 18 000 ვალი ჰქონია. მამაჩემს ჩავაკითხე სოფელში და ბინა ჩემზე გადმოვაფორმებინე. დაუფიქრებლად გავყიდე და გიორგის ვალი დავფარე. დავრჩი უსახლკაროდ. გიორგისთან ერთად ნაქირავებში უნდა მეცხოვრა, სხვა გზა არ მქონდა. გიოს დაოჯახებაზე ხმა არ ამოუღია, ამიტომ მეზობლები გამუდმებით ჩემზე ჭორაობდნენ. უნივერსიტეტი დავამთავრეთ, მაგრამ მაგისტრატურაზე არც ერთს არ ჩაგვიბარებია. მე სამსახური ადვილად ვიშოვე, გიორგის - გაუჭირდა. თავიდან ბინის ქირა, კომუნალურები და საჭმელი ჩემს კისერზე იყო, მერე გიორგიც შემომეშველა...

2015 წლის დეკემბრის დასაწყისში გიო თაღლითობისთვის დაიჭირეს. სასამართლო გაიმართა და გირაო დააკისრეს. ბანკიდან სესხი გამოვიტანე, მეგობრებისგანაც ვისესხე ფული, დედაჩემის დანატოვარი ოქროულობა გავყიდე და საჭირო თანხა შევაგროვე.

გიორგი ციხიდან დავიხსენი, საახალწლოდ მოკრძალებული სუფრა გავაწყვე, ის კი ღამე სახლში საერთოდ არ მოვიდა. არც პირველ იანვარს გამოჩენილა. ძალიან მეტკინა გული. ორ იანვარს შინ დაბრუნებულმა პირდაპირ საძინებლისკენ აიღო გეზი, უსიტყვოდ დაძინებას აპირებდა. შენი ნერვები არ მაქვსო მზერით მანიშნა. თავი ვერ შევიკავე. ძალიან ვიჩხუბეთ. გიორგიმ ცხოვრებაში პირველად ხელი დამარტყა. შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებული ვიყავი. მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ყველა სიკეთის შემდეგ გიორგიმ მადლობა ასე გადამიხადა. ბედობა დღე ტირილში გავატარე. სამ იანვარს საუკეთესო მეგობარმა ეკამ თავისთან დამპატიჟა. ეკა სუპერმარკეტში კონსულტანტად მუშაობს. სათქმელს შორიდან მოუარა, მაგრამ საბოლოოდ მითხრა:

- ჩემი სამსახურის წინ გიორგის ხშირად ვხედავ ვიღაც გოგოსთან ერთად. ალბათ ახლოს ცხოვრობს. ვიფიქრე ნათესავია-მეთქი, მაგრამ გუშინ საღამოს ტუჩებში კოცნიდნენ ერთმანეთს. ვიცი გული გატკინა ჩემმა სიტყვებმა, მაგრამ მირჩევნია იცოდე რომ გღალატობენ. შეიძლება მალე სახლიდანაც გაგაგდოს.

გიორგი ძალიან მიყვარს. ალბათ ყველა თავმოყვარე ქალი მიატოვებდა მოღალატე და უმადურ მამაკაცს. არ შემიძლია მისგან წავიდე... მეშინია სახლიდან არ გამაგდოს. მირჩიეთ როგორ დავიბრუნო გიორგის სიყვარული და ფინანსური პრობლემებიდან როგორ ამოვძვრე?

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
nia
Vaime nutu ver xvdebi aseti nijieri gogo yopilxar da dzalian sustin nebisyopa konia dapikrdi ramden rames minda agcevdi da miagcev kidevac Tu moshordebi mag gzatkepnis ministrs pui magnairi shteri bijebi dadian qalisxarjze ka na rogorunda icxovros Tu qmedunaroa Kaci mag shemtxvevashi ki batono magram eg biji nadziralaa
09:55 / 14-01-2016
გამოხმაურება / 0 /
გიორგის არც ყვარებიხარ და არც უყვარხარ, გამოგიყენა თავისთვის საჭიროდ. თუ გონზე არ მოხვალ, რა პრობლემაა, კიდევ ბევრჯერ გამოგიყენებს. ასე რომ, შენი ასარჩევია რას იზავ!
02:03 / 13-01-2016
გამოხმაურება / 0 /
გოგა
თავს უშველე ბიძიკო,სანამ ბოლომდე არ გაგანადგურა მაგ ''ვაჟკაცმა''!
22:08 / 12-01-2016
გამოხმაურება / 0 /
nina
თავს გამართლებას ნუ უძებნი, დედამ გასწავლა ყველა გიყვარდეს და იზრუნეო, რატომ მამაზე არ იზრუნე სახლის გარეშე რომ დატოვე შენი თავი ჯანდაბას, ღირსი იყავი დედა ტერეზობას რომ იჩემებ.
17:29 / 12-01-2016
გამოხმაურება / 0 /
nina
ეგ ყველაპერი შვილის გარდა არავინ არის ღირსი რომ გაუკეთო, ასეთი სულელი როგორ ხარ, გამოგიყენა ბოლომდე. მოშორდი მანამ შენი სუტენიორი არ გამხდარა და ბოზობაც არ დაგაწყებინა რომ შენით ფული იშოვოს, დაგტოვა თითივით შიშველი. ეგრე სიყვარულს ვერ იყიდი, მანამ დროა თავს მიხედე. კაცური კაცი ქალთან თავის პრობლემებზე არ ილაპარაკებს.
21:28 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მე
სამწუხაროდ, მამაკაცების უმეტესობა ასეთი უსინდისოები და მოღალატეები არიან. სიყვარულის ღირსები არ არიან
19:40 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ლია
რისა გეშინია?სანამ თვითონ მიგაგდებს,შენ თვითონ წადი ისე,ნურც რამეს ეტყვი... და აღარასოდეს შეურიგდე,ჩათვალე,რომ შოკვდა.ტყუილად ნუ დაკარგავ წლებს მასზე ფიქრში და ზრუნვაში.ის გიყენებდა და ისევ ისე გააგრძელებს,არ გამოსწორდება (ადრე თუ გვიან მაინც წავა შენგან).მიხედე თავს და ნუ დაითრგუნები იმის გამო,რაც შეგემთხვა.ცხოვრება წინ გაქვს
17:38 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნია
შენ ბოდიში მაგრამ დებილი ხარ აშკარად, კაცს არ გამოუხედავს შენთვის არასდროს გეტყობა.... და არ მიგატოვოს ფეხებს დაუკოცნი ალბათ, შეხედე შენს თავს რა საცოდავი ხარ როგორ დაეცი და არარაობად იქეცი, გირჩევ იპოვო ძალა გაშორდი მოერიე ტკივილს და ცხოვრებაში იქნება ადამიანი ვინც შენზე იზრუნებს და ქალაქდ თავს გაგრდზნობინებს, ეხა ტუალეტის ქაღალდს გევხარ აშკარად თან ხამარს
16:42 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
თიკი
გირჩევ დაივიწყო და ცხოვრება უკეთესად წარმართო დაგგლის ეგეთი ურტიერთობა
16:02 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ჯაბა
ცხოვრება გაააგრძელე და დაივიწყე. რაც იყო იყო ვერ შეცვლი. ეგეთი "კაცების" მეტი რა დადის საქართველოში და განერიდეთ ქალებო :) მე კარგი ვარ
13:30 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS