22 დეკემბერი, 2015
„ცოლისთვის შუბას ვერ ვყიდულობ, დამემუქრა, რომ სექსიც არ გვექნება - საახალწლოდ ოჯახი მენგრევა“
როგორც ჩანს, ახალ წელს ყველა მოუთმენლად სულაც არ ელოდება. ზოგიერთ ოჯახში საახალწლო საჩუქრები განხეთქილების ვაშლი ხდება. რედაქციაში წერილი მოგვივიდა, სადაც 30 წლის ლუკა თავის გასაჭირს გვიზიარებს.

ლუკა: მე და თეონა ათი წლის წინ დავოჯახდით. 20 წლის რომ ვიყავი მეგონა თუ ბევრს ვიშრომებდი და ფულს დავზოგავდი, მალევე წამოვიწყებდი პატარა ბიზნეს. თავი არ დამიზოგავს, ორ ადგილას ვმუშაობდი, სახლში გვიან ვბრუნდებოდი, მეგობრებისა და ნათესავების დიდი ნაწილი დროის დეფიციტის გამო დავკარგე. მხოლოდ ცოლი და კოლეგები დამრჩა. თავიდან მეუღლეც იბუტებოდა,
მაგრამ მრავალჯერ გასაუბრების შემდეგ დავარწმუნე, რომ ამდენს ჩვენი ოჯახი კეთილდღეობისთვის ვმუშაობდი.

ფულის დაზოგვა შეუძლებელი გახდა, რადგან თეონა დაორსულდა. პრობლემური ფეხმძიმობა ჰქონდა, ექიმიდან ექიმთან დავატარებდი, გამოკვლევები და წამლები ძალიან ძვირი მიჯდებოდა, ამას ემატებოდა ცოლის ძვირიანი ახირებებიც. მეცხრე თვეში გამომიცხადა სამშობიაროში ლუქსს თუ არ დამიქირავებ,  მშობიარობას გადავყვებიო.

არ მინდოდა, ენერვიულა, ამიტომ თხოვნა შევუსრულე. ბავშვის გაჩენის შემდეგ პრობლემები მომრავლდა. ჩვილს სასუნთქი სისტემის პათოლოგია აღმოაჩნდა და რეანიმაციაში დიდხანს იწვა. ნერვიულობის ფონზე თეონას ნევროზი დაემართა. არ გვეგონა, რომ ჩვენი შვილი გადარჩებოდა, მაგრამ სასწაული მოხდა. ექიმებმა გაგვაფრთხილეს, რომ ზამთარ-ზაფხულს ბაკურიანში უნდა აგვეყვანა. ბაკურიანში დასვენება ძალიან ძვირია.  

ნახევარი წლის წინ ერთ-ერთი სამსახურიდან გამანთავისუფლეს. შემცირებაში მოვყევი. ბევრი ვალი მაქვს. ზოგი ბანკისგან ავიღე, ზოგიც მეგობრებს ვესესხე. ახალი წელი მოდის, პროდუქტებს ცეცხლის ფასი უკიდია, არ ვიცი სუფრაზე რა უნდა, დავალაგოთ. ჩემს შვილს თოვლის ბაბუის სჯერა და წელსაც მისწერა წერილი. ველოსიპედი და როლიკები დააბარა. არ მინდა, იმედი გაუცრუვდეს, მაგრამ საჩუქრების ფული არ მაქვს. ვფიქრობ, დაველაპარაკო და ავუხსნა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს.

რამდენიმე დღის წინ ვვახშმობდი, როცა ცოლმა წუწუნი დაიწყო. ამდენი წელია შენთან ერთად ვცხოვრობ და არ მახსოვს საახალწლოდ რამე გეჩუქებინოსო. სულ მპირდები, რომ მომავალ წელს სიურპრიზს გამიკეთებო. ჩემს დაქალს შარშან ქმარმა მანქანა აჩუქა. აბა, მე რა მივიღეო. ძალიან დაღლილი ვიყავი და ლაპარას თავი ავარიდე. საჭმელი არ დამიმთავრებია, ისე გავედი საძინებელში. გამომყვა. კარი დახურა და ჩხუბი დაიწყო.

-არასდროს მისმენ! გინდ, მე მილაპარაკია, გინდ, ძაღლს უყეფია. ასეთი უმნიშვნელო ვარ შენთვის? რომელ ეტაპზე ვერ დაგიდექი მხარში? ასეთ უპატივცემულობას არ ვიმსახურებ შენგან! ყვავილიც კი არ გემეტება. მითხარი, ვარდების ყიდვას წინ რა უდგას?!
საერთოდ რას მოგყვებოდი ცოლად? შენ გარდა იმდენი ბიჭი დამზდევდა! გამასულელე! მომატყუე! ოცნების კოშკები ამიგე!

- რა გინდა რომ გაჩუქო? - ვკითხე თავიდან მშორების მიზნით.

- შუბა.

მეგონა ხუმრობდა. საიდან მოვიტანო 5000 ლარი შუბის საყიდლად-მეთქი ვკითხე. გაჯიუტდა. მრცხვენია მეგობრებსა და ნათესავებში გასვლა, ზამთრისთვის ნორმალური ქურქი არ მაქვსო. სხვები მოვლილი დადიან, მე ისეთი მოუვლელი ვარ, შენც კი აღარ მიყურებო. სანამ საახალწლოდ შუბას არ მიყიდი, სექსი არ გვექნებაო. იმითაც დამემუქრა რომ დამშორდება.

ჯერ ვიფიქრე წავიდეს, თავში ქვა უხლია-მეთქი, მაგრამ მერე შვილი შემეცოდა. დედაჩემი და მამაჩემი გაყრილები არიან და ვიცი, ბავშვისთვის რამხელა ტრაგედიაა მშობლების დაშორება.

მირჩიეთ, რა გავაკეთო. ბანკი გავძარცვო? სახლი ჩავდო და იმ ფულით კაზინოში ვითამაშო? იქნებ მოვიგო რამე... სხვა თავში არაფერი მომდის. ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩნლი. სესხს გამოვიტანდი, მაგრამ გაშავებული ვარ...

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
x
გაყრა გარდაუვალია, მოიყვანე ის ვისაც შენ ეყვარები და არა ფულები მშოვნელი ვირი, დროზე გაეყარე დროს მიგებ და ვალიც ნაკლები გექნება
15:38 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
,,,
როგორ იგონებთ ეგეთ სისულელებ პირდაპირ მიკვირს დ;
14:00 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
aleko
გაუშვი წავიდეს თუ ეგრე ძალიან უნდა, შენ თუ შუბის ფული არ გაქვს ეგეთი ქალი გვერდით მაინც არ გაგიჩერდება და რა აზრი აქვს? შუბის გულისათვის ბანკს აყაჩაღებ? და შუბის ყიდვის მერე მანქანა რომ მოუნდება რომელი სადგომიდან აპირებ გატაცებას ეხლავე დაგეგმე დრო დაგეზოგება.....
13:44 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ზ.კალორია
საერთოდ ცოლი უნდა მიაჩვიო კარგად მოქცევას და უყიდო დამსახურებების მიხედვით. თუ გასივდა გაღორდა, არც არაფერს აკეთებს, უმაქნისია. ბავშვი გააჩინა და ვსიო ეს ჰგონია მარტო ქალის საქმე ის არაფერს არ იმსახურებს. თუ ჭკვიანად იქცევა და არ ჩაჭრილა არაფერში მაშინ უნდა უყიდო. თუ რეალურად იმსახურებს ადამიანი რამეს და იმას ვერ ღებულობს ეს უსამართლობაა. გაუცემელი ხელფასივითაა ეს საკითხი. ელოდება ქალი იშრომა იწვალა, გაგისწორა ყველაფერში და არაფერი? უნდა უყიდო. თუ მიქარა რამეში და თავის დედისაც მიირთვა მაშინ უნდა გაუშვა დედამისთან მიაბრძანო.
12:04 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
დალილა
ვაი შენს პატრონს რა
20:33 / 24-12-2015
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
რატომ წავიკითხე სრულიად. თან კომენტარებიც ვერ გეთყვით.. სულ ორი რაღაცის თქმა მინდა.. 1. მაგნაირი ცოლის დედაც.. მაგრამ აქ პრობლემა სხვა რაიმეშია, ხალხნო უყვარს ამ კაცს ცოლი და ეს ყველაფერი მისი სურვილია, რაც ცოლს ათქმევინა.. მას უნდა უყიდოს ბავშვს ველოსიპედი და როლიკები, მას სურდა მის ცოლს ლუქსში ემშობიარა, შრომობს და ცივ სიოს არ აკარებს.. ეხლა ვალები დაედო და გაეჭედა.. მაგრამ აქვე მე-2. ეს მისი პირადია, რომელი წესიერად მოაზროვნე ადამიანი დაწერს მის ცოლზე შუბაზე და სექსზე... ოჯახი წმინდაა და მასში ცხვირი არავის არ უნდა ჩააყოფინო.. იდიოტი ხარ..
16:05 / 24-12-2015
გამოხმაურება / 0 /
Гиоргий
ეს ნაწერი სავარაუდოდ მოგონილია როგორც უმრავლეს შემთხვევაში, მაგრამ თუ სიმართლეა ასეთი ქალი ოჯახში კი არა ლოგინში გასაჩერებელიც არ არის. უნდა გაუშვა დედამისთან სახლში როგორც აქ ერთმა დაწერა. წავიდეს იმუშაოს და თავისი ხელფასით იყიდოს ის შუბა და მერე დააფასებს შრომას. ისე ეს სიღორე ზოგადად ქართველი ქალების დიდი პრობლემაა, თან არ ვარჯიშობენ რადგან ზარმაცები არიან და ამ სიზარმაცისვე გამოა რომ არც ნასწავლები არიან(უმრავლესობა) არც სამზარეულო იციან არც დალაგება, არც მშობიარობა საკეისროს გარეშე(რადგან არასპორტულები არიან და თან ქუსლიანით სიარულიც უარყოფითად მოქმედებს) მოკლედ იმის თქმა მინდა რომ დააფასეთ კარგი გოგოები(და ბიჭები) ხოლო ცუდებსნუ გადაჰყვებით დაე კისერი იტეხონ. ნუ დაეხმარებით!!!
15:34 / 24-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
გაუშვი დედამისთან ,რადგან ასე უნდა!!! შენ კიდევ შენი ხელფასით წადი და კარგად დაისვენე! მანამდე გონს მოეგება შენი ქალბატონი,არ მოეგება და რად გინდა ასეთი შეუგნებელი ცოლი?მთელი ცხოვრება უნდა გტანჯოს. ბავშვს კი მეხედე და ცოლმა თვითონ იმუშაოს და ნახოს როგორი ადვილია ფულის შოვნა. გოგოები მყავს და ვერც ერთს ვერ ვაპატიებ ასე მოექცეს ქმარს.
14:05 / 24-12-2015
გამოხმაურება / 0 /
daviti
ცოლს რომ ოჯახის ფინანსები კიდია და თავისი შუბა აჯავრებს, არაა ეგ ცოლი. სექსით კიდე რომ იმუქრება, ასეთი ცოლები ბევრშ აგებენ, მერე უკვირთ რატო წავიდა სხვაგან კაციო. ასეთი ცოლი დღეს არა ხვალ გაგშორდება მაინც, შუბას მანქანა მოჰყვება, იმას კიდე საზღვარგარეთ დასვენებები და რა ვიცი. თუ სიყვარული არაა ამ სიაცარიელეს ფული ვერ ამოავსებს.
14:01 / 24-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ვანო პაპზ
კითხე შუბის მაგივრად ტელეგრეიკა არ წავა თქო?
13:53 / 24-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS