25 დეკემბერი, 2015
სიმამრმა სიძეს მეჯვარესთან შეუსწრო - ოჯახური ტრაგედია, რომელიც რამდენიმე წლის წინ იმერეთში მოხდა
ეს ამბავი ქუთაისში მოხდა. სტატიის წაკითხვის შემდეგ ბევრ ქუთაისელს მოაგონდება ის აურზაური, რაც ერთ-ერთ ჩაშლილ ქორწილს მოჰყვა. გაუბედურებული პატარძლის ამბავს მისი ერთ-ერთი სტუმარი გვიყვება. ანონიმურობისთვის გამოყენებული სახელები პირობითია:

ანა: „ნატალია შეძლებული ოჯახის ერთადერთი შვილი იყო, მშობლები თავს ევლებოდნენ, საუკეთესო ეცვა და ეხურა, პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა, დაბადების დღეს ყოველთვის პომპეზურად უხდიდნენ, ზამთარ-ზაფხულ ხან უცხოეთში, ხანაც ქართულ კურორტებზე დაატარებდნენ. ამის მუხედავად ნატაზე არ ითქმოდა, რა განებივრებული ბავშვიაო, ყოველთვის იცავდა ეტიკეტს, თავდაჭერილი იყო საზოგადოებაში, უფროსს ენას არასდროს შეუბრუნებდა, არ
აღიზიანებდა კრიტიკა, არ ეზარებოდა მეცადინეობა, დადიოდა ფორტეპიანოზე, სიმღერაზე და ცეკვაზე.

ეუფლებოდა ოთხ ენას: რუსულს, ინგლისურს, გერმანილსა და ფრანგულს. მოკლედ არა მხოლოდ ოჯახის, მთელი სანათესაოს სიამაყე იყო.

თავიდან მშობლებს მისი გარიგებით დაოჯახება სურდათ, მაგრამ ნატამ გამოაცხადა შეყვარებული მყავსო. დედ-მამას თავზარი დაეცა, თუმცა გადაწყვიტეს ბიჭი მაინც გაეცნოთ.

ლაშას განათლება საზღვარგარეთ ჰქონდა მიღებული და თანამდებობაზეც მუშაობდა. მართალია მდიდარი მშობლები არ ჰყავდა, მაგრამ ყველაფერს თავად მიაღწია. ჯერ ნიშნობა დათქვეს, შემდეგ ქორწილი. ლაშას კუდივით ყველგან თან დასდევდა საუკეთესო მეგობარი - ბექა. ნატალი ხუმრობდა ალბათ ქორწილის შემდეგ ბექა ჩვენთან ერთად იცხოვრებსო.

ქორწილზე ნატალი ულამაზესი იყო. საოცარი კაბა ეცვა, ფიზიკური მონაცემებიც ხელს უწყობდა, სტუმრების უმეტესობა ამბობდა, პატარძალი ნეფეს სჯობსო. სუფრაც მეფური გაშალეს. ლხინი გაიმართა. სიძე დათვრა, ცოტა შეუძლოდ გახდა და მეჯვარემ საპირფარეშოში გაიყვანა.

ბიჭებს ძალიან რომ შეაგვიანდათ, ნატალიას მამამ გააკითხა, შეეშინდა სასწრაფო ხომ არ სჭირდებაო. კაცების საპირფარეშოში რომ შევიდა, უცნაური ხმები შემოესმა.

გვერდითა „კაბინის" ტუალეტზე შედგა და გადაიხედა. ალბათ თქვენც ხვდებით რა დაინახა... ლაშასა და ბექას სექსი ჰქონდათ.

გადაირია კაცი! გინება და ყვირილი დაიწყო, ბიჭები საპირფარეშოდან გამოცვივდნენ, თან შარვლებს იკრავდნენ. სიმამრი სიძეს გაეკიდა, დაიჭირა და ისე სცემა, სახე სულ დაუნაყა, სტუმრებმა ძლივს გააშველეს. ყველა კითხულობდა, რა მოხდაო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლაშა ამის მკადრებელი იყო.

ნატალია ცხარე ცრემლით ატირდა. არც მამა და არც ქმარი არ უხსნიდა, რაში იყო საქმე. ქორწილი ჩაიშალა. ნატალია ორსულად იყო და მშობლებმა აბორტი გააკეთებინეს.

შემდეგ კი საზღვარგარეთ წაიყვანეს. ქუთაისში დიდხანს განიხილებოდა ამ ოჯახის ტრაგედია. ლაშას პირადად ვიცნობდი, კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მგონია, რომ სასმელის და ბექას ბრალი იყო ყველაფერი. ტვინი აერია ბიჭს. განა ვამართლებ... უბრალოდ გული მწყდება, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ლაშამ იცოდა, რომ ქუთაისში არ გაახარებდნენ, ამიტომ ყველაფერი მიატოვა და თბილისში გაიქცა“.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ლაშაიას და ბექაიას სექსი...გინდოდათ გეთქვათ ხომე???
....ისინი...ყოფილი ქუთეისელი ქურდები იყვნენ....
21:51 / 08-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ჯესი
რა გაიგო იმ კაცმა უკუღმა საინტერესოა. ცოლი რომ ფულის გამო შეირთო, ქორწილშივე უღალატა და მერე თავის პიდარასტ საყვარელთან ერთად უნდა ეგულავა იმის ფულებით ეგ გაიგო უკუღმა?
00:53 / 06-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინას :D
რა საჭირო იყო ამხელა ამბის ატეხვა ??? როცა კაცი ცოლს ჯერ კიდევ საკუთარ ქორწილში ღალატობს თან რა ფორმით ეს ნორმალურია? ან ამის მნახველ მამას ადეკვატური რეაქცია ექნებოდა? განათლება აქ არაფერ შუაშია ვერც ერთი მშობელლი ვერ მოითმენდა შვილის ასეთ დამცირებას. შენ რა რეაქცია გექნებოდა საინტერესოა იმ კაცის ადგილას სხვისი განსჯა ყოველთვის ადვილია
00:49 / 06-02-2016
გამოხმაურება / 0 /
nina
რა ბისექსუალი, რის ბისექსუალი ქართულად არა კაცი და პიდარასტი ჰქვია, რა შუაშია გაუნათლებობა თქვენნაირ "განათლებულებს" შეახვედროს ღმერთმა ეგეთი სიძე საკუთარ ქორწილში რომ წაკუზავენ.
22:34 / 10-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ადამიანი ბისექსუალი ყოფილა! რა საჭირო იყო ამხელა ამბის ატეხვა,მითუფრო პატარძლის მამისაგან...ეთქვა თავისი ქალიშვილისთვის და დაელაპარაკებოდა მის ქმარს...ან მუცელი რატომ მოაშლევინეს,რა დააშავა ბავშვმა? ეს ნორმალურობაა???... სწორედ ესაა გაუნათლებლობა და ყველაფრის უკუღმა გაგება! განათლება, ხალხის ნაწილს, მარტო დიპლომი და ბევრი ფულის ქონა ჰგონია ჯერ კიდევ...
18:40 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS