18 აგვისტო, 2013
რძლის და შემომისახლდა
მეგონა, ჩემი მძახალი პირობას შეასრულებდა და თავის შვილს ცალკე გაიყვანდა ჩემი რძალი ვიოლა ახლაც ძალიან მიყვარს. 15 წლის იყო, ჩემმა ბიჭმა რომ მოიტაცა და შვილივით გავზარდე. ახლა უკვე ორი შვილი ჰყავთ და ბავშვებს თავს ვევლები.

ორი წლის წინ ვიოლას უმცროსი და სოფლიდან ჩამოვიდა. უნივერსიტეტში ჩააბარა და დედამისმა გვთხოვა, რამდენიმე თვე თქვენთან იცხოვროს და მერე ბინას ვუქირავებო. ოროთახიან სახლში ვცხოვრობთ, ჩვენც ვიწროთ ვართ, მაგრამ უარი არ გვითქვამს.

მეგონა, ჩემი მძახალი პირობას შეასრულებდა და თავის შვილს ცალკე გაიყვანდა.
მას შემდეგ ორი წელი გავიდა და გოგონა არსად წასვლას არ ჩქარობს. ალბათ ბოროტი დედამთილი გგონივართ, მაგრამ პატარა სოფლელი წესიერი გოგონა ორ თვეში მონსტრად გადაიქცა.

თავის დას როგორც მტერს ისე ელაპარაკება. შინ გვიან მოდის, სიგარეტს ბავშვებთან ეწევა და საშინელ დღეში გვაგდებს. ჩემმა შვილმა ცოლს უთხრა, დაგვანებოს თავი, უთხარი დედაშენს ცალკე გაიყვანოს, თორემ ოჯახს აგვირევსო.

რძალი ხმას ვერ იღებს, დედამისის ეშინია, ეგონება, საკუთარი და მომბეზრდაო. გამოსავალს ვერ ვხედავ. ფაქტია, რომ მისი შემოსვლის შემდეგ ჩემს სახლში სიმშვიდე აღარ ყოფილა. ჩემი მეუღლე რომ ცოცხალი იყოს, წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებდა.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ლაშა
რძალმა დედამისს უნდა უთხრას რომ სიგარეტს ეწევა თავისი და ბავშვებთან, გვიან მიდის სახლში და ჰკითხოს როგორ მოიქცეს და რა გააკეთოს, თორემ იღუპება დაიკო. დედიკო სავარაუდოდ რაიმე რჩევას იტყვის იქიდან ან გადაიყვანს ცალკე თავის შვილს
15:50 / 02-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ასააააააააა
კაცი ხარ თუ ჩმო, შე ჩემისა, მოკიდე ხელი და ჩაიყვანე სოფელში , ერთი მაგრად მიაკურთხე და მორჩა რა, ძნელია ამის გაკეტება ? მაგრამ ჩმო ხარ და ეტყობა ძნელია
18:56 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარო
ოხ ეს სოფლელები, როგორ ურევენ საწყალ თბილისელებს ოჯახს. რატომ არის სტატიების უმრავლესობა ასეთი პათოსით დაწერილი? მოაშორეთ სოფელმოძულე ჟურნალისტი, რომელიც იგონებს ამ ისტორიებს.
11:23 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
ალბათ თქვენი რძალი გულკეთილი გოგოა და დედას ვერ ეუბნება როგორი ცუდი შვილიც ყავს ,ამის გამო ოჯახს ნუ დაანგრევინებთ.ის შურიანი რძლის და სახლიდან დროულად გაისტუმრეთ თორემ დიდ უბედურებას დაატრიალებს.
09:37 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
დიანა
მაგას თქვენი რძალი ვერ ეტყვის მშობლებს.როგორ იქცევა თქვენი ''სტუმარი''.ჯობია თქვენს რძალთან ერთად მოუყვეთ გოგონას მშობლებს.თხრობის კილოსაც გააჩნია.არავითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ გაღიზიანებული კილო.ამას სჯობს მეგობრული და თბილი საუბარი,რომ გაწუხებთ მისი ასეთი გარდაქმნა,რომ წყნარი გოგონა ახლა სულ სხვანაირად იქცევა და რომ შეიძლება რეპუტაცია შეელახოს.დარწმუნებული ვარ,თუ შეგნებული მშობლები ყავს,მადლობასაც გეტყვიან,რომ დროზე გააფრთხილეთ.
04:57 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS