05 იანვარი, 2016
„შეყვარებულის ვალი გავისტუმრე, მერე ციხიდან დავიხსენი, მან კი სხვა შეიყვარა“
საახალწლო ჟრიამულმა ჩაიარა და ჩემი საფოსტო ყუთი შევამოწმე. 25 წლის ნინო გამოუვალ მდგომარეობაშია და თქვენი დახმარება სჭირდება.

ნინო: 15 წლის ვიყავი როცა დედა გარდამეცვალა. სიკვდილის წინ მითხრა: ''თუ გინდა ბედნიერი იყო შეიყვარე ადამიანები და მათზე იზრუნე." დედაჩემის რჩევით 10 წელი ვიხემძღვანელე, 25 წლის ასაკში კი მივხვდი, რომ ძალიან შევცდი.

გიორგი უნივერსიტეტში გავიცანი. ჩვენს კურსზე ყველაზე ლამაზი ბიჭი იყო. ჩემზე ორი თავით მაღალი, მხარ-ბეჭიანი, ახოვანი, მწვანე თვალები და ხვეული წაბლისფერი თმა ჰქონდა. ჩემზე შეუხედავიაო არ ითქმის,
მაგრამ სხვა გოგონების ფონზე შეუმჩნეველი ვრჩებოდი. მე ფრიადებზე ვსწავლობდი, გიორგი მეცადინეობით თავს არ იკლავდა, სწორედ მისმა სიზარმაცემ დაგვაახლოვა. ერთ-ერთ გამოცდაზე ჩემ გვერდით იჯდა და მთხოვა, გადამაწერინეო. კარგი ქულა რომ აიღო, მიხვდა ჩემნაირი ჭკუისკოლოფი არ უნდა დაეკარგა. მის მერე საშინაო დავალებებს ვუწერდი, კონსპექტებს ვუკეთებდი და საგამოცდოთ ვამზადებდი. თავიდან ჩვენი ურთიერთობა კურსელობით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ერთ დღეს სახლში მთვრალი მომადგა, ჩამეხუტა და გათენებამდე ტიროდა, მეუბნებოდა, რომ მარტოსულია, ვერავინ უგებს, დაბნეულია, თვითონაც არ იცის, რა სურს და მომავალს ვერ ხედავს. გიორგისთვის ფსიქოლოგად და უახლოეს ადამიანად გადავიქეცი, მისი მესაიდუმლე გავხდი და თავადაც ვერ გავაცნობიერე, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა.

შეყვარებულობიდან ექვს თვეში გიორგი სასიკვდილოდ სცემეს, გავიგე რომ 18 000 ვალი ჰქონია. მამაჩემს ჩავაკითხე სოფელში და ბინა ჩემზე გადმოვაფორმებინე. დაუფიქრებლად გავყიდე და გიორგის ვალი დავფარე. დავრჩი უსახლკაროდ. გიორგისთან ერთად ნაქირავებში უნდა მეცხოვრა, სხვა გზა არ მქონდა. გიოს დაოჯახებაზე ხმა არ ამოუღია, ამიტომ მეზობლები გამუდმებით ჩემზე ჭორაობდნენ. უნივერსიტეტი დავამთავრეთ, მაგრამ მაგისტრატურაზე არც ერთს არ ჩაგვიბარებია. მე სამსახური ადვილად ვიშოვე, გიორგის - გაუჭირდა. თავიდან ბინის ქირა, კომუნალურები და საჭმელი ჩემს კისერზე იყო, მერე გიორგიც შემომეშველა...

2015 წლის დეკემბრის დასაწყისში გიო თაღლითობისთვის დაიჭირეს. სასამართლო გაიმართა და გირაო დააკისრეს. ბანკიდან სესხი გამოვიტანე, მეგობრებისგანაც ვისესხე ფული, დედაჩემის დანატოვარი ოქროულობა გავყიდე და საჭირო თანხა შევაგროვე.

გიორგი ციხიდან დავიხსენი, საახალწლოდ მოკრძალებული სუფრა გავაწყვე, ის კი ღამე სახლში საერთოდ არ მოვიდა. არც პირველ იანვარს გამოჩენილა. ძალიან მეტკინა გული. ორ იანვარს შინ დაბრუნებულმა პირდაპირ საძინებლისკენ აიღო გეზი, უსიტყვოდ დაძინებას აპირებდა. შენი ნერვები არ მაქვსო მზერით მანიშნა. თავი ვერ შევიკავე. ძალიან ვიჩხუბეთ. გიორგიმ ცხოვრებაში პირველად ხელი დამარტყა. შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებული ვიყავი. მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ყველა სიკეთის შემდეგ გიორგიმ მადლობა ასე გადამიხადა. ბედობა დღე ტირილში გავატარე. სამ იანვარს საუკეთესო მეგობარმა ეკამ თავისთან დამპატიჟა. ეკა სუპერმარკეტში კონსულტანტად მუშაობს. სათქმელს შორიდან მოუარა, მაგრამ საბოლოოდ მითხრა:

- ჩემი სამსახურის წინ გიორგის ხშირად ვხედავ ვიღაც გოგოსთან ერთად. ალბათ ახლოს ცხოვრობს. ვიფიქრე ნათესავია-მეთქი, მაგრამ გუშინ საღამოს ტუჩებში კოცნიდნენ ერთმანეთს. ვიცი გული გატკინა ჩემმა სიტყვებმა, მაგრამ მირჩევნია იცოდე რომ გღალატობენ. შეიძლება მალე სახლიდანაც გაგაგდოს.

გიორგი ძალიან მიყვარს. ალბათ ყველა თავმოყვარე ქალი მიატოვებდა მოღალატე და უმადურ მამაკაცს. არ შემიძლია მისგან წავიდე... მეშინია სახლიდან არ გამაგდოს. მირჩიეთ როგორ დავიბრუნო გიორგის სიყვარული და ფინანსური პრობლემებიდან როგორ ამოვძვრე?

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
eka
შეყვარებულს კი არა ქმარსაც არ უნდა გადაყვე მომეტებულად, მე მაპატიეთ მაგრამ მაგარი მიგიქარავს ბინა გაუყიდე მამას ახლა მაგანაც რომ გამოგაგდოს გარეთ ნივთივით სად მიდიხარ, მამას ეგ როგორ გაუკეთე არ მესმის ან დედის ნაჩუქარი ოქროულობა როგორ გაყიდე მაგის გულისთვის ეგ კაცი არაა არაკაცია ოგონც ჭკვიანი, შენ კი დებილი ხარ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აქეთ იზრუნოს შენზე და გატაროს ხელისგულზე მაგრამ არ უყვარხარ კაცს რომ უყვარდე ყველაფერს გააკეთებს შენი გულისთვის სანამ საბოლოოდ დამცირებულხარ მოშორდი და წადი მაგის ცხოვრებიდან დაილია კაცებიი?
14:26 / 10-07-2016
გამოხმაურება / 0 /
Shens cxovrebas mixede torem gviani iqneba mete da inaneb mas shen ar yvarebixar sakutari tavis pasi iscavle agrznobine is rom araraobaa da is sheni girsi araa
23:23 / 20-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო
ხშირად უყურე ხოლმე ფილმს ,,მოსკოვს ცრემლების არ სჯერა,, და გაძლიერდები.
13:39 / 03-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინოს
ვიღაც კრეტინის გამო საკუთარ მამას უღალატე და ბინა დააკარგვინე.კიდევ რაღაცა სიკეთეს ელოდები ?ეგოისტი და დებილი ხარ,მინდა გითხრა.მშობელზე მაღლა რომ უცხოს დააყენებს შვილი,აუცილებლად მოხვდება ჭიტლაყი ცხოვრებისგან.დარწმუნებული ვარ,იმდენად უტავმოყვარეო ხარ,რომ დედის ბინაც რომ შენზე იყოს გადმოფორმებული,იგივეს გააკეთებ,რა არის ეს სახელისთვის ბრძოლა და ამპარტავნება,როგორ ათრევს მიწაზე ადამიანს!რა ჰორმონების თამაში გაქვს ამისთანა,მტერსა და მოყვარეს რომ ვერარ არჩევ!
12:30 / 03-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინოს
როდესაც მანდილოსანი კაცზე გადამეტებულად ზრუნავს,თანაც ისე,რომ მისგან საპასუხო არაფერი ხდება,სისულელედ მიმაჩნია,გრძნობა არ უნდა ანაცვალო შენს კეთილდღეობას.კაცი,რომელიც ქალისგან ძვირფას შესაწირს და ძღვენს იღებს,უკვე კაცი აღარაა და არც ცხოვრებაში გამოგადგება.ქალმა მამაკაცზე ზრუნვა(ისიც,უკვე ქმარზე) სხვანაირად უნდა გამოხატოს,სითბოთი,სინაზით და არა მატერიალური მდგომარეობით.არც დიდად მუცლის ამოყორვით.დადგებიან ხოლმე მტელი დრე სამზარეულოში,გააკეტებენ ათასგვარ კერძს,თავად კი თმის დასავარცხნად და ხელების ფორმაში მოსაყვანადაც არ სცალიათ.რომელი მამაკაცი სცემს ასეთ ქალს პატივს და არ გაიხედავს მოვლილი მანდილოსნისკენ?ზომიერებაა ყველაფერში დასაცავი.ცოტა ქმარს,ცოტა საკუთარ თავს.ისე რომ ეს ბალანსი არ დაირღვეს.რაც სეეხება შვილებს,აქ სულ სხვა კანონზომიერებაა,შვილს მართლა უნდა გადაყვე ზედ,თავი გაწირო.ეს დედის ვალია.მაგრამ სათანადო აღზრდა და შენიშვნაც უნდა მისცე ხოლმე,რომ ტუტუცი და თავხედი არ გამოვიდეს.მოკლედ,სიტყვა გამოგრზელდა.არ ღირს შეეწიროს ქალი საკუთარ ჰორმონებს,ასეთი უღირსი მამაკაცისკენ ლტოლვა მხოლოდ ქიმიის და არა-სიყვარულის ბრალია.დაფიქრდით ამაზე.
12:20 / 03-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ლილგოლ
უარესი გეუთვნის შენნაერი ქალებით ირჩენენ თავს..ნიჩიერი კი არა შტერი ყოფილხარ საGოლ გიორგის შესრულებაც ამას ქვიააა
04:04 / 26-01-2016
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
თავს უშველე და ეს არაკაცი მოიშორე თორემ ინანებთ.ყველაფერში დამნაშავე შენ ხარ.არაფერი შეგარHინა ..პროფესორია თაგლითობაში.და კიდე ეპოტინები.მე ვფიქრობ თქვენ სერიოზული პრობლემა გაქვტ ფზიქოლოგიურად..არ მესმის ტქვენი.ასეტი ნაგავი და არამზადა როგორ გიყვარს.ნაგავი ურნაში უნდა მოათავსო მისი ადგილი ნაგავსაყრელზეა
12:36 / 18-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ია
ეგეთი ადამიანი დამიჯერე არ გამოსწორდება,ადამიანს რომელსაც მაგდენი გაუკეთე და ხელი დაგარტყა, იმდენი პატივიც არ გცა. არ იმსახურებს შენს სიყვარულს,ეხლა მასე გგონია რომ ვერ გასძლებ უიმისოდ,მაგრამ თუ მოინდომებ შეძლებ,თავიდან გაგიჭირდება მაგრამ დრო ყველაპერს გვაჩვევს.....
02:31 / 18-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მეგი
რაც შეგეძლო, გაგიკეთებია, როცა ქმარს უჭირდა. ვერ დაინახა? ვერ დააფასა? დაგაფასებს, როცა მოსცილდები...... გულს ნუ გაიტეხ. მუდმივ სტრესს მარტოობა სჯობს....
21:30 / 15-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ვიგაც
მე როგორც მამაკაცი გეტყვი რომ ეგ კოცნა შეიდლება სულაც არ ნიშნავს რომ მას არ უყვარხარ... უბრალოდ კაცის საქციელებს უნდა იცნობდეს ქალები.. დამიჯერეტ არარსებობს მამაკაცი რომელიც კალს არ უგალატებს.. მაგრამ არის კატეგორია რომელიც ამას შეუმჩნევლად აკეტებს და არის რომელის ტამამად.. რაც დალიან ცუდია.. მაგრამ ულტიმატუმები წაუყენე რომ თაავი წყობსჰი მოიყვანოს იზრუნოს(ოჯახზე ) აი ასეტი სიტყვებიტ და მისი პასუხის მიხედვიტ მიხვდები ტუ გტვლის სჰენ ოჯახატ ტუ არა... და ტუ უყვარხარ ყველაპრის გამკეტებელია... და დამიჯერე მაგ კარგახანია მოტამასჰეც იქნება
16:12 / 15-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS