17 აგვისტო, 2013
ქმრის ძმაკაცმა სიყვარული ამიხსნა
თბილისი გავაცანი, ყველა მნიშვნელოვანი ადგილი ჩემი მანქანით შემოვატარე გელა ჩემი მეუღლის ბავშვობის მეგობარია. მე სულ ათი თვეა რაც გავიცანი, რადგან ბოლო ცამეტი წელი მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში რუს მეუღლე ლუბასთან ერთად დაბრუნდა.

ჩამოსვლის მეორე დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდა და მეუღლემ ბედნიერმა გამაცნო თავისი მეგობარი. მე და ლუბა მალე დავმეგობრდით. ორივეს ორი წლის შვილები გვყავს და თან ბავშვის გარდა ბევრი რაღაც აღმოგვაჩნდა საერთო.

თბილისი გავაცანი, ყველა მნიშვნელოვანი ადგილი ჩემი მანქანით შემოვატარე. ყველაფერი ორი თვის წინ აირია, როცა ერთ
დღეს სახლში ნასვამი გელა გვესტუმრა.

მეუღლე სახლში არ იყო, მაგრამ კარი თამამად გავუღე. დაჯდა, ათას სისულელეს ლაპარაკობდა. მეგონა ლუბა აქ იყო და იმიტომ მოვედიო. წასასვლელად რომ მოემზადა, გულში ჩამიკრა და მითხრა, კაცობას როგორ გადავაბიჯო, მაგრამ პირველი ნახვისთანავე მომეწონეო.

ძლივს მოვიშორე თავიდან. იმის შემდეგ რამდენჯერმე მოვიდა ჩვენთან და როგორც კი ოთახში მარტოს დამიჭერს მეუბნება, რომ ჩემ გამო მოდის და ამ სიყვარულის ატანა აღარ შეუძლია.

არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ მდგომარეობას. უკვე ჩემი ქმრის მიმართ მიჩნდება ზიზღი, რომ საკუთარმა მეგობარმა ასეთი რამ აკადრა.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 47 /
ანი
ეგეთი შემთხვევა მქონდა მეც. უცოლო იყო.ბავშვობიდან ეძმაკაცებოდა ჩემს მეუღლეს. როცა გადახრები შევამჩნიე, უცერემონიოდ გავაგდე ოჯახიდან და არც მოსულა მას შემდეგ. არ გაატეხინო სახელი და ოჯახის ღირსება არ შეალახინო მაგ უდღეურს.
22:55 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
გასაგლეჯია შუაზე. თვითონ ნაბოზარი ცოლი ეყოლება და სხვებიც მასე გონია ალბათ
21:11 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
იაკუნა
შენი ქმარი არაფერ შუაშია,არც შენ ხარ რამეში დამნაშავე,თვითონ კაცია ნაძირალა და გარეწარი..ეგეთი კაცი სახლში არ უნდა შემოუშვა..დაემუქრე და უთხარი რომ ქმარს ყველაფერს ეტყვი და თუ საჭირო გახდა უთხარი კიდეც..მანამდე ეცადე შენით მოაგვარო როგორმე.
20:42 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ეს არის გახრწნილი და გაფუჭებული კაცი . ასეთ კაცს სიყვარული სად შეუძლია ...ჩვენ რომ გვიყვები ამ ამაზრზენ ისტორიას , არ გირჩევნია ოჯახს მიხედო და ასეთი ნაძირალები სახლიდან მოიშორო... რა მოსაყოლია ასეთი სიბინძურე და ისიც სახალხოდ????
19:33 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
შეაშინე რომ ქმარს ეტყვი ყველაფერს თუ იგივე განმეორდა და მოისვენებს... ბოზ კაცებს რა გამოლევს, შენი ქმარი არაფერ შუაშია
19:18 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მის ადგილას ქმარს მოვუყვებოდი და ამას არ დავმალავდი.
18:52 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარელა
შენ როგორ გგკადრებს მაგას, მაგაზე არ გიფიქრია??:)
18:42 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS