16 აგვისტო, 2013
თანამშრომლები გვარის გამო დამცინიან
წარმოშობით იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ. სკოლა იქ დავამთავრე და მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ ახალგაზრდა ბიჭი ვარ და ჩემი გვარი ქალის სახელს შეიცავს. ამის გამო სკოლაშიც ხშირად დამცინოდნენ, მაგრამ მალე ყველას თავისი ადგილი მივუჩინე. უნივერსიტეტიც ისე დავამთავრე, რომ ჩემს გვარზე დაცინვა ვერავინ გამიბედა, მაგრამ სამსახური ნამდვილ კოშმარად მექცა.

წარმოშობით იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ. სკოლა იქ დავამთავრე და მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ. სწავლის დროს თბილისში ქირით ვცხოვრობდი. ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი ძალებით მივაღწიე და ამით ვამაყობ, მაგრამ ახალი
სამსახური ნამდვილ კოშმარად მექცა.

სანამ აქ დავიწყებდი მუშაობას, სამი სამსახური გამოვიცვალე. მუშაობის პარალელურად ვცდილობდი ჩემს პროფესიაში უფრო მეტი მესწავლა და ამან შედეგი გამოიღო. შემოთავაზებები არასოდეს მაკლდა და ასე მოვხვდი ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში კარგ თანამდებობაზე.

პირველივე დღეს, როდესაც თანამშრომლებმა ჩემი გვარი გაიგეს სიცილი ვერ შეიკავეს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ შეგნებული ხალხი აღმოჩნდებოდა და მალე დაივიწყებდნენ. ამ კუთხით ყველაზე აქტიურები გოგონები იყვნენ. ვითომ ეშლებოდათ და ქალის სახელს მეძახდნენ.

ჩვენს განყოფილებაში ყველა ერთ პოზიციაზე ვართ და შესაბამისად ვერავის შევაშინებ სამსახურის დაკარგვით, თუმცა რამდენიმეს კორექტულობისკენ მოვუწოდე. ერთი გოგონა მომწონდა გვერდზე განყოფილებიდან.

ორჯერ კაფეშიც დავპატიჟე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს თანამშრომელ გოგონებთან მოსაუბრე დავინახე, ახლოს აღარ მიკარებს. არ ვიცი, ამის გამო სამსახურს თავი როგორ და-ვანებო, მე ხომ ამდენი ვიწვალე, რომ ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმეღწია.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ლია.01
ალბად არ გეცხინოს და რაგაც გადახრები გაკვს.ჩემი შვილს ისეტი გვარი აკვს რომ მაბრაზებს სულ გვარიტ მივმართავ კლასელები მისი ტანაგუნდელებმა კი ეზახდნენ მაგრამ რომ უთხრა რომ მისთვის არ უნდა მიემარტატ გვარით საკმარისი იყო მაგრამ სამსახურში?შენ ხომ კაცი ხარ ხომ და რა გჩირს უნდა გეამაყებოდეს შენი გვარი იმიტომრომ მებრზოლი სულისები ყოფილხართ.რომ ამდენს შენიტ მიაგციე გეხვეცები არ გადაიკეტო და ხმა მაგლა ტკვი რომ შენ ხარ ამ გვარის რა გვარისაცარ უნდა იყვე კაცი ხარ კაცური ბევრჯელ ჩემ შვილს გვარის ხალისისტვის კაი საკმეც გამოსვლია და კაი გაჩერდი მაშინ ცადი დაჯეკი სახში ტუ არა და მოსვი ყველა და უტხარი შენ გეამაყება და სახელიც ხომ გაკვს და მოგმარტონ სახელით თუ ასეტ ცარმატებული თანამდებობაზე ხარ.დამიჯერეეეეეეეეეეეეეე შენი გვარით უფრო მეტს მიაგცევ გაიხარე
16:16 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მე მყავს ახლობელი გვარად ფაცია.მეგრული გვარია.არავინ არასოდეს არ დასცინის.ქალის სახელი ესეტი გვარია და სხვა არ გამიგონია.
16:07 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
რა გვარია ასეთი,შავყვერასვილს აგარ ჯობია?
16:02 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რა სისულელეა. არ მიაქციო ყურადღება. იმდენი უცნაური სახელი და გვარი არსებობს, მაგრამ პიროვნება თუ ღირსეულია ვინ აქცევს ამას ყურადღებას. იუმორში გაატარე და იქით მოეშლებათ ნერვები.ჩემი მეუღლე სვანია და არის შემთხვევა როცა სპეციალურად იწყებენ სვანებზე გამაქილიკებელი ამბების მოყოლას. ჩემი მეუღლე უფრო იუმორით მოყვება ხოლმე სვანზეც და სხვა კუთხეზეც უფრო სახალისო ამბებს და ცივი წყალი ესხმება ხოლმე მოქილიკეს. ს
15:59 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
დაიკიდე... სისიულელეა რაზე იშლი ნერვებს. შენ წარმატებას მიაღწიე და ყველა კისერზე ჩამოგეკიდება და აგლოკავენ, ძაღლებივით...
15:57 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკავი
არავის დასაცინი არაფერი არსებობს ამ ქვეყნად...ყველაფერს მისი სილამაზე და მნიშვნელობა აქვს...და თუ ასე ძაან გტკივა ეგ მოქმედება მაგათგან შენაც უნახე მათ რამე ნაკლი და გამოიყენე :)))
15:54 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ღA გვარი გაქვს Aსეტი არ იტქმის?
15:46 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გრიზლი
გამოიცვალე,გამოიცვალე......
15:43 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS