22 დეკემბერი, 2015
„ცოლისთვის შუბას ვერ ვყიდულობ, დამემუქრა, რომ სექსიც არ გვექნება - საახალწლოდ ოჯახი მენგრევა“
როგორც ჩანს, ახალ წელს ყველა მოუთმენლად სულაც არ ელოდება. ზოგიერთ ოჯახში საახალწლო საჩუქრები განხეთქილების ვაშლი ხდება. რედაქციაში წერილი მოგვივიდა, სადაც 30 წლის ლუკა თავის გასაჭირს გვიზიარებს.

ლუკა: მე და თეონა ათი წლის წინ დავოჯახდით. 20 წლის რომ ვიყავი მეგონა თუ ბევრს ვიშრომებდი და ფულს დავზოგავდი, მალევე წამოვიწყებდი პატარა ბიზნეს. თავი არ დამიზოგავს, ორ ადგილას ვმუშაობდი, სახლში გვიან ვბრუნდებოდი, მეგობრებისა და ნათესავების დიდი ნაწილი დროის დეფიციტის გამო დავკარგე. მხოლოდ ცოლი და კოლეგები დამრჩა. თავიდან მეუღლეც იბუტებოდა,
მაგრამ მრავალჯერ გასაუბრების შემდეგ დავარწმუნე, რომ ამდენს ჩვენი ოჯახი კეთილდღეობისთვის ვმუშაობდი.

ფულის დაზოგვა შეუძლებელი გახდა, რადგან თეონა დაორსულდა. პრობლემური ფეხმძიმობა ჰქონდა, ექიმიდან ექიმთან დავატარებდი, გამოკვლევები და წამლები ძალიან ძვირი მიჯდებოდა, ამას ემატებოდა ცოლის ძვირიანი ახირებებიც. მეცხრე თვეში გამომიცხადა სამშობიაროში ლუქსს თუ არ დამიქირავებ,  მშობიარობას გადავყვებიო.

არ მინდოდა, ენერვიულა, ამიტომ თხოვნა შევუსრულე. ბავშვის გაჩენის შემდეგ პრობლემები მომრავლდა. ჩვილს სასუნთქი სისტემის პათოლოგია აღმოაჩნდა და რეანიმაციაში დიდხანს იწვა. ნერვიულობის ფონზე თეონას ნევროზი დაემართა. არ გვეგონა, რომ ჩვენი შვილი გადარჩებოდა, მაგრამ სასწაული მოხდა. ექიმებმა გაგვაფრთხილეს, რომ ზამთარ-ზაფხულს ბაკურიანში უნდა აგვეყვანა. ბაკურიანში დასვენება ძალიან ძვირია.  

ნახევარი წლის წინ ერთ-ერთი სამსახურიდან გამანთავისუფლეს. შემცირებაში მოვყევი. ბევრი ვალი მაქვს. ზოგი ბანკისგან ავიღე, ზოგიც მეგობრებს ვესესხე. ახალი წელი მოდის, პროდუქტებს ცეცხლის ფასი უკიდია, არ ვიცი სუფრაზე რა უნდა, დავალაგოთ. ჩემს შვილს თოვლის ბაბუის სჯერა და წელსაც მისწერა წერილი. ველოსიპედი და როლიკები დააბარა. არ მინდა, იმედი გაუცრუვდეს, მაგრამ საჩუქრების ფული არ მაქვს. ვფიქრობ, დაველაპარაკო და ავუხსნა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს.

რამდენიმე დღის წინ ვვახშმობდი, როცა ცოლმა წუწუნი დაიწყო. ამდენი წელია შენთან ერთად ვცხოვრობ და არ მახსოვს საახალწლოდ რამე გეჩუქებინოსო. სულ მპირდები, რომ მომავალ წელს სიურპრიზს გამიკეთებო. ჩემს დაქალს შარშან ქმარმა მანქანა აჩუქა. აბა, მე რა მივიღეო. ძალიან დაღლილი ვიყავი და ლაპარას თავი ავარიდე. საჭმელი არ დამიმთავრებია, ისე გავედი საძინებელში. გამომყვა. კარი დახურა და ჩხუბი დაიწყო.

-არასდროს მისმენ! გინდ, მე მილაპარაკია, გინდ, ძაღლს უყეფია. ასეთი უმნიშვნელო ვარ შენთვის? რომელ ეტაპზე ვერ დაგიდექი მხარში? ასეთ უპატივცემულობას არ ვიმსახურებ შენგან! ყვავილიც კი არ გემეტება. მითხარი, ვარდების ყიდვას წინ რა უდგას?!
საერთოდ რას მოგყვებოდი ცოლად? შენ გარდა იმდენი ბიჭი დამზდევდა! გამასულელე! მომატყუე! ოცნების კოშკები ამიგე!

- რა გინდა რომ გაჩუქო? - ვკითხე თავიდან მშორების მიზნით.

- შუბა.

მეგონა ხუმრობდა. საიდან მოვიტანო 5000 ლარი შუბის საყიდლად-მეთქი ვკითხე. გაჯიუტდა. მრცხვენია მეგობრებსა და ნათესავებში გასვლა, ზამთრისთვის ნორმალური ქურქი არ მაქვსო. სხვები მოვლილი დადიან, მე ისეთი მოუვლელი ვარ, შენც კი აღარ მიყურებო. სანამ საახალწლოდ შუბას არ მიყიდი, სექსი არ გვექნებაო. იმითაც დამემუქრა რომ დამშორდება.

ჯერ ვიფიქრე წავიდეს, თავში ქვა უხლია-მეთქი, მაგრამ მერე შვილი შემეცოდა. დედაჩემი და მამაჩემი გაყრილები არიან და ვიცი, ბავშვისთვის რამხელა ტრაგედიაა მშობლების დაშორება.

მირჩიეთ, რა გავაკეთო. ბანკი გავძარცვო? სახლი ჩავდო და იმ ფულით კაზინოში ვითამაშო? იქნებ მოვიგო რამე... სხვა თავში არაფერი მომდის. ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩნლი. სესხს გამოვიტანდი, მაგრამ გაშავებული ვარ...

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
შუბა
ბებიჩემის შუბას მოგყიდი იაფად
17:12 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მანა
და როდემდე აპირებ მისი ახირებების შესრულებას? თუ გაქვს ამის საშუალება, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. თუ არადა - მართლა ბამკის გაქურდვას გირჩევ - ან შეგრჩება და აშენდები, ან დაგიჭერენ და დაისვენებ! ბედნიერ ახალ წელს გისურვებ!
16:42 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
თუ სრული იდიოტი არ ხარ,როგორ შეეგუე ეგეთ ცოლს,როგორ იცხოვრე მასთან ამდენი წელი? აქამდეც უნდა გაშორებოდი,შვილზე კი ნუ ჯავრობ,თუ დედას არ დაემსგავსება(რისი შანსიც ძალიან ცოტაა) და ტვინი ექნება თავში,გაგიგებს როცა გაიზრდება,თუ არადა რატომ უნდა შეალიო შენი ახალგაზრდობა უმადურ ქალს? წადი შენს გზას ეწიე,ესაა ჩემი რჩევა!
16:15 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ლანა
დეგენერატები ხართ ორივე... ცოლი ხომ არის და შენ ვაფშე მაგას რომ ფიქრობ
15:48 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თუთა
ვეთანხმები ჯიუტ გოგოს-ცალტვინაო. 4 ადგილას მუშაობს ჩემი ქმარი, ვმუშაობ მეც, ბინაც გვაქვს ძველი ურემონტო, მაგრამ ქურქს მაინც ვერ ვიძენ... მეგობარს მანქანა აჩუქაო-ჩემმა მეგობარმა ორივე შვილს ინგლისში მიაღებინა განათლება, ჩემმა გოგონამ კი 50% გრანტი რომ მოიპოვა სიხარულით ცას ვეწიეთ. თავისნაირი ცალტვინა სამეგობრო ჰყავს ალბათ და ამიტომაც რცხვენია ძველით სიარული. ზოგადად ოჯახის დანგრევის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში კაცი რომ ვიყო საღამურით გავაგდებდი სახლიდან...
13:47 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობააააააა
მეორადებში შეიარეე... რა 5000 300ლარად იყიდი კარგ შუბას. და რომ უყიდიიი მერე შენ უთხარი სექსი აგარ გვექნებათქოოოოოო... სანამ შენ ხუშუტურკებს არ მოეშვებითქოო
13:10 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
tbiliseli
--მშობიარობას გადავყვებიო-- ამაზე ვიხარხარე.
12:02 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
იდიოტი,უყიდე ქურქი და ჭამოს მთელი ზამთარი
09:40 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
vano
Tsivilizebul,ganatlebul evropelebs shubebi agar atsviat,sheni tsoli Ar gaxda evropeli?mtavrobas ratom Ar usment?gàiget evropelebi xart exlaaa!ra shuba,ris shuba.....
07:30 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯიუტი გოგო
სანამ თვითონ გაგშორდება, ამოარტყი ტრ***ი ციხლი და გააგდზე. ფუ ვერ ვიტან ასეთ ცალტვინა ქალებს. ეგ არც უნდა მოტ*ნა არ იმსახურებს. :D :D წადი და ისეთი ქალი ნახე ვინც გვერდში დაგიდგება და გაიზიარებს შენს პათოსს.სადაა სახვეწარი, კაცების დეფიციტია. ბოდიში ავღელდი :( :(
06:13 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS