24 დეკემბერი, 2015
„ჩემმა ქმარმა დაუვიწყარი საახალწლო საჩუქარი გამიკეთა, იტალიიდან დაბრუნებულს სახლში სხვა ქალი დამხვდა“...
მარინა 40 წლის არის. 8 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა. იტალიაში მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. ერთი კვირის წინ სამშობლოში დაბრუნდა. ქმარ-შვილი წინასწარ არ გააფრთხილა, გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა მათთვის.

მარინა:

„სიყვარულით გავთხოვდი და არასდროს მინანია, ამ ნაბიჯის გადადგმა. ვაჟა უნივერსიტეტში გავიცანი, მისმა იუმორმა, თავდაჭერილობამ, ინტელექტმა და სასიამოვნო გარეგნობამ, ადვილად მომხიბლა. ყოველთვის ვოცნებობდი განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია მქონოდა. ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინააღმდეგ ბრძოლა არ მომიხდა, რადგან ვაჟამ მომენტალურად დაიპყრო მათი გულები, არც ცუდი დედამთილი შემხვედრია. საწყალი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს,
ჩვენი შეუღლებიდან სამი წლის იუბილეზე გარდაიცვალა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. რა თქმა უნდა, პრობლემები გვქონდა, მაგრამ ჩემი ქმრის სიყვარული, ყველა წინააღმდეგობის გადალახვაში მეხმარებოდა.

ერთხელ მეზობლის ქალმა ენა მომიტანა ქმარი გღალატობსო. არ დავიჯერე, მაგრამ მისი გაკონტროლება დავიწყე. „ენდე, მაგრამ გადაამოწმე." შევნიშნე, რომ მობილურს მართლაც ხშირად თიშავდა, სახლში მოსვლას აგვიანებდა, ჩემდამი ფრიგიდული გახდა. შემეშინდა, რომ მიმატოვებდა. არ ვამაყობ ჩემი საქციელით, თვალთვალი დავუწყე. სამსახურთან ახლოს საყვარელი ნამვილად ჰყავდა. ავაკითხე და, როგორც იტყვიან, გამოვიჭირე. სკანდალი ავტეხე. თავს ვერ ვაკონტროლებდი. დამპირდა, რომ აღარასდროს გაეკარებოდა ამ ქალს და სახლში წამომიყვანა. ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოდან დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ჩემი ქმარი რეანიმაციაში იყო. კინაღამ ტელეფონთან გამისკდა გული. კლინიკაში მისულმა გავარკვიე, რომ საყვარელთან ურთიერთობა გაუგრძელებია. მის ძმას სასიკვდილოდ უცემია, შემდეგ კი კიბეებიდან დაუგორებია. ასე დაინვალიდდა ჩემი ქმარი.

ოჯახს შემოსავლის წყარო სჭირდებოდა, საქართველოში სამსახური, ნორმალური ხელფასით, ვერ ვიპოვე, ამიტომ იტალიაში წასვლა გადავწყვიტე. იმის მიუხედავად, რომ ძალიან გულნატკენი ვიყავი და მეგონა, რომ ამ ღალატს ვერასდროს ვაპატიებდი, მისი მიტოვება თავში აზრადაც არ გამივლია. ვაჟასთვის ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპი დადგა.

მიზნად დავისახე, ოჯახი მერჩინა და მეუღლე ფეხზე დამეყენებინა. ევროპაში მოხუცის მომვლელი გავხდი. იქვე გავიგე, რომ არსებობდა ძვირადღირებული ოპერაცია, რომლის გაკეთების შემთხვვაშიც ვაჟა გავლას შეძლებდა. 8 წელი ემიგრაციაში ვიყავი. საახალწლოდ უფროსს დავეთხოვე და საქართველოში წამოვედი. მეგონა, ჩემი ნახვა ძალიან გაახარებდათ.

სახლის კართან რომ მივედი, გული გამალებით მიძგერდა, ერთი სული მქონდა, ჩემს ქმარ-შვილს მოვსიყვარულებოდი. კარი უცხო ქალმა გამიღო. რა გნებავთო მკითხა. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე. გამომიცხადა ვაჟას ცოლი ვარო.

მუხლებში კანკალი ვიგრძენი, თვალებში დამიბნელდა და გონებაც დავკარგე. თვალი როცა გავახილე, კარის მეზობლის სახლში ვიწექი. მან მომიყვა, რომ ვაჟას ეს ქალი ინტერნეტის საშუალებით გაუცნია, პერიოდულად სახლში ეპატიჟებოდა და ბოლოს ცოლადაც მოიყვანა. ჩემს შვილს თავიდან არ მიუღია დედინაცვალი, მაგრამ ქალს ყველა ძალ-ღონე უხმარია მასთან კარგი ურთიერთობის ასაწყობად.

არ ვიცი როგორ მოვიქცე, ვიყიდო ბილეთი და პირდაპირ იტალიაში გავბრუნდე თუ სახლში შევიდე და ვაჟას ვკითხო, რატომ მომექცა ასე? როდის გადავუყვარდი? რატომ გაუნელდა ჩემდამი გრძნობები? ვნახო შვილი თუ არ ვნახო? რატომ დამიმალა შვილმა, მამის ასეთი საქციელი, მასთან ხომ ტელეფონით და ინტერნეტის საშულებით ხშირად ვსაუბრობდი? მილიონი შეკითხვა მიტრიალებს თავში, ძალიან დაბნეული ვარ“.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
nina
რათქმა უნდა აქტუალური თემაა, 19 წელია ამერიკაში ვარ და უამრავი ანალოგიური ისტორია მომისმენია, ბევრმა გაუკეთა მეუღლეს სიურპრიზი და ბევრს შეაცივდა სახეზე ღიმილი. ერთს დედაც ჰყავდა დებიც უკვე წამოზრდილი შვილებიც, ჩუმად გააკეთა საბუთები არავის გააგებინა ისე ჩავიდა საქართველოში და დახვდა პატარა ბავშვით უცხო ქალი, არავის აპატია ღალატი ყველა თავის თავზე პიქრობდა რომ დაბრუნდეს პულით აDარ დაგვეხმარებაო. მეორე დღესვე უკან დაბრუნდა ამერიკაში. დეიდა ჰყავდა კარგი პიროვნება და მისი დახმარებით წაართვა ქმარს თავისი შეძენილი ქონება. ყველა მესამეს მსგავსი თავგადასავალი გვაქვს.
17:52 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა ტაბუკასჰვილი
ტქვენნაირი, სუსტი და უდზლური ქალების, ატანა არ მაქვს, იტალიას ი სამუსჰაოდ ცასვლა არ გაგიცირდა და სჰენი ბედოვლატი ქმრის მიტოვებას ხალხს ეკიტხებიტ
16:56 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
მიკვირს ასეთი ქალების. ეხლა შენ ხმის ამოუღებლად აპირებ უკან გაბრუნებას???? შედი შენ სახლში ,მოითხოვე საკუთარი წილი. თუ რამე გიყიდია მოაგროვე და გამოიტანე. არაფერი შეარჩინო რაც შენია. ეხლა შვილის ასაკსაც გააჩნია დაელაპარაკე, მოკიდე მაგასაც ხელი და წაიყვანე. ეგ შენი უნიათო და მოღალატე ქმარი რაც უვარგისი იყო ბოლომდე ისეთი დარჩება.
02:28 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
აქტუალური თემაა და ამ თემაზე აგებული მორიგი შეთხზული ამბავი.მეც 40 წლის ვარ და ჩემი თაობის ხალხს მარინა და ვაჟა არავის არ ჰქვია... :)
00:58 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათე
მგონი შენი ფული აინტერესებთ ვიდრე შენ დროზე ჯობია აიწყო ცხოვრება ცხოვრება წინ გაქვს და ბევრ ბედნიერ დხეებს ნახავ არ გირჩევ ისეთ ქმარს ვინც სხვაზე ფიქრობს შენ მხოლოდ მოვალეობა ხარ
00:46 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნისლი
ბინა გაუყავი და გაეყარე მაგ ნაგავს.ის სვილიც მამასავით მოღალატეა აშკარაა.
22:39 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
შვილს აუცილებლად დაელაპარაკე,უკაცრავად რამხელაა თქვენი შვილი,თუკი ყოველდგე ელაპარაკებოდით ეს სხვა ქალი ყრუა და არ ესმოდა?მან იცის,რომ არსებობთ,მაგრამ რა ინფორმაცია აქვს თქვენზე ეს გაარკვიეთ,არ გყავთ დედა,და,ძმა,თქვენ მარტო შვილმა,ხომ არ მოგატყუათ,აქ ეკითხებით ხალხს ,როგორ მოიქცეთ?ამიტომ ხართ ამ დღეში,ცოტა უაზრო თემაა,შვილთან არ გილაპარაკიათ და მეზობელთან ზიხართ,წადი გენაცვალე რაში გჭირდება ეგ უაზრო კაცი,შვილი დედას არასდროს გაცვლის სხვაში
21:01 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ციური
ასეთი ქმარი შენი ღირსი არ არის, შვილმა, რომელმაც ასეთი სერიოზული ამბავი დაგიმალა, ისიც არ არის შენი შვილობის ღირსი, მაგრამ მაინც შვილია, დაელაპარაკე, თუ მამასთან დარჩენას მოისურვებს, დატოვე და შენი საკუთარი ცხოვრებით იცხოვრე, არც ისე ხანგრძლივია ეს წუთისოფელი, რომ ვინმეს თავი შესწირო....ცხოვრება მშვენიერია ძვირფასო და შენ ღირსი ხარ დატკბე ამ ცხოვრებით....იარებს მოიშუშებ....
19:49 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
nina
ახლა მაინც ნუ იცხოვრებ ილუზიებით, წადი უკან და შვილიც არ გახადო ღირსი არაფრის, შეინახონ მამიკომ და ახალმა დადიკომ. თვითონ მიხვდება რომ გაუჭირდებათ დაერღვევათ ოჯახური იდილია. არაფერი დაუჯერო. ან რა დაეჯერება ადრე რომ შეგპირდა ალბათ მეორე დღესვე გააგრძელა ურთიერთობა, სულელი ხარ და გიყენებს.
19:46 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ლუცია
ცემო საყვარელო სჰვილს დაელაპარაკე აუხსენი სჰენ რა გზიტ სჰოულობ აქ იტალიასჰი ფულს და მატტს ახმარ ტუ გაიგებს გაიგებს ტორემ სჰენს ტავს მიხედე ზვირფასო იმიტომ რომ აქ წამოსულები საცოდავატ სხვის ბოდისჰი და მზხნერებსჰი ნასჰოვნ ფულს ტუ სჰენმა სჰვილმა ეს დაგიფიცა და არ გაგიმხილა სჰენი გზა მონახე რატ გინდა ერტხელ ტუ გიხალატა ის ყოველტვის ასეტი დარცება ცემო ლამაზო სჰვილს მოკიდე ხელი და სჰენი გზა გაიგე არც იფიქრო სჰენი ქმარის უკან დაბრუნება
17:55 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS