ორი წლის წინ ვიოლას უმცროსი და სოფლიდან ჩამოვიდა. უნივერსიტეტში ჩააბარა და დედამისმა გვთხოვა, რამდენიმე თვე თქვენთან იცხოვროს და მერე ბინას ვუქირავებო. ოროთახიან სახლში ვცხოვრობთ, ჩვენც ვიწროთ ვართ, მაგრამ უარი არ გვითქვამს.
მეგონა, ჩემი მძახალი პირობას შეასრულებდა და თავის შვილს ცალკე გაიყვანდა.
თავის დას როგორც მტერს ისე ელაპარაკება. შინ გვიან მოდის, სიგარეტს ბავშვებთან ეწევა და საშინელ დღეში გვაგდებს. ჩემმა შვილმა ცოლს უთხრა, დაგვანებოს თავი, უთხარი დედაშენს ცალკე გაიყვანოს, თორემ ოჯახს აგვირევსო.
რძალი ხმას ვერ იღებს, დედამისის ეშინია, ეგონება, საკუთარი და მომბეზრდაო. გამოსავალს ვერ ვხედავ. ფაქტია, რომ მისი შემოსვლის შემდეგ ჩემს სახლში სიმშვიდე აღარ ყოფილა. ჩემი მეუღლე რომ ცოცხალი იყოს, წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებდა.
ჟურნალი „რეიტინგი“